ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 2: ათწილადების გამრავლება- ათწილადების ნამრავლის მიახლოებითი შეფასება
- მიახლოებით შეფასება ათწილადების გამრავლებისას
- ათწილადების გამრავლება: შესავალი
- ათწილადების ვიზუალურად გამრავლება
- ათწილადების გამრავლება (ქვეშმიწერის გარეშე)
- ათწილადების გამრავლების სტრატეგიების შემუშავება
- ათწილადების გამრავლება: თანრიგი
- გაამრავლეთ ათწილადები, როგორიცაა 0.56x4
- გაამრავლეთ ათწილადები, როგორიცაა 0.6x0.4
- 2-ნიშნა ათწილადების გამრავლების სტრატეგიის შემუშავება
- გაამრავლეთ ათწილადები, როგორიცაა 1.7x0.12
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადების გამრავლება: შესავალი
სალი გვიხსნის ათწილადების გამრავლებას ასეთი მაგალითების დახმარებით: 9x0.6. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვნახოთ, თუ შეგვიძლია
გავამრავლოთ ცხრაჯერ 0,6. სხვაგვარად რომ ჩავწეროთ,
გვინდა ვიანგარიშოთ ცხრაჯერ 0,6. ჩვენ
გვინდა, გავარკიოთ, რას უდრის ეს. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო
და თქვენით სცადოთ გარკვევა. მცირე მინიშნებას მოგცემთ. 0,6 იგივეა, რაც 6 გაყოფილი ათზე. დავიწყეთ ექვსით,
რისი ჩაწერაც შეგვიძლია 6,0 სახით. მას თუ გავყოფთ ათზე, ათზე გაყოფა იგივეა, რაც
ათწილადის წერტილი გადატანა ერთი თანრიგით მარცხნივ. გამოდის, რომ
6 გაყოფილი ათზე არის 0,6. ათწილადის წეტილი გადაგვაქვს
ერთი თანრიგით მარცხნივ. ჩავთვლი, რომ
ამის გაკეთება თქვენითაც ცადეთ. გამოვიყენებ იმას, რაც უკვე ვიცით,
ამ გამრავლების შესასრულებლად. ცხრაჯერ 0,6 იგივეა,
რაც ცხრაჯერ 6 გაყოფილი ათზე. ამ გამოსახულებაში,
შეგვიძლია, ჯერ 6 გავყოთ ათზე, რა შემთხვევაშიც მივიღებთ 0,6-ს და
დავუბრუნდებით საწყის მაგალითს ან შეგვიძლია,
ჯერ 9 გავამრავლოთ ექვსზე. მოდით, 9 გავამრავლოთ ექვსზე,
რისი გამოანგარიშებაც ვიცით, შემდეგ გავყოთ
ათზე, რისი ანგარიშიც ასევე ვიცით, ეს არის ათწილადის წერტილის
თანრიგის გადანაცვლება. შეგვიძლია, დავწეროთ
ცხრაჯერ 6, რაც ტოლია 54-ის. ეს არის 54. ეს გამოსახულება რომ
მივიღოთ, უნდა გავყოთ ათზე. რა ხდება,
როცა რაიმეს ათზე ვყოფთ? -- წინა
ვიდეოში ვნახეთ, ასე რატომ ხდება -- ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ რას
ნიშნავს თვლის ათობითი სისტემა. თითოეული
ადგილი წარმოადგენს ათჯერ მეტს ვიდრე მის მარჯვნივ მდებარე
ციფრი ან თითოეულ ადგილი წარმოადგენს მის
მარცხენივ მდებარე რიცხვის 1/10-ს. მოკლედ,
54 გაყოფილი ათზე იქნება... დაიწყებთ 54-ით, დავსვამ
ნულს, რომ მქონდეს ათწილადი. გავყოთ ათზე, რაც
ნიშნავს ათწილადის წერტილის ერთი
თანრიგით მაცხნივ გადატანას. ეს იქნება 5,4-ის ტოლი. გასაგები უნდა იყოს თქვენთვის. ხუთჯერ 10 არის 50.
0,4 გამრავლებული ათზე არის 4. 54 გაყოფილი
ათზე არის 5,4-ის ტოლი. ეს უდრის 5,4-ს. ყურადღება
მიაქციეთ, ცხრაჯერ 6 არის 54. ცხრაჯერ 0,6 არის 5,4. შეიძლება,
რაღაც კანონზომიერება დაინახოთ. ათწილადის წერტილის მარჯვნივ
მაქვს მხოლოდ ერთი ციფრი. ვთქვათ, ყურადღება
არ მივაქციე ათწილადის წერტილს, უბრალოდ ვიტყვი, რომ
9 გავამრავლე ექვსზე და მივიღე 54. თუმცა, შემდეგ უნდა გავყო
ათზე, რომ მივიღო ათწილადი, რადგან ეს
არ იყო 6, ეს იყო 6 მეათედი. მოკლედ, ერთი ციფრი მაქვს
ათწილადის წერტილი მარჯვნივ. მინდა დაფიქრდეთ,
არის თუ არა ეს ძირითადი წესი. შეგვიძლია, დავითვალოთ
ციფრების რაოდენობა ათწილადის წერტილის მარჯვნივ და
შემდეგ, ჩვენ ნამრავლს ექნება იგივე რაოდენობის ციფრი
ათწილადის წერტილის მარჯვნივ? დაგაცდით, რომ ამაზე იფიქროთ.