If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადები, როგორც გაყოფა 10-ის ხარისხებზე

ისწავლეთ 10-ზე, 100-სა და 1000-ზე გაყოფა 10-ის ხარისხების მეშვეობით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აქ დაწერილია ექვსი განსხვავებული წილადი. მინდა ვიდეო შეაჩეროთ და თითოეული წილადის ათწილადად გადაწერა სცადოთ. ვვარაუდობ რომ უკვე სცადეთ. მოდით თითოეული განვიხილოთ. ვიცით, რომ ვთქვათ, 34 მეათედი, ანუ 34 გაყოფილი ათზე, ამისი ინტერპრეტირება შეიძლება როგორც 34 გაყოფილი ათზე. ვიწყებთ 34-ით, წერტილს დავსვამ იმის ხაზგასასმელად რომ ეს ათწილადია. შეგვიძლია ნულებიც მივუწეროთ. თუ ათზე გავყოფთ, წერტილი ერთი ნიშნით მარცხნივ უნდა გადავწიოთ. სასურველია ყოველთვის შეამოწმოთ. თუ დაგავიწყდათ საით უნდა გადაწიოთ წერტილი, აუცილებლად შეამოწმეთ. თუ ვყოფთ ათზე, მაშინ უფრო მცირე რიცხვი უნდა მივიღოთ. ცხადია, ჯგუფებად დაყოფისასაც უფრო მცირე მნიშვნელობებად ვყოფთ. ესეიგი, როდესაც წერტილი გადაგვაქვს მარცხნივ, ვიღებთ უფრო მცირე რიცხვს. 34 გადაკეთდება როგორც 3.4. ლოგიკურია. 3.4 რომ გავამრავლოთ ათზე, მაშინ წერტილის მარჯვნივ გადაწევა მოგვიწევს და მივიღებთ 34-ს. ახლა ამას დავუფიქრდეთ. ეს არის 3.4. ახლა დავუკვირდეთ შვიდ მეათედს. აქაც იმავე იდეას ვხვდებით. ეს არის შვიდი გაყოფილი ათზე, ეს წილადის ხაზი შეგვიძლია გაყოფის ნიშნად აღვიქვად, მაშინ ეს წაიკითხება როგორც შვიდი გაყოფილი ათზე. როცა ვყოფთ ათზე, წერტილი გადაგაქვს ერთით მარცხნივ. მივიღებთ .7-ს, რომელიც უფრო ცხადი სახით ჩაიწერება როგორც 0.7. ზოგჯერ სიფრთხილე გვმართებს და უმჯობესია ნულიც დავწეროთ. მივიღეთ შვიდი მეათედი, ანუ შვიდი გაყოფილი ათზე ჩაიწერება როგორც 0.7. ახლა 53 მეასედი ვცადოთ. დავიწყოთ 53-ით. ეს უნდა აღვიქვათ, როგორც 53 გაყოფილი 100-ზე. იგულისხმება რომ ეს ათწილადის ნიშანია. თუ ვყოფთ 100-ზე, ეს იგივეა რაც ათზე გაყოფა ორჯერ. ვყოფთ ათზე და ისევ ვყოფთ ათზე. ჯერ გამოვა ათზე გაყოფა, შემდეგ კი 100-ზე. ათწილადის ნიშანი აღმოჩნდება აქ. მივიღებთ 0.53-ს. ახლა ამას მივხედოთ: ორი გაყოფილი 100-ზე. ისევ, ეს შეგვიძლია გადავწეროთ, როგორც ორის შეფარდება 100-თან, ორი მეასედი იგივეა, რაც ორი გაყოფილი 100-ზე. ვიწყებთ ორით, ათწილადის ნიშანს ვსვამთ აქ. გავყოფთ ათზე და ასე მოვიქცევით სულ ორჯერ. ერთხელ ათზე გაყოფით მივიღებთ ორ მეათედს. ამით წერტილი აქ აღმოჩნდება. ისევ ვყოფთ ათზე. შეიძლება იფიქროთ: რადგან აქ არაფერია, თავისუფლად შეგვიძლია ნული დავწეროთ. საბოლოოდ წერტილის გადაწევა მარცხნივ გამოგვივა ორჯერ. ყოველთვის როცა ათწილადის ნიშანი მარცხნივ გადაგვაქვს, ვასრულებთ ათზე გაყოფას. ათზე ორჯერ გაყოფა იგივეა, რაც 100-ზე გაყოფა. რადგან ათჯერ ათი უდრის 100-ს. ეს იქნება 0.02. უკვე ვნახეთ, რომ თუ ამისი წაკითხვა გვინდა, ორიანი არის მეასედების თანრიგში, ეს წაიკითხება როგორც ორი მეასედი, ამას აქაც ვხედავთ. წარმოვადგინეთ როგორც ორი მეასედი. ახლა გადავიდეთ 1098 გაყოფილი ასზე. იდეა იგივეა. 1098 მეასედი იგივეა, რაც 1098 გაყოფილი 100-ზე. შეგვიძლია 1098-ით დავიწყოთ. ათწილადის ნიშანი აქაა, მაგრამ უნდა გადავწიოთ ორი ნიშნით მარცხნივ. ერთი, ორი, რადგან ვყოფთ ასზე. მივიღებთ 10.98-ს. ყოველთვის შეამოწმეთ, ნახეთ ყველაფერი წესრიგშია თუ არა ასზე გაყოფით გაცილებით მცირე რიცხვი მივიღეთ. 9967 გავყოთ 1000-ზე. 9967-ის ათწილადის ნიშანი აქაა. 1000 უდრის ათჯერ ათჯერ ათს. როდესაც 1000-ზე ვყოფთ, სამჯერ ვყოფთ ათზე. გავყოთ ათზე ერთხელ, მეორედ, მესამედ. მივიღებთ 9.967-ს. სხვანაირად 9967 მეათასედის ჩაწერა შეიძლება, როგორც 9.967. რაც იგივეა, რაც ცხრა მთელი 967 მეათასედი. შეგვიძლია ასევე გავყოთ 9000 პლუს 967. 9000 მეათასედი უდრის ცხრას და დაგვრჩება 967 მეათასედი.