მიმოვიხილოთ კუთხის შემდეგი ტიპები: მახვილი, მართი, ბლაგვი და გაშლილი.  ამოიცანით და ააგეთ კუთხის ტიპები სხვადასხვა სავარჯიშო ამოცანებში. 

კუთხის ზომები (შეჯამება)

კუთხის ტიპიკუთხის ზომა (გრადუსებში)
მახვილი00^\circ-სა და 9090^\circ-ს შორის
მართიზუსტად 9090^\circ
ბლაგვი9090^\circ-სა და 180180^\circ-ს შორის
გაშლილიზუსტად 180180^\circ

მართი კუთხეები

მართი კუთხე არის 9090^\circ-იანი კუთხე. მართ კუთხეს აქვს იდეალური კუთხის ფორმა, როგორც ფურცლის კუთხეს. ქვემოთ მოცემულია მართი კუთხის მაგალითი.

გაშლილი კუთხეები

გაშლილი კუთხე არის 180180^\circ-იანი კუთხე. გაშლილ კუთხეს სწორი ხაზის ფორმა აქვს. ქვემოთ მოცემულია გაშლილი კუთხის მაგალითი.

მახვილი კუთხეები

მახვილი კუთხე არის ისეთი კუთხე, რომლის ზომა 9090^\circ-ზე ნაკლებია. ქვემოთ მოცემულია მახვილი კუთხის მაგალითი.
როცა მახვილ კუთხეს მართ კუთხეს\blueD{\text{მართ კუთხეს}} ვადარებთ, ვხედავთ, რომ მახვილი კუთხე 9090^\circ-ზე ნაკლებია.

ბლაგვი კუთხეები

ბლაგვი კუთხე არის ისეთი კუთხე, რომლის ზომაც მეტია 9090^\circ-ზე, მაგრამ ნაკლებია 180180^\circ-ზე. ქვემოთ მოცემულია ბლაგვი კუთხის მაგალითი.
როცა ბლაგვ კუთხეს მართ კუთხეს\blueD{\text{მართ კუთხეს}} ვადარებთ, ვხედავთ, რომ ბლაგვი კუთხე 9090^\circ-ზე მეტია.
როცა ბლაგვ კუთხეს გაშლილ კუთხეს\greenD{\text{გაშლილ კუთხეს}} ვადარებთ, ვხედავთ, რომ ბლაგვი კუთხე 180180^\circ-ზე ნაკლებია.
გინდათ მეტის გაგება კუთხის ტიპების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

სავარჯიშოები 1: კუთხეების ამოცნობა

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სავარჯიშოები 2: კუთხეები დიაგრამებსა და სურათებში

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

სავარჯიშოები 3: კუთის ტიპების აგება

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.
იტვირთება