ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 11: ათწილადების გადაჯგუფება- მთელი რიცხვების გადაჯგუფება: 675
- მთელი რიცხვების გადაჯგუფება: 76,830
- მთელი რიცხვების გადაჯგუფება: 430
- მთელი რიცხვების გადაჯგუფება
- ათწილადების დაჯგუფება: 21.3
- ათწილადების დაჯგუფება: 86.93
- ათწილადების დაჯგუფება: 0.25
- ათწილადების გადაჯგუფება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადების დაჯგუფება: 21.3
სალი დააჯგუფებს 21.3-ს სხვადასხვა შეკრების მაგალითების სახით. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მინდა, დავფიქრდეთ ყველა განსხვავებულ გზაზე რითიც შეგვიძლია, წარმოვადგინოთ თანრიგი რიცხვში 21,3. ერთი გზაა: უბრალოდ პირდაპირ ავხედოთ ციფრების პოზიციურ მნიშვნელობას. ეს 2 არის ათეულების ადგილზე, ანუ, ის პირდაპირ გამოსახავს 2 ათეულს. ეს არის ტოლი 20, 2 გამრავლებული 10-ზე. ეს პირდაპირ ტოლია 1-ის. ეს არის 1 ერთეული. შემდეგ ეს 3 არის 3/10 ანუ, დამატებული 3/10. ახლა მინდა გადავანაცვლო ან გადავაჯგუფო ამ ადგილების მნიშვნელობები. მაგალითად, შემეძლო ამეღო 1 ერთეულების ადგილიდან და დავამატო ის მეათედების ადგილს. ვნახოთ ეს როგორ გამოვა. ვაპირებთ ავიღოთ 1 ერთეულების ადგილიდან, და ეს გახდება 0. და ვაპირებთ დავუმატოთ ეს მეათედის ადგილს. რასაც დავინახავთ არის ის, რომ ეს გადააქცევს ათეულების ადგილს 13/10-ად. ეს სწორი იქნება, რომ ავიღო 1 აქედან და ეს 10 დავამატოთ მეათედების ადგილს? მოდით, გადავიწეროთ, რას წარმოადგენს ეს. ისევ გვაქვს 2 ათეული. გამოდის, ისევ იქნება 2 ათეული. ახლა გვაქვს პლუს 0 ერთეული. არსებითად გვინდა, დავწეროთ, რომ 1 რომელიც ავიღეთ ერთეულების ადგილიდან მეათედების წილადში გადაგვაქვს. თუ უნდა დაგვეწერა ეს მეათედების წილადში იქნება 10/10-ს დამატებული
3/10, რაც უკვე გვაქვს აქ. გამოდის, ეს იქნება ტოლი 13/10-ის. მოდით ჩავწერ. ეს არის 20-ის ტოლი. ეს არის ტოლი 20-ს დამატებული 0 ერთეულის, ანუ, 2 ათეულს დამატებული 0 ერთეული დამატებული 13/10. მოდით, გავაკეთოთ სხვა მაგალითი
ისევ იმავე რიცხვზე. კიდევ ერთხელ, 21,3. გადმოვწერ ისევ. ეს არის ტოლი 20-ს დამატებული 1-ის. ამას გავაკეთებთ იასამნიშფერი ფერით. დამატებული 1 დამატებული 3/10, დამატებული 3 შეფარდებული 10-ზე. ახლა შემიძლია, ავიღო 1 ათეულების ადგილიდან ეს გახდება უბრალოდ 1. რა ვუყო ახლა ამ 10-ს? მოდით ვთქვათ ამ 10-დან ცხრას დავუმატებ ერთეულების ადგილს. ამ ცხრას დავამატებ ერთეულების ადგილზე და ეს გახდება 10. კიდევ მაქვს 1 დარჩენილი, და ამას დავამატებ მეათედების ადგილს და ეს გახდება 13/10. რა გავაკეთე ახლა მე? შემიძლია თავიდან დავწერო ეს. წავშლი რაც გავაკეთე. ეს იგივეა, რაც ერთს დამატებული 9. მოდით, ამ გზით ჩავწერ. 1-ს დამატებული 9 დამატებული 1. ეს აშკარად იგივეა-- 10 დამატებული 9 დამატებული 1 იგივეა, რაც 20. რა თქმა უნდა, გვაქვს რაც გვაქვს ჩვენი ერთეულების ადგილზე, დამატებული 1 დამატებული 3/10. რაც მინდა, რომ გავაკეთო არის რომ მინდა ავიღო ეს 9, 9 რომელიც მე ავიღე ათეულების ადგილიდან და დამავატე ერთეულების ადგილზე. ვაპირებ, ავიღო ეს 1, რაც ავიღე ათეულების ადგილიდან და დავამატო ის მეათედის ადგილს. გამოდის, 1 არის იგივე რამ, რაც 10/10. და როცა გადააჯგუფებთ ამ მნიშვნელობას, მიიღებთ ამას, როგორც ტოლს 10-ს დამატებული-- 9-ს დამატებული 1 არის 10, და შემდეგ 10/10 დამატებული 3/10 არის 13/10 სულ ეს არის, რაც მოხდა აქ. შევცვალე მნიშვნელობები თანრიგში. ავიღე 1 ათეული, მქონდა 2 ათეული. ახლა დამრჩა მხოლოდ 1 ათეული. და ეს დამატებითი 10 თანრიგიდან, გადავაჯგუფე. გავეცი 9 ერთეულების ადგილზე. 1 დამატებული 9 არის 10. შემდეგ გავეცი 1 მეათედების ადგილას. 1 დამატებული 3/10 არის იგივე რაც 13/10.