ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 5: ათწილადების წილადებში გადაყვანა- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.15
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.8
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.36
- ჩაწერეთ ათწილადები წილადების სახით
- ათწილადი გამარტივებული წილადის სახით
- ათწილადების წილადებად ჩაწერა - მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.36
სალი 0.36-ს გარდაქმნის წილადად. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- 0,05 ის შემთხვევაში რა იქნება?(1 მოწონება)
ვიდეოს აღწერა
მოდი ვცადოთ 0.36-ის წილადად ჩაწერა. ამის რამდენიმე გზა არსებობს.
მე რომელიც მომწონს, ასეთია: 0.36 იგივეა, რაც 36 მეასედი.
ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ექვსი არის მეასედების ადგილას,
სამი კი არის მეათედების ადგილას. ან შეგიძლია ჩათვალო,
რომ სამი არის 30 მეასედი. 3 შეიძლება იყოს 3 ათეული ან 30 ასეული ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 0.36 იგივეა,
რაც 36 მეასედი, ანუ 36/100. ჩვენ უკვე ჩავწერეთ წილადად, მაგრამ
ახლა შეგვიძლია იგი შევკვეცოთ, რადგან 36-ს და 100-ს
საერთო გამყოფები აქვთ. ორივე იყოფა ოთხზე, ასე რომ, თუ გავყოფთ
მრიცხველს ოთხზე და მნიშვნელსაც ოთხზე, (ჩვენ ორივეზე ერთნაირ მოქმედებას ვასრულებთ,
ამიტომ წილადის მნიშვნელობა არ იცვლება), 36 გაყოფილი 4-ზე არის 9.
100 გაყოფილი 4-ზე არის 25 ახლა კი ხედავ, რომ ამ ორ რიცხვს
აღარ აქვთ საერთო გამყოფი. ანუ წილადი შეკვეცილი სახით ჩავწერეთ.
და მაგალითსაც მოვრჩით