If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სხვადასხვა სახით გამოსახული რიცხვების შედარება

ხანის აკადემიის სავარჯიშოების პრაქტიკული მაგალითები, სადაც ადარებთ ათწილადებს, წილადებს და რიცხვით დიაგრამებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვთხოვენ ამ ორი რიცხვის შედარებას. მე გადავიღე სურათი ხანის აკადემიის სავარჯიშოებიდან ამიტომ ამაზე დაჭერა არ შემიძლია, მაგრამ რომ შემეძლოს ამ სამიდან რომელიმეს ავირჩევდი. მაგრამ უბრალოდ დავწერ. ჩვენ უნდა შევადაროთ 2.7 და ორი მთელი და ჩვიდმეტი მეასედი. ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს. მაგალითად ორივეს გადაწერა შერეულ რიცხვებად. მაგალითად 2.7 შეგვიძლია გადავწეროთ როგორც -- ეს არის იგივე რაც ორი და შვიდი მეათედი. ორი და შვიდი მეათედი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ორი და შვიდი მეათედი აი ამასთან ორსა და ჩვიდმეტ მეასედთან. ორი და ჩვიდმეტი მეასედი. ორივეს მთელ რიცხვად ორი აქვს. ამიტომ შევადაროთ წილადები. რა არის უფრო მეტი? შვიდი მეათედი თუ ჩვიდმეტი მეასედი? თუ ეს თქვენთვის არ არის აშკარა შეგიძლიად გადაიყვანოთ ეს მეასედებში. შვიდი მეათედი არის იგივე, რაც -- თუ თქვენ მეასედებში გინდათ გადაყვანა თქვენ შეგიძლიათ გაამრავლოთ მნიშვნელი ათზე რაც ათს გადააქცევს ასად. შემდეგ მრიცხველიც უნდა გაამრავლოთ ათზე. ორი და შვიდი მეათედი არის იგივე, რაც ორი მთელი და სამოცდაათი მეასედი. სამოცდაათი მეასედი ნამდვილად უფრო მეტია ვიდრე ჩვიდმეტი მეასედი. შესაბამისად ეს რიცხვი: ორი მთელი და შვიდი მეათედი, ან სამოცდაათი მეასედი, ან 2,7 იქნება უფრო დიდი ვიდრე აი ეს რიცხვი. ეს იქნება მეტი -- სიმბოლოს ვხსნით უფრო დიდი რიცხვისაკენ. ამის გაკეთების კიდევ ერთი გზაა, ორივე რიცხვის გადაყვანა ათწილადებში. აქ მოცემული 2.7, რომელიც შეგვიძლია დავტოვოთ ათწილადის სახით. ორი მთელი და ჩვიდმეტი მეასედი შეგვიძლია გადავწეროთ როგორც 2.17 ეს არის ჩვიდმეტი მეასედი. ამათი შედარების მრავალი ხერხი არსებობს. შეგიძლიათ თქვათ: ორი და შვიდი მეათედი არის იგივე, რაც ორი და სამოცდაათი მეასედი. აქ მე 70 მეასედი მაქვს, აქ კი მხოლოდ 17 მეასედი. ამიტომ ეს უფრო დიდი იქნება. ეს უფრო დიდი იქნება, აი აქ. ამის გაკეთების კიდევ ერთი გზაა დაგვეწყო ერთეულების ადგილას ორივეს მთელი რიცხვი ორია, მეათდების ადგილას რომ გადავდივართ, ამ რიცხვს შვიდი მეათედი აქვს ამას კი მხოლოდ ერთი მეათედი აქვს. ამიტომ ეს რიცხვი უფრო დიდი იქნება ვიდრე აი ეს რიცხვი. კიდევ ერთი მაგალითი ამოვხსნათ. მოცემულიდან რომელია 2.03-ზე, ანუ ორსა და სამ მეასედზე ნაკლები? ყოველი დიდი კვადრატი განასახიერებს ერთ მთელს. ამის გაკეთბის ერთი გზაა-- და ეს ხერხი მაშინვე მახსენდება არის ყველა შესაძლო ვარიანტის გადაწერა ათწილადის სახით. აი ეს არის ერთი მთლი, კიდევ ერთი მთელი, აქ კი ერთი მთელი არ გვაქვს. მე ავიღე ერთი მთელი და დავყავი მეათედებად, და აქ ორი მეათედია. აი ეს რიცხვი უდრის ორ მთელსა და ორ მეათედს. თქვენ ხედავთ ამას. ერთი, ორი და ორი დანაყოფი ათი სექციიდან. ორი და ორი მეათედი. ეს არის იგივე, რაც 2.2 და თუ შევადარებთ 2.03-ს. ამაზე მსჯელობის ბევრი გზა არსებობს. შეგვიძლია შევხედოთ ამას, როგორც 2.20-ს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ორი მთელი და ოცი მეასედი. ორი და ოცი მეასედი ნამდვილად მეტია ვიდრე ორი მთელი და სამი მეასედი. ეს არ არის 2.03-ზე