If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადის გაშლილიდან სტანდარტულ ფორმაში გადაყვანა

ისწავლეთ (4x1,000,000)+(3x1000)+(67x1/1000)–ის სტანდარტული ფორმით ჩაწერა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მინდა, დავწერო ეს გამოსახულება ათწილადის სახით. პირველი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვება თქვენ გონებაში არის: ვამრავლებ მე ოთხჯერ ათასს, შემდეგ ვამატებთ სამს, შემდეგ ვამრავლებ ათასზე, შემდეგ ვამატებ 67-ს, შემდეგ ვამრავლებ 1/1000-ზე? თუ პირველად გამრავლებას ვასრულებ? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს მოქმედებების თანმიმდევრობის შესახებ. თუ გაქვთ ბევრი გამრავლება და შეკრება მიყოლებით, ამის მსგავსად, პირველად გამრავლებას შეასრულებთ. ფრჩხილებს დავსვამ აქ, რომ გაგვახსენდეს ამის შესახებ. გავარკვიოთ, ფრჩხილებში მოცემული გამოსახულებები რას წარმოადგენენ. რამდენია ოთხჯერ 1 მილიონი? ეს არის 4 მილიონი. რამდენია სამჯერ 1000? ეს არის 3000. რამდენია 67-ჯერ 1/1000? უამრავი გზა არსებობს ამაზე დასაფიქრებლად. მოდით, ჩამოვწერ ყველას აქ. ყველაზე აშკარა რამეს დავწერ, აