თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

ოთხკუთხედების მიმოხილვა

მიმოიხილეთ შემდეგი ოთხკუთხედები: პარალელოგრამი, ტრაპეცია, რომბი, მართკუთხედი და კვადრატი. ამის შემდეგ სცადეთ სავარჯიშო ამოცანების ამოხსნა.

ოთხკუთხედები: შეჯამება

სახელიგანმარტებამაგალითი
ოთხკუთხედი4-გვერდიანი ფიგურა
პარალელოგრამიპარალელური გვერდების 2 წყვილი
ტრაპეციაპარალელური გვერდების ზუსტად 1 წყვილი
მართკუთხედი4 მართი კუთხე
რომბი4 ტოლი გვერდი
კვადრატი4 ტოლი გვერდი და 4 მართი კუთხე
თითოეული ფიგურის შესახებ მეტის გასაგებად და მათ ამოცნობაში სავარჯიშოდ, გააგრძელელთ კითხვა!

რა არის ოთხკუთხედი?

ოთხკუთხედი 4-გვერდიანი ჩაკეტილი ფიგურაა.
ეს ფიგურები ოთხკუთხედებია:
ეს ფიგურები არ არის ოთხკუთხედები:

პირველი ფიგურა არ არის დახურული.
მეორე ფიგურას აქვს 5 გვერდი

სავარჯიშოები 1: ოთხკუთხედების ამოცნობა

ამოცანა 1A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა ოთხკუთხედი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

გინდათ, მეტი გაიგოთ ოთხკუთხედებზე? ნახეთ ეს ვიდეოები:
ოთხკუთხედების ტიპები
ოთხკუთხედების თვისებები
ოთხკუთხედების კლასიფიკაცია

რა არის პარალელოგრამი?

პარალელოგრამი ოთხკუთხედია, რომელსაც პარალელური გვერდების 2 წყვილი აქვს. ამ ფიგურებში მსგავსი ფერის მქონე გვერდები ერთმანეთის პარალელურია.

სავარჯიშოები 2: პარალელოგრამების ამოცნობა

ამოცანა 2A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა პარალელოგრამი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

რა არის ტრაპეცია?

ტრაპეცია ოთხკუთხედია, რომელსაც 1 პარალელური გვერდების ზუსტად ორი წყვილი აქვს.
ამოცანა 3A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა ტრაპეცია?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

რა არის მართკუთხედი?

მართკუთხედი ოთხკუთხედია 4 მართი კუთხით.
ამოცანა 4A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა მართკუთხედი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

რა არის რომბი?

რომბი არის ოთხკუთხედი 4 ტოლი გვერდით.
ამოცანა 5A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა რომბი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

რა არის კვადრატი?

კვადრატი არის ოთხკუთხედი 4 ტოლი გვერდითა და 4 მართი კუთხით.
ამოცანა 6A
მოცემულიდან რომელი ო რ ი ფიგურაა კვადრატი?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

პრაქტიკა 7: ყველაფრის გამეორება

ამოცანა 7A
ყველა პარალელორამის მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლი და პარალელურია.
ამ ოთხკუთხედებიან რომელია პარალელოგრამები?
ისრები ნიშნავს, რომ მოპირდაპირე გვერდები პარალელურია.
პარალელოგრამი
არა პარალელოგრამი

გინდათ, მეტი ასეთ ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშოები:
ამოიცანით ოთხკუთხედები
ოთხკუთხედის ტიპები
დაახარისხეთ ოთხკუთხედები

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.