If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:19

ვიდეოს აღწერა

ბრენდონმა შეჭამა ნამცხვრის ხუთი ნაჭერი. ალბათ, ვაშლის ნამცხვარზეა საუბარი. ეს ჩემთვის არ უთქვამთ. გაბრიელამ შეჭამა სამი ნაჭერი. თუკი თავიდან სულ ცხრა ნაჭერი იყო, ნამცხვრის რა ნაწილი შეიჭამა? მოდით ვცდი, დავხატო, რაც მოხდა. დავხატავ ნამცხვარს. მოყვითალო ფერის ნამცხვარი იყოს. მთელი გულით ვეცდები კარგად გამომივიდეს. ვნახოთ, რამდენად კარგად ვხატავ. დავხატავ წრეს ზედხედში გვაქვს 9 ნაჭერი... ვფიქრობ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ცხრავე ნაჭერი თანაბარია. ანუ, გვაქვს ცხრა თანაბარი ნაჭერი. მე ვიზრუნებ რომ დასაწყისში ცხრა თანაბარი ნაჭერი გვქონდეს. ნამცხვრის რა ნაწილი შეიჭამა? მაგრემ ჯერ დავყოთ ნამცხვარი ცხრა ნაწილად. ერთი მხრივ, შემიძლია თავიდან დავყო ის სამ ნაწილად ისე, რომ ეს მშვიდობის სიმბოლოს დაემსგავსოს. უფრო სწორად, ის უფრო მერსედესის ლოგოს ჰგავს. ანუ, თავიდან მე მას სამ ნაწილად ვყოფ. შემდეგ, თითოეულ ნაწილს კიდევ სამად გავყოფ და მექნება ცხრა ნაწილი. ვნახოთ, თუ გაამართლებს ეს ხერხი. ვცდილობ შეძლებისდაგვარად თანაბარი ნაწილები გამომივიდეს. იმედია, 100%–ით თანაბარი თუ არ გამოვა, გადაიტანთ. მთავარია, მე ვცდილობ, მაქსიმალურად ვცდილობ. ცხრა თანაბარი ნაჭერი, მშვენივრად გამოიყურება. გვაქვს ნამცხვარი, რომელსაც თავიდან ცხრა თანაბარი ნაჭერი ჰქონდა. გვეუბნებიან, რომ ბრენდონმა შეჭამა ხუთი ნაჭერი. ალბათ ბრენდონს შიოდა - მან ჭამა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ნაჭერი. შეგვიძლია ვთქვათ, მან შეჭამა ნამცხვრის ხუთი მეცხრედი. მაგრამ, ეს ყველაფერი არაა. ამას არ გვეკითხებიან. ჩვენ გვეკითხებიან, ჯამში რამდენი შეჭამეს ბრენდონმა და გაბრიელამ ერთად. და გვეუბნებიან, რომ გაბრიელამ შეჭამა სამი ნაჭერი. მგონი, მათ არ უსადილიათ. მან შეჭამა ერთი, ორი, სამი. მოდით ვუპასუხოთ კითხვას. ნამცხვრის რა ნაწილი შეიჭამა? ვიცით რომ ჯამში ნამცხვრის ცხრა თანაბარი ნაჭერი გვქონდა. რა ნაწილი შეიჭამა? როგორც ვხედავთ, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა - ნამცხვრის რვა მეცხრედი შეიჭამა. მოდით ჩავწეროთ და შემდეგ აქ გავაგრძელოთ. ვამბობთ რვას და შემდეგ ვიყენებთ ამ პატარა დახრილი ხაზის სიმბოლოს თქვენს კომპიუტერებზე. რვა შეფარდებული ცხრასთან ან რვა გაყოფილი ცხრაზე, ან რვა მეცხრედი. მოდით კიდევ რამოდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. იშაანმა შეჭამა პიცის ორი ნაჭერი. ომარმა შეჭამა სამი ნაჭერი. თუკი თავიდან ჯამში რვა ნაჭერი გვქონდა, პიცის რა ნაწილი დარჩა შეუჭმელი? ეს საინტერესოა. მოდით ამას გადმოვაკოპირებ. ისე რომ მისი ამოხსნა ჩემს სამუშაო ფურცელზე შევძლო. ვცდილობ რამე ადგილი ვიპოვო... აი ასე! მოდით, აქ ჩავწერ. იგივე სიტუაცია გვაქვს. ოღონდ, ეს არის პიცა და არა ნამცხვარი. პიცას დავხატავ ყავისფრად. პიცა რვა თანაბარ ნაჭერადაა დაჭრილი. რვა თანაბარი ნაწილის დახატვა უფრო ადვილია, რადგან რვა ლუწია. მოდი ვნახოთ. ამაზე უკეთ წრეს ვერ ვხატავ. თავიდან გავყოფ პიცას ორ ნაჭრად, შემდეგ გავყოფ ოთხად. ვეცდები მაქსიმალურად თანაბარი ნაჭრები გამომივიდეს. ახლა კი კიდევ ორი ხაზით უნდა მივიღო რვა ნაჭერი. აი ასე, გვაქვს რვანაჭრიანი პიცა. გვეუბნებიან, რომ იშაანმა შეჭამა პიცის ორი ნაჭერი. მან შეჭამა ერთი, ორი ნაჭერი პიცა. ომარმა შეჭამა სამი ნაჭერი. მან შეჭამა ერთი, ორი, სამი ნაჭერი პიცა. თქვენ შეიძლება დაუფიქრებლად თქვათ, რომ პასუხი არის ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. მათ შეჭამეს ხუთი ნაჭერი პიცა სულ არსებული რვანაჭრიანი პიციდან. ანუ, მათ შეჭამეს პიცის ხუთი მერვედი. მართალი იქნებით, თუ იტყვით, რომ მათ შეჭამეს პიცის ხუთი მერვედი, რადგან, მათ შეჭამეს ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ნაჭერი რვიდან. მაგრამ ამას არ გვეკითხებიან. გვეკითხებიან, პიცის რა ნაწილი დარჩა შეუჭმელი. ანუ. რა მორჩათ იშაანს და ომარს ჭამის შემდეგ? რაც დაგვრჩა, არის ერთი, ორი, სამი ნაჭერი. ანუ, თავდაპირველი რვა თანაბარი ნაჭრიდან დაგვრჩა სამი ნაჭერი, ან პიცის სამი მერვედი. მოდი ჩავწეროთ. დავბრუნდეთ აქ. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დაგვრჩა სამი შეფარდებული რვასთან, სამი მერვედი. მოდით გადავამოწმოთ პასუხი და ჩვენი პასუხი სწორია.