ნაკლები. ეს არის 2.03-ზე მეტი. ამიტომ მე ამას გამოვრიცხავ. სხვანაირად რომ გვემსჯელა: ეს არის ორი და ორი მეათედი, ეს იგივეა, რაც ორი მთელი და ოცი მეასედი. ეს არის ამის განსახიერების კიდევ ერთი გზა. რიცხვი, რომელსაც ვადარებთ, არის ორი მთელი და სამი მეასედი. ოცი მეასედი არის უფრო მეტი ვიდრე სამი მეასედი. კიდევ ერთხელ, ეს არ არის 2.03-ზე ნაკლები. აქ მოცემულია ორი მთელი და 12 მეასედი. მე აქ თავდაპირველი რიცხვი მაქვს გამოსახული, როგორც ორი მთელი და სამი მეასედი. მთელი რიცხვის ნაწილი, ორიანი, ერთნაირია. ამიტომ ვუყურებთ წილადის ნაწილს, თორმეტი მეასედი მეტია სამ მეასედზე. ამიტომ ესეც არ არის 2.03-ზე ნაკლები. რაც შეეხება 23 მეასედს. 23 მეასედი შეგვიძლია დავწეროთ ასე: ოცდასამი მეასედი. ან ასე: 0.23 შეიძლება მოგინდეთ თქმა, რომ 23 მეასედი არის უფრო მეტი, ვიდრე სამი მეასედი. მაგრამ გაიხსენეთ, ჩვენ აქ ორი მთელი გვაქვს. აქ კი მთელი რიცხვი არ გვაქვს. აქ ერთეულების ადგილას არაფერი გვაქვს. აქ კი ერთეულების ადგილას გვაქვს რიცხვი. აქ რომ ვუყურებთ ორ ერთეულს ვხედავთ, აქ კი ნულ ერთეულს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მეასედი გვაქვს, როდესაც ას მეასედზე ნაკლები გვაქვს. ეს ნამდვილად უფრო ცოტაა ვიდრე 2.03 ეს ერთზეც კი ბევრად ნაკლებია. ამ სამიდან მხოლოდ ეს არის 2.03-ზე ნაკლები. კიდევ ერთი გავაკეთოთ. დაალაგეთ მოცემული სიდიდეები უმცირესიდან უდიდესამდე. გავიმეორებ, რომ მე ხანის აკადემიის სავარჯიშოს სურათი გადავუღე. ამიტომ მე ვერ გადავაადგილებ მათ მაგრამ სავარჯიშოს კეთებისას შეგიძლიათ მათი გადაადგილება ამიტომ მე უბრალოდ გავარჩევ რიცხვებს და გადავწერ თანმიმდევრობით. მე ყველას გადავწერ ათწილადების სახით. ათწილადებად გადაწერა ყველაზე მართივი იქნება. ეს უკვე ათწილადის სახითაა დაწერილი 2.59 24 მეათედი დავფიქრდეთ ამაზე, ეს არის 24 შეფარდებული ათთან. 24 შეფარდებული ათთან არის იგივე, რაც 20 შეფარდებული ათთან პლიუს ოთხი შეფარდებული ათთან. ოცი მეათედი არის ორი მთელი. ეს არის ორი მთელი და ოთხი მეათედი. ან იგივე, რაც 2.4 ახლა თუ გვინდა შევადაროთ 2.59-ს შეგვიძლია აქ ნული მივუწეროთ. ეს არის ორი და ორმოცი მეასედი. ეს ყველა ამ რიცხვის დაწერის ვარიანტებია. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ეფიქრა, ათი მეათედი არის ერთი, ორი მეათედი არის ორი. ამიტომ 24 მეასედი იქნება ორი მთელი და ოთხი მეათედი. ან 2.4 ან 2.40 გადავიდეთ ამ რიცხვზე. ორი მთელი და სამი მეათედი. ამის დაწერა შეგვიძლია როგორც 2.3 თუ გვინდა გავითვალისწინოთ-- თუ გვინდა მეასედები გავითვალისწინოთ, შეგვიძლი ვთქვათ, რომ ეს იგივეა, რაც ორი და 30 მეასედი. ეს შეგვიძლია დავწეროთ როგორც 2.30 მე მეასედს ვამატებ, რომ უფრო ადვილად შევძლოთ შედარება. ვადარებთ 2.59-ს, 2.40-ს და 2.30-ს ყველას ერთეულის ადგილზე ორიანი აქვს. ერთეულების ადგილას ყველგან ორიანია. ახლა უნდა გადავიდეთ მეათედების ადგილზე. ამას ყველაზე მეტი მეათედი აქვს, ხუთი მეათედი ეს მეორე ადგილზეა ოთხი მეათედით. ამას ყველაზე ნაკლები მეათედი აქვს, სამი მეათედი. უმცირესიდან უდიდესამდე რომ დავალაგოთ ყველაზე პატარაა 2.3 უმცირესია ორი მთელი და სამი მეათედი. რაც უდრის 2.3-ს შემდეგია-- ამაზე უფრო დიდია 24 მეათედი რაც უდრის 2.4-ს და ყველაზე დიდია 2.59 კიდევ ერთხელ ყველას ერთეულების ადგილზე ორი აქვს. მერე გადავდივართ მეათედებზე სამი მეათედი, ოთხი მეათედი, ხუთი მეათედი.