თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

წილადების შედარება 1 (სხვადსხვა მნიშვნელი)

სალი ადარებს წილადებს საერთო მნიშნელის პოვნის გზით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა, ვივარჯიშოთ სხვადასხვა მნიშვნელის მქონდე წილადების შედარებაში. ვთქვათ, მინდა შევადარო ორი მეოთხედი, ან ორი შეფარდებული ოთხთან, და ხუთი შეფარდებული 12-თან, ან ხუთი მეთორმეტედი. მოგიწოდებთ, დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ გაიგოთ, რომელია უფრო დიდი: ორი მეოთხედი თუ ხუთი მეთორმეტედი. ან, შეიძლება, ისინი ტოლია. მოდით, ცოტა დავფიქრდეთ. როცა უბრალოდ ვუყურებ, არ არი საშკარა, რომელია უფრო დიდი. რამდენიმენაირად შეგვიძლია, შევხედოთ. ერთი გზაა, ვცადოთ, ვცადოთ, ერთნაირი მნიშვნელი ჰქონდეთ. შეგვიძლია ისე დავწეროთ ეს წილადები, რომ მათ ერთნაირი მნიშვნელი ჰქონდეთ. ანუ, ერთ-ერთ გზაა, ვნახოთ, შეიძლება ისე დავწეროთ, რომ ორივეს მნიშვნელი იყოს 12. ვიფიქროთ... თუ მეოთხედებს მეთორმეტედებად გადავაკეთებთ, მაშინ სამჯერ მეტი დანაყოფი გვექნება, რაზეც გავყავით ეს რაღაც. ანუ, ორი დანაყოფი გადაიქცევა სამჯერ მეტ დანაყოფად. ანუ, მრიცხველსაც სამზე გავამრავლებთ. თუ მნიშვნელს გავამრავლებთ სამზე, მრიცხველიც სამზე უნდა გავამრავლოთ. ანუ, ორი მეოთხედი იგივეა, რაც ექვსი მეთორმეტედი. სხვაგვარად რომ ვიფიქროთ, ორი არის ოთხის ნახევარი, ექვსი კი არის 12-ის ნახევარი. ახლა შეგვიძლა, შევადაროთ ექვსი მეთორმეტედი ხუთ მეთორმეტედს? აქ უფრო მეტი მეთორმეტედი გვაქვს. ექვსი მეთორმეტედი ხუთი მეთორმეტედის წინააღდეგ. ახლა უკვე შეგვიძლია შედარება. თუ ექვსი რაღაც მაქვს, ამ შემთხვევაში, ექვსი მეთორმეტედი, ეს მეტი იქნება, ვიდრე ხუთი მეთორმეტედი რომ მქონდეს. ანუ ექვსი მეთორმეტედი მეტია ხუთ მეთორმეტედზე. მე ყოველთვის მეტობის ნიშნის მიხედვით ვფიქრობ, ღია მხარე ყოველთვის იმ რიცხვისკენ იქნება, რომელიც უფრო მეტია. ეს არის მეტობის ნიშანი. ანუ, თუ ექვსი მეთორმეტედი მეტია ხუთ მეთორმეტედზე, მაშინ ორი მეოთხედი მეტია ხუთ მეთორმეტედზე, რადგანაც ორი მეოთხედი და ექვსი მეთორმეტედი ზუსტად ერთი და იგივეა. კარგით, კიდევ ერთი გავაკეთოთ. ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს. ვთქვათ, გინდა შევადაროთ სამი მეხუთედი და ორი მესამედი, ორი შეფარდებული სამთან. და, როგორც ყოველთვის, დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ ამოხსნა. მინიშნებას მოგცემთ: სცადეთ, ორივე წილადი ისე დაწეროთ, რომ ერთნაირი მნიშვნელი ჰქონდეთ. კარგი, ვცადოთ. ხუთ არ არის სამის ჯერადი, სამი არ არის ხუთის ჯერადი, ამიტომ, საერთო ჯერადი გვჭირდება. საერთო ჯერადი იქნება ისეთი რიცხვი, რომელიც ხუთზეც იყოფა და სამზეც. ყველაზე მარტივად მოსაფიქრებელია 15, ანუ ხუთჯერ სამი. ესე იგი, დავწეროთ სამი მეხუთედი, როგორც რაღაც რიცხვი შეფარდებული 15-თან და შემდეგ დავწეროთ ორი მესამედი, როგორც რაღაც რიცხვი შეფარდებული 15-თან. ანუ, ორ მესამედს ვწერთ, როგორც რაღაც შეფარდებული 12-თან. ხუთიდან 15-მდე რომ მივიდეთ, სამზე უნდა გავამრავლოთ. ანუ, ვამრავლებთ სამზე. თუ მნიშვნელი გავამრავლეთსამზე, მრიცხველიც უნდა გავამრავლო სამზე. გამრავლებული სამზე... ანუ, სამი მეხუთედი იგივეა, რაც ცხრა მეთხუთმეტედი. მრიცხნველი და მნიშვნელი გავამრავლე სამზე, რაც არ ცვლის წილადის მნიშვნელობას. უბრალოდ, სხვანაირად ვწერ, ანუ სამი მეხუთედი არის ცხრა მეთხუთმეტედი. ახლა შევხედოთ ორ მესამედს. სამიდან 15-ის მისაღებად, უნდა გავამრავლო ხუთზე. ანუ, იგივე უნდა გავაკეთო მრიცხველშიც. მრიცხველი უნდა გავამრავლოთ ხუთზე. ორჯერ ხუთი არის 10, ანუ ორი მესამედი იგივეა, რაც 10 მეთხუთმეტედი. ახლა შეგვიძლია შევადაროთ, რადგან გვაქვს მეთხუთმეტედების გარკვეული რაოდენობა მეთხუთმეტედების სხვა რაოდენობასთან შედარებით. ესე იგი, რომელია უფრო დიდი, ცხრა მეთხუთმეტედი თუ ათი მეთხუთმეტედი? თუ 10 რაღაც გაქვთ, ის მეტი იქნება. ანუ, 10 მეთხუთმეტედი მეტია ცხრა მეთხუთმეტედზე. დავწერ სიმბოლოს, რომელიც უფრო დიდი რიცხვის მხარეს არის ღია. ეს არის ნაკლებობის სიმბოლო. ცხრა მეთხუთმეტედი ნაკლებია ათ მეთხუთმეტედზე, მაგრამ რადგანაც ცხრა მეთხუთმეტედი იგივეა, რაც სამი მეხუთედი, და ათი მეთხუთმეტედი იგივეა, რაც ორი მესამედი, აქაც შეგვიძლია ნაკლებობის ნიშნის დასმა. სამი მეხუთედი ნაკლებია ორ მესამედზე.