If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეხუთე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 1: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება

მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება

სალი გვაჩვენებს ბევრ მაგალითს, როგორ გავამრავლოთ  ორ და სამნიშნა რიცხვები "სტანდარტული ალგორითმით". შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ უკვე გაგვაჩნია საჭირო ცოდნა, რათა ნებისმიერი სახის გამრავლება შევასრულოთ. ასე რომ, ამ ვიდეოში უბრალოდ ბევრ მაგალითს გავაკეთებ. მოდით დავიწყოთ -- ყვითლით დავიწყებ დავიწყოთ მაგალითით: 32 გამრავლებული 18-ზე რვაჯერ ორი არის თექვსმეტი. ამჯერად ზეპირად გავაკეთოთ, რადგან ყოველთვის არ გაგვაჩნია საკმარისი სივრცე სამუშაოდ. ესე იგი, რვაჯერ ორი არის თექვსმეტი. ერთიანი დავწეროთ აქ. 8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24. 24-ს პლუს 1 არის 25. ესე იგი, 8 გავამრავლოთ 32-ზე არის 256. ახლა უნდა გავამრავლოთ ეს ერთი, რომელიც რეალურად ათიანია, გავამრავლოთ 32-ზე. -- ხაზს გავუსვამ სტაფილოსფერით -- 1 გავამრავლოთ ორზე -- აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ -- 1 გავამრავლოთ 2-ზე არის 2. შეიძლება იფიქროთ, მოდი აქ ორიანს დავწერ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ათიანია. ეს არის ათიანი, ასერომ აქ ნული უნდა დავწეროთ, რათა დაგვამახსოვრდეს ესე იგი, 10 გავამრავლოთ 2-ზე არის 20. ან, 1 გავამრავლოთ 2-ზე არის 2, მაგრამ 2-ს ვწერთ ათეულების თანრიგში და ვიღებთ 20-ს. ანუ 10 გავამრავლოთ 2-ზე არის 20. მუშაობს. შემდეგ, 1 გავამრავლოთ 3-ზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ. 1 გავამრავლოთ 3-ზე უდრის 3-ს. რადგან არაფერია დასამატებელი, ვიღებთ სამს. და საბოლოოდ ვიღებთ, რომ 10 გამრავლებული 32-ზე არის 320. ეს არის 10. ათს პლუს რვა არის თვრამეტი. ასერომ ახლა უბრალოდ ორ რიცხვს შევკრებთ. ექვსს პლუს ნული არის ექვსი. ხუთს პლუს ორი არის შვიდი. ორს პლუს სამი არის ხუთი. გავაგრძელოთ. 99 გავამრავლოთ 88-ზე. ეს საკმაოდ დიდი რიცხვი გამოვა! 8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72. დავწეროთ შვიდი აქ. შემდეგ ისევ გვაქვს რვაჯერ ცხრა. 8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72, მაგრამ აქ შვიდიც წერია, 72 პლუს 7 არის 79. ეს უკვე ამოვწურეთ, ამიტომ წავშალოთ იმისთვის, რომ მომდევნო ნაბიჯზე გაუგებრობა არ გამოიწვიოს. მომდევნო ნაბიჯზე, ამ 8-ს გავამრავლებთ 99-ზე. სინამდვილეში, ეს 8 არის 80. ამიტომ აქ დავწეროთ 0. 8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72. დავწეროთ შვიდიანი 8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72. დავუმატოთ 7 იქნება 79. ორს პლუს ნული არის ორი. -- ფერებს შევცვლი -- ცხრას პლუს ორი არის თერთმეტი. გადავიტანოთ ერთი ერთს პლუს შვიდი არის რვა. რვას პლუს ცხრა არის ჩვიდმეტი. გადავიტანოთ ერთი. ერთს პლუს შვიდი არის რვა. 8712. განვაგრძოთ. 53 გავამრავლოთ 78-ზე. მგონი უკვე ეჩვევით გამრავლებას. პირველ რიგში 8 გავამრავლოთ 53-ზე. 8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24. დავწეროთ ორი აქ. 8 გავამრავლოთ 5-ზე არის 40. 40 პლუს 2 არის 42. ახლა მივხედოთ შვიდიანს. შვიდიანი, რომელიც სინამდვილეში სამოცდაათია ანუ უნდა გვახსოვდეს რომ აქ ნული დავწეროთ. შვიდი გავამრავლოთ სამზე -- ეს მოვიშოროთ რომ არ დავიბნეთ -- 7 გავამრავლოთ 3-ზე არის 21. დავწეროთ ერთიანი აქ და ორიანი - აქ. 7 გავამრავლოთ 5-ზე არის 35. მივუმატოთ 2 უდრის 37-ს. უკვე შეგვიძლია შევკრიბოთ. ოთხს პლუს ნული არის ოთხი. ორს პლუს ერთი არის სამი. ოთხს პლუს შვიდი არის თერთმეტი. წავიღოთ ერთი ერთს პლუს სამი არის ოთხი. 4134. მოდით გავართულოთ. ვთქვათ, 796 გავამრავლოთ 58-ზე. პირველ რიგში, 8 გავამრავლოთ 796-ზე. შევნიშნოთ, რომ უკვე სამნიშნა რიცხვს ვამრავლებთ. 8 გავამრავლოთ 6-ზე არის 48 დავწეროთ ოთხი აქ. 8 გავამრავლოთ 9-ზე არის 72. პლუს 4 არის 76. 8 გავამრავლოთ 7-ზე არის 56. 56 პლუს 7 არის 63. -- დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოში სადმე შეცდომას დავუშვებ და თქვენი მიზანია ეს შეცდომა აღმოაჩინოთ თუ ეს ასე მოხდა -- კარგი, ახლა მზად ვართ შეგვიძლია ესენი მოვიშოროთ და გავამრავლოთ 5, რომელიც ათეულების თანრიგზე არის და სინამდვილეში არის 50. გავამრავლოთ 5 ამაზე რადგან ორმოცდაათია, აქ ნულს ვწერთ. 5 გავამრავლოთ 6-ზე არის 30. დავწეროთ ნული აქ, აქ კი სამი. 5 გავამრავლოთ 9-ზე არის 45. დავუმატოთ 3, არის 48. 5 გავამრავლოთ 7-ზე არის 35. პლუს 4 არის 39. ახლა მზად ვართ შევკრიბოთ. რვას პლუს ნული არის რვა, ექვსს პლუს ნული არის ექვსი, სამი პლუს რვა არის თერთმეტი, ერთს პლუს ექვსი არის შვიდი, შვიდს პლუს ცხრა არის თექვსმეტი და ერთს პლუს სამი არის ოთხი. ესე იგი, 796 გამრავლებული 58-ზე არის 46 168. ეს სწორი ჩანს, რადგან 796 თითქმის 800 არის. რაც თავისმხრივ თითქმის 1000-ია. 1000 რომ გაგვემრავლებინა 58-ზე, მივიღებდით 58 000-ს. ჩვენ 58-ს 1000-ზე ოდნავ პატარა რიცხვზე ვამრავლებთ, შესაბამისად, ვიღებთ 58 000-ზე უფრო მცირე რიცხვს. ესე იგი, ჩვენი მიღებული პასუხი როგორც მინიმუმ სწორი სიდიდისაა გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი. კიდევ უფრო გავართულებ. მოდით გამოვთვალოთ რას უდრის 523 გამრავლებული -- -- ამჯერად მეორე რიცხვიც სამნიშნა იყოს -- გამრავლებული 798-ზე. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია! თუმცა პროცესი ზუსტად იგივეა და როცა მიეჩვევით ამ პროცესს, შეგეძლებათ ნებისმიერი ზომის ორი რიცხვის ერთმანეთზე გამრავლება, დიდ რიცხვებზე მეტი დრო დაგჭირდებათ და მექანიკური შეცდომის შანსებიც გაიზრდება მაგრამ იდეა იგივეა. დავიწყოთ 8-ის გამრავლებით 523-ზე. 8 გავამრავლოთ 3-ზე არის 24, აქ დავწერთ 2-ს. 8 გამრავლებული 2-ზე არის 16, 16–ს პლუს 2 არის 18, დავწეროთ 1 აქ. 8 გამრავლებული 5-ზე არის 40, პლუს 1 არის 41. ესე იგი, 8 გამრავლებული 523-ზე არის 4184. დაგვრჩა 90-ზე და 700-ზე გამრავლება, მოდით ჯერ 90-ზე გავამრავლოთ. რადგან 90-ია, აქ ნული დავწეროთ. ცხრა არაა, 90-ია. ესენი კი წავშალოთ. 9 გავამრავლოთ 3-ზე არის 27, 9 გამრავლებული 2-ზე უდრის 18-ს. 18–ს პლუს 2 არის 20. 9 გამრავლებული 5-ზე არის 45. 45–ს პლუს 2 არის 47. -- ასე სქლად არ მინდა დაწერა -- ორმოცდაშვიდი. -- დავრწმუნდე რომ სწორია გადავხედოთ რაც გავაკეთეთ -- 9 გავამრავლოთ 3-ზე არის 27, დავწერეთ 7 და 2 აქ მივაწერეთ, 9 გავამრავლოთ 2-ზე არის 18, დავუმატეთ 2 და დავწერეთ 20, 0 დავწერეთ აქ, 2 კი ზემოთ. 9 გამრავლებული 5-ზე არის 45, პლუს 2 არის 47. უნდა შეამოწმოთ რომ უბრალო შეცდომა არ დაგიშვიათ. საბოლოოდ, გავამრავლეთ 7 რაც სინამდვილეში არის 700 გამრავლებული 523-ზე. როცა 8-ზე ვამრავლებდით პირდაპირ გავამრავლეთ, 90-ზე გამრავლებისას აქ 0 დავწერეთ, ახლა როცა ისეთ რაღაცას ვამრავლებთ რაც 100-ებშია, აქ ორი ნულის დაწერა მოგვიწევს. ასერომ გვაქვს შვიდი -- ეს წავშალოთ -- -- 7 გამრავლებული 3-ზე არის 21. აქ დავწეროთ 1. ორიანი აქ. 7 გამრავლებული 2-ზე არის 14, 14 პლუს ეს 2 არის 16. ერთიანს ვწერთ ზემოთ. 7 გამრავლებული 5-ზე არის 35, პლუს 1 არის 36. ახლა კი მზად ვართ შევკრიბოთ. -- იმედია შეცდომები არ დაგვიშვია -- ოთხს პლუს ნული პლუს ნული. მარტივია, არის 4. რვას პლუს შვიდი პლუს ნული არის 15, გადავიტანოთ 1. ერთს პლუს ერთი პლუს ერთი არის სამი, ოთხს პლუს შვიდი პლუს ექვსი ეს რამდენია? -- 4–ს პლუს 6 არის 10 -- ესე იგი, 17. შემდეგ, ერთს პლუს ოთხი არის ხუთი, ხუთს პლუს ექვსი არის თერთმეტი, გადავიტანოთ ერთი ერთს პლუს სამი არის ოთხი, ესე იგი, 523 გამრავლებული 798-ზე არის 417 354. შეგვიძლია შევამოწმოთ დასარწმუნებლად გადამწყვეტი მომენტია.. 523 გამრავლებული 798 გადამწყვეტი მომენტი.. (იმედია ვიდეოს ხელახლა ჩაწერა არ მომიწევს) პასუხი არის 417 354 ჩვენ კი ეს კალკულატორის გარეშე შევძელით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.