If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადების ვიზუალური შედარება

სალი 0.17-ს და 0.2-ს შეადარებს ერთმანეთს ბადე–დიაგრამის გამოყენებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოს მიზანია, შევადაროთ ეს ორი რაოდენობა. მაქვს ნული მთელი და 17 მეასედი და ნული მთელი ორი მეათედი. მინდა გავაკრვიო, ამათგან რომელია უფრო დიდი, ან შეიძლება ისინი ტოლია. დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ, თავად გააკეთოთ. პასუხის პოვნის ერთ-ერთი გზაა, ვიზუალურად წამოვადგინოთ. ეს დიდი კვადრატები არის მთელი და მარცხენა კვადრატი დავყავი 100 ტოლ პატარა კვადრატად. კვადრატს აქვს 10 მწკრივი, თითო მწკრივში 10 კვადრატია, ანუ სულ 100 პატარა კვდარატი გვაქვს. თითოეული კვადრატი წარმოადგენს მთელის ერთ მეასედს. ეს რიცხვი, რომელიც ზევით გვიწერია, იგივეა, რაც 17 მეასედი. მაშინ, მოდით გავაფერადოთ 17 მეასედი. ესე იგი, 17 მეასედი იქნება... ეს არის ერთი მეასედი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, 6, 7, 8, 9, 10 მეასედი შეხედეთ, 10 მეასედით შევავსე ერთი მწკრივი, რადგან ის იგივეა, რაც ერთ მეათედი ანუ, ეს 10 მეასედია, 11 მეასედი, 12 მეასედი, 13, 14, 15, 16, 17. ერ-ერთი გზა, ვიზუალურად წარმოვადგინოთ ნული მთელი 17 მეასედი, იგივე 17 მეასედი, არის მთელის ის ნაწილი, რაც მაჯენდად არის გაფერადებული. ახლა ვნახოთ 0.2. ნული მთელი ორ მეათედი იგივეა, რაც ორი მეათედი, თუ ავიღებთ ჩვენს მთელს და დავყოფთ 10 ტოლ ნაწილად, რაც აქ გავაკეთეთ, თითოეული დანაყოფი არის 10 მეასედი, რადგან ერთი მეათედი არის 10 მეასედის ტოლი. შევავსოთ ორი დანაყოფი, ანუ ორი მეათედი. ესე იგი, შევავსოთ ორი მათგანი... ერთ მეათედი და ორი მეათედი. რომელია უფრო დიდი? ვხედავთ, რომ მთელის უფრო მეტი ნაწილი გვაქვს შევსებული ორი მეთედის დროს, ვიდრე 17 მეასედის დროს. ბუნებრივიცაა, რადგან ორი მეათედი იგივეა, რაც... ორი მეათედი იგივეა, რაც... სხვაგვარად რომ გამოვსახოთ ორი მეათედი, ესაა 20 მეასედი. 20 მეასედი მეტია 17 მეასედზე. 20 მეასედამდე რომ მივიდეთ, ეს სამი კვადრატიც უნდა შევავსოთ. თუ ამ სამსაც შევავსებთ, გამოვა, რომ შევავსეთ მთელის იგივე რაწილი, რაც 20 მეათედის შემთხვევაში. ესე იგი, რომელია უფრო დიდი? ორი მეათედი. და როგორ უნდა დავწეროთ ეს? გვინდა, რომ უტოლობის ნიშანი უფრო დიდი რიცხვისკენ იყოს ღია. ანუ ნული მთელი და 17 მეასედი ნაკლებია ორ მეათედზე. სხვანაირად რომ გაგვეგო პასუხი, ისე, რომ არაფერი დაგვეხატა, შეგვეძლო, უფრო დიდი რიცხვის ადგილით დაგვეწყო, დაგვეწყო ერთეულების ადგილით და შეგვედარა: აქ გვაქვს ნული ერთეული და აქაც ნული ერთეულია. კარგით, ეს არ დაგვეხმარება. შემდეგ გადავიდეთ ათეულების ადგილას. აქ გვაქვს ერთი მეათედი, აქ კი გვაქვს ორი მეათედი! მაშინვე, იმის იუხედავად, რა მოდის შემდეგ: ნული, ერთი, შვიდი, ხუთი და ასე შემდეგ, აქ უფრო მეტი მეათედი გვაქვს, ვიდრე პირველ რიცხვში, რაც გვეუბნება, რომ ეს რიცხვი უფრო დიდია. ზოგადად, შეხედეთ ყველაზე დიდ რიცხვის ადგილს: თუ ერთ-ერთ რიცხვს უფრო დიდ რიცხვის ადგილას დიდი ციფრი აქვს, ის რიცხვი უფრო დიდი იქნება. თუ ტოლია, გადადით შემდეგ ციფრზე და ასე გააგრძელეთ. მაგრამ სხვაგვარად, შეგიძლიათ, იზუალურად წარმოადგინოთ, როგორც აქ გავაკეთეთ.