If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიმეტრიის მიმოხილვა

მიმოიხილეთ სიმეტრიული ფიგურები და სიმეტრიის ღერძები.  შემდეგ ივარჯიშეთ ამოცანების ამოხსნაში.

სიმეტრიის ღერძი

start color #1fab54, start text, ს, ი, მ, ე, ტ, რ, ი, ი, ს, space, ღ, ე, რ, ძ, ი, end text, end color #1fab54 არის წრფე, რომელზეც შეგვიძლია გადავკეცოთ ფიგურა ისე, რომ ორივე ნახევარი ზუსტად დაემთხვეს ერთმანეთს.
მაგალითი:
როცა ფიგურას start color #1fab54, A, end color #1fab54 წრფით ვყოფთ, მიღებული ორი ნაწილი ერთმანეთის ანარეკლია:
ტოლფერდა სამკუთხედი, რომელშიც მონიშნული წრფე A ტოლი ფერდების შემაერთებელ წვეროს მესამე გვერდის ცენტრთან აერთებს.
start color #1fab54, A, end color #1fab54 წრფე სიმეტრიის ღერძია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სიმეტრიის ღერძებზე? ნახეთ ეს ვიდეო.

სიმეტრიული ფიგურები

ფიგურა start color #aa87ff, start text, ს, ი, მ, ე, ტ, რ, ი, უ, ლ, ი, ა, end text, end color #aa87ff, თუ მას start color #1fab54, start text, ს, ი, მ, ე, ტ, რ, ი, ი, ს, space, ე, რ, თ, ი, space, ღ, ე, რ, ძ, ი, end text, end color #1fab54 მაინც აქვს.
მაგალითი:
ეს ფიგურა start color #aa87ff, start text, ს, ი, მ, ე, ტ, რ, ი, უ, ლ, ი, ა, end text, end color #aa87ff:
ხუთი ტოლი სიგრძის გვერდის მქონე ფიგურა, რომლის ყველა კუთხე ტოლია.
რადგან მასზე მინიმუმ ერთი start color #1fab54, start text, ს, ი, მ, ე, ტ, რ, ი, ი, ს, space, ღ, ე, რ, ძ, ი, ს, end text, end color #1fab54 გავლება შეგვიძლია:
იგივე ხუთგვერდა ფიგურა ხუთი სიმეტრიის ღერძით. თითოეული სიმეტრიის ღერძი ცენტრზე გადის და ფიგურას შუაზე ყოფს.
გინდათ, მეტი გაიგოთ სიმეტრიულ ფიგურებზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
  • მიმდინარე
რომელი წრფეა ქვემოთ მოცემული ფიგურის სიმეტრიის ღერძი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:
ოთხგვერდა ფიგურა, რომლის მარცხენა და მარჯვება ვერტიკალური გვერდები პარალელურია, მაგრამ ზედა და ქვედა გვერდები პარალელური არ არის. მარჯვენა გვერდი მარცხენა გვერდზე გრძელია. ზედა გვერდი ზევით და მარჯვნივაა მიმართული, ქვედა გვერდი კი ქვევით და მარჯვნივ. ფიგურას მონიშნული წრფეები A, B და C ჰყოფს. წრფე A ჰორიზონტალური მონაკვეთია, რომელიც ფიგურას ტოლ ზედა და ქვედა მხარეებად ჰყოფს, ისე, რომ გადაკეცვისას ზედა და ქვედა მხარეები ერთმანეთს დაემთხვნენ. წრფე B ფიგურას თანაბარ მარცხენა და მარჯვენა მხარეებად ჰყოფს, მაგრამ გადაკეცვისას ორი მხარე ერთმანეთს არ ემთხვევა. C წრფე ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა წვეროს კვეთს, თუნცა ფიგურას თანაბრად არ ჰყოფს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.