If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთეული წილადებისა და მთელი რიცხვების გამრავლება

სალი ამრავლებს 1/2 x 5-ს განმეორებითი შეკრებისა და წილადის მოდელების გამოყენებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი დავფიქრეთ რას ან როგორ წარმოადგენს 1/2 გამრავლებული 5-ზე. ერთი მხრივ, ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ხუთი ცალი 1/2-ის ჯამი. ანუ შევხედოთ, როგორც, 1/2-ს დამატებული 1/2 დამატებული 1/2, 1/2 და 1/2. ეს კი იგივეა, რაც 1-ს დამატებული 1, დამატებული 1, 1 და 1, შეფარდებული ორთან. რაც 5/2-ის ტოლია. მეორე გზა ასეთია. წარმოიდგინე, რომ გაქვს ხუთი ერთნაირი საგანი. დავხატოთ ხუთივე, დაკოპირებითა და ჩასმით. ანუ, ვიწყებთ ხუთი ნივთით და ვიღებთ მათ 1/2-ს, ნახევარს. რა იქნება ამის ნახევარი? მოდი ვნახოთ. გვაქვს ხუთი ნივთი, ამიტომაც მივიღებდით -- 5 გაყოფილი 2-ზე-- 2 მთელს და 1/2-ს. ანუ მოვიდოდით აქამდე. რაც მივიღეთ დავშტრიხავ. გამოვა ეს, ეს და ამის ნახევარი. ახლა - არის თუ არა ეს იგივე რაც 5/2? რა მოხდება თუ თითოეულს გავყოფთ ნახევრებად? მოდი, ვნახოთ. თითოეული საგანი გავყოთ 2-ზე. ანუ ახლა ხუთი მთელის მაგივრად გვაქვს ათი ნახევარი. ამათგან რამდენი ნახევარი დავშტრიხეთ? დავითვალოთ - 1, 2, 3, 4, 5. ესეც 5/2-ის ტოლია. ჯერ-ჯერობით გამრავლების რეალურად გამოყენების გარეშე ამოვხსენით. მაგრამ შეიძლება გაინტერესებს, როგორ შეიძლება ამის გამოთვლა? წილადების გამრავლებას ზუსტად ისევე შეგიძლია შეხედო, როგორც სხვა რიცხვებისას, თუ კი ორივე წილადად არის ჩაწერილი, ჩვენ კი ვიცით, რომ 5 იგივეა, რაც 5 მეერთედი ანუ 1/2 შეგვიძლია გავამრავლოთ 5/1-ზე. ახლა, როცა ორივე წილადად არის ჩაწერილი, მე შემიძლია უბრალოდ გავამრავლო მრიცხველები და მნიშვნელები. ანუ 1 გამრავლებული 5-ზე შეფარდებული 2-ჯერ 1-ზე. ეს რისი ტოლი იქნება? ერთჯერ ხუთი ისევ ხუთია. ორჯერ ერთი - ორი. ახლაც 5/2 მივიღეთ.