If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადის 10-ის ხარისხზე გამრავლება

ისწავლეთ 0.44-ის 100-ზე გამრავლება 10-ის ხარისხების მეშვეობით. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თუ ერთი საფოსტო მარკა 0.44 ლარი ღირს, რა ეღირება 1000 მარკიანი შეკვრა? ამის გაგების ორი ხერხი არსებობს, ახლა ორივეს განვიხილავთ, რათა ნახოთ, როგორ მუშაობს ორივე. ერთი ,შედარებით მოკლე გზაა, მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ იგებთ, როგორ მუშაობს ის. შემდეგ კი შევამოწმოთ, ვიღებთ თუ არა სწორ პასუხს მისი მეშვეობით. ათწილადების გამრავლების ტრადიციული მეთოდი გამოვიყენოთ. ვიწყებთ $0.44-ით. ჩავწეროთ 0,44. ეს ერთი მარკის ფასია, აღვნიშნოთ - 1 მარკა. რა ეღირება 10 მარკა? თუ 1 მარკის ღირებულებაა $0.44 მაშინ 10 მარკის იქნება... ჩვენ შეგვიძლია მძიმე უბრალოდ მარჯვნივ გადავიტანოთ, ახლა ეს წინ დაწერილი ნული არაფერს ცვლის, შეგვიძლია მოვაცილოთ და მივიღებთ- $4.4-ს. უფრო გასაგები იქნება, თუ დავწერთ $4.40-ს. რას მივიღებთ ასი მარკის შემთხვევაში? იგივე ლოგიკით განვაგრძოთ ამოხსნა, ახლა ათჯერ მეტ რაოდენობას ვიღებთ, და შესაბამისად, მძიმე კიდევ ერთი ადგილით უნდა გადაავაადგილოთ. გამოდის, 100 მარკის ღირებულება იქნება $44 . თუ ერთი მარკის ფასი ლარის ორმოცდაოთხი მეასედი ნაწილია, მაშინ ასი მარკის იქნება 44 მეასედი ასი ლარისა, ან $44 , როგორც ხედავთ ჩვენ გადავაადგილეთ მძიმე ერთი თანრიგით. თუ ავიღებთ 1000 მარკას, ჩვენ კიდევ ერთი თანრიგით მარჯვნივ გადავითანთ მძიმეს. ათწილადის წერილის მარჯვნივ გადატანა 10-ზე გამრავლების ტოლფასია. ახლა, 440$ გვექნება. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი ნული ჩავამატოთ, ცხადი რომ იყოს, რომ თეთრები არ გვაქვს. თუ გინდათ რომ სწარაფად გააკეთოთ, შეგიძლიათ დაიწყოთ $0.44–ით შეხედეთ,არ ვამრავლებ არც 10 ზე. არც 100 ზე ვამრავლებ 1000 ზე. მოგიწევთ კიდევ ერთი ნული ჩასვათ აქ. თქვენ უნდა გადაადგილოთ მძიმე აქედან აქ. თქვენ, რეალურად, ეს გადაამრავლეთ ათჯერ ათჯერ ათზე, ანუ, გაამრავლეთ ათასზე. ასე რომ, ვიღებთ $440-ს. ახლა, უბრალოდ დავრწმუნდეთ, რომ იგივე შედეგს ვიღებთ ტრადიციული გზით გამრავლებისასაც. თუ თქვენ გსურთ 0.44 გაამრავლოთ ათასზე, უნდა დავიწყოთ ასე. 4 გამრავლებული 0-ზე არის 0. 4 გამრავლებული 0 ზე არის 0. 4 გამრავლებული 0 ზე არის 0. 4 გამრავლებული 1 ზე არის 4 შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იგივეა, რაც ათასზე გამრავლება. თუ აქ კიდევ ერთი ადგილით წანაცვლება გვსურს, ნული უნდა დავამატოთ. 4 გამრავლებული 0 ზე არის 0. 4 გამრავლებული 0 ზე არის 0 4 გამრავლებული 0 ზე არის 0. 4 გამრავლებული 1 ზე არის 4. ანუ, უბრალოდ 4 გავამრავლოთ ათასზე, რაც 4000-ს უდრის. ახლა ნულს აღარ ვამატებთ, რადგან მარცხნივ მოგვიწია გადაადგილება. ჩვენ უგულებელვყოფდით მძიმეს, და უბრალოდ 1000-ს ვამრავლებდით 44-ზე. გავამრავლეთ 1000-ჯერ 44. მივიღეთ: 0+0=0. 0+0=0. 0+0=0. 4+0=4, 4+0=4. მძიმის უგულებელყოფა ბევრს ცვლის. რადგან ათასი გამრავლებული 4 ზე არის 4000 და ათასი გამრავლებული 40-ზე 40 000. ჩვენ ვიღებთ 44 000-ს. მაგრამ, ეს ხომ არ არის 44. ეს 44/100-ია. ამ ორ რიცხვს შორის, მძიმის შემდეგ ჩვენ კიდევ ორი რიცხვი გვაქვს. ასე რომ, პასუხშიც უნდა გვქონდეს მძიმე, ისე რომ მას ორი რიცხვი მოყვებოდეს. ერთი, ორი. მაშ ასე, ჩვენ მივიღეთ რომ ათასი მარკა $440.00 ღირს.