ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 9: 10-ის ხარისხებზე გამრავლება და გაყოფა- მაჩვენებლებისა და 10-ის ხარისხების კანონზომიერებები
- ათწილადის 10-ის ხარისხზე გამრავლება
- ათწილადის 10-ის ხარისხზე გაყოფა
- ათწილადის 10-ის ხარისხზე გაყოფა: კანონზომიერება
- 10-ის ხარისხებზე გამრავლება-გაყოფა
- რას ნიშნავს მძიმის გადატანა
- წილადები, როგორც გაყოფა 10-ის ხარისხებზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადის 10-ის ხარისხზე გაყოფა: კანონზომიერება
აღმოაჩინეთ კანონზომიერებები 10-ის ხარისხზე გაყოფისას. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ბოლო ვიდეოში 99.061 გავყავით 100-ზე,
და ეს ქვეშმიწერით გავაკეთეთ. ამ ვიდეოში, მინდა უმოკლესი მეთოდი
გაჩვენოთ, რადგან ჩვენ რიცხვს ათის ხარისხზე ვყოფთ. თუ მე მაქვს 99.061 და თუ მას
ათის ხარისხზე ვამრავლებ, მე რიცხვს გავადიდებ. ნებისმიერ დროს, როცა რიცხვს ათზე ვამრავლებ,
მძიმე ერთი ადგილით მარჯვნივ გადაინაცვლებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 99.061-ჯერ
10 ტოლი იქნება 990.61–ის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უბრალოდ გადავაადგილეთ
მძიმე ერთი თანრიგით მარჯვნივ. და თუ --- უბრალოდ ფერს
შევცვლი... 99.061 10–ზე უნდა გავყოთ მძიმეს მარცხნივ გადავიტანთ. და მივიღებთ 9.9061-ს. და როცა რიცხვს ასზე ვყოფთ, ჩვენ მას
თითქოს ორჯერ ვყოფთ ათზე. ანუ, ორით გადავაადგილებთ მარცხნივ. გამოდის, თუ ვიწყებთ 99.061-ის
ასზე გაყოფით, ---მოდი ასე ჩავწერ. ჩვენ უკვე ჩავწერეთ ამოცანა. თუ ჩვენ გვინდა მისი 100-ზე
გაყოფა, მარცხნივ ერთით გადაადგილებისას, გავყოფთ მას ათზე, ხოლო
მეორედ გადაადგილებისას (ისევ მარცხნივ) გავყოფთ ათზე, ასე რომ, 99.061-ის ასზე გაყოფით
0.99061-ს მივიღებთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა გადავანაცვლოთ მძიმე
ორი თანრიგით მარცხნივ. კარგი იქნება აქ ნულის ჩასმა, რადგან ეს რიცხვს
უფრო ადვილად აღსაქმელს გახდის.