If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანა წილადებზე: ობობის თვალები

სალი ხსნის წილადების ამოცანას ობობის თვალებზე.  წილადებს ერთი და იგივე მნიშვნელი აქვს.  შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვეულებრივ სახლის ობობას აქვს 8 თვალი. თუ ობობაგიყურებს თავისი 2 წინა და 3 სხვა თვალით, მისი თვალების რა ნაწილი გიყურებს? თვალსაჩინოებისთვის, განახებ ნამდვილი ობობის სურათებს. როგორც ხედავ, მართლაც 8 თვალი აქვთ. მაგალითად, ამას აქ აქვს: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. არ ვიცოდი ასე მაგარი თუ იქნებოდა. მოდი შევხედოთ ამოცანას. ანუ, ის გიყურებს 2 წინა თვალით რვიდან. ანუ, მთელის რა ნაწილია წინა 2 თვალი? ის წარმოადგენს ორს რვიდან. შეხედე ამას. გაქვს 8 თვალი, აქედან 2 წინაა ეს არის 1 და 2 რვიდან. გეუბნებიან, რომ 3 სხვა თვალითაც გიყურებს. ანუ, გიყურებს 3 თვალით რვიდან. წარმოიდგინე, რომ ეს 3 არის აი ეს, ესა და ეს. ყველაფერი წილადების შეკრებაზეა. უნდა შევკრიბოთ რაღაცის 2/8 და 3/8. ანუ თვალების რა ნაწილით გვიყურებს? მნიშვნელი ისევ მერვედი იქნება. 2-ს პლუს 3 მერვედი. ეს ტოლია თვალების 5/8-ს. გვიყურებს 5 თვალი რვიდან... შეხედე: 1, 2, 3, 4, 5. მთელი 8 თვალიდან 5 გვიყურებს რაც საკმაოდ უცნაურია.