ძირითადი მასალა
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 4: ათწილადების გაყოფა- ათწილადების განაყოფის მიახლოებითი შეფასება
- მიახლოებით შეფასება ათწილადების გაყოფისას
- გაყოფის სტრატეგიები ათწილადი განაყოფებისთვის
- ათწილადების გაყოფა ვიზუალურად
- ათწილადების გაყოფა
- მთელი რიცხვის გაყოფა ათწილადის მისაღებად
- ათწილადის მისაღებად, გაყავით მთელი რიცხვები, როგორებიცაა 7÷5
- ათწილადის მისაღებად, გაყავით მთელი რიცხვები, როგორებიცაა 63÷12
- მრავალნიშნა გაყოფის სტრატეგიები ათწილადებისთვის
- გაყავით ათწილადები, როგორიცაა 1.86÷2
- გაყავით ათწილადები, როგორიცაა 16.8÷40, 10-ის ფრჩხილებს გარეთ გატანით
- ათწილადების მისაღებად, გაყავით მთელი რიცხვები, როგორებიცაა 80÷200
- მეათედებად დაყოფის სტრატეგიები
- გაყავით ათწილადები, როგორებიცაა 0.72÷0.08
- გაყავით ათწილადები და მთელი რიცხვები 0.1-ზე ან 0.01-ზე
- გაყავით ათწილადები, როგორიცაა 1.32÷0.12
© 2024 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მთელი რიცხვის გაყოფა ათწილადის მისაღებად
სალი ყოფს 63÷35. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ავიღოთ 63 და გავყოთ ის ოცდათხუთმეტზე. პირველად რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ 35 არ მოთავსდება ექვსში. ის მოთავსდება სამოცდასამში. მოთავსდება სამოცდასამში ერთხელ, რადგან ორჯერ 35 არის 70. ეს ძალიან ბევრია. მოთავსდება ერთხელ. მოდით, დავწერ ამას. ერთჯერ 35 არის 35. შემდეგ თუ უნდა გამოვაკლოთ შეგვიძლია, გადავაჯგუფოთ აქ, შეგვიძლია, ავიღოთ 10 სამოციდან, გახდება 50 10 დავუმატოთ სამს, ეს გახდება 13. ცამეტს გამოკლებული 5 არის 8. ხუთს გამოკლებული 3 არის 2. შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ, 63 გაყოფილი 35-ზე მოდით, ჩავწერ ამას. შეგიძლიათ, თქვათ, 63 გაყოფილი ოცდათხუთმეტზე არის ერთის ტოლი და ნაშთია 28. 1 და ნაშთი 28. მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. ვიცით, რომ სწორი პასუხი იქნება 1 მთელი რაღაც, რაღაც, რაღაც. რაც მჭირდება, არის გაყოფის გაგრძელება. მინდა, ეს მთლიანად გავყო და ვნახო, რა ტიპის ათწილადს მივიღებ სინამდვილეში. ამის გასაკეთებლად, არსებითად მჭირდება ათწილადის დამატება აქ და ქვემოთ ჩამოტანა ათწილადის თანრიგის მარჯვნივ. 63 ზუსტად იგივეა, რაც 63,0. შემიძლია, იმდენი 0 დავამატო რამდენის დამატებაც აქ მინდა. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა დავრწმუნდეთ რომ ეს ათწილადი აი, აქ, და ახლა შეგვიძლია ეს 0 ქვემოთ ჩამოვიტანოთ ათეულების ადგილიდან აი, აქ. ჩამოვიტანოთ 0 და ვიკითხოთ, რამდეჯერ მოთავსდება 35 ორას ოთხმოცში? და როგორც ყოველთვის, ეს არის ხელოვნება, როცა თქვენ ყოფთ ორნიშნა რიცხვს სამნიშნა რიცხვზე. ვნახოთ, ეს ნამდვილად უნდა იყოს-- როგორ ვთქვა-- ე.ი. ორმოცი მოთავსდება ორას ოთხმოცში შვიდჯერ. 30 მოთავსდება ორას ოთხმოცში ცხრაჯერ. ეს იქნება შვიდსა და ცხრას შორის, ვცადოთ 8. ვნახოთ ოცდათხუთმეტჯერ 8 რა არის. 35 გამრავლებული რვაზე. ხუთჯერ 8 არის 40, სამჯერ 8 არის 24, დამატებული 4 არის 28. სინამდვილეში ეს კარგად გამოვიდა. გამოდის, რომ 35 მოთავსდება ორას ოთხმოცში ზუსტად რვაჯერ. რვაჯერ 5, უკვე გამოვიანგარიშეთ. რვაჯერ 35 არის ზუსტად 280, და არანაირი ნაშთი აღარ გვაქვს. აღარ გვჭირდება მეტი 0 ჩამოვიტანოთ ახლა ზუსტად ვიცით, რომ 63 გაყოფილი 35-ზე არის ტოლი ზუტსად 1,8-ის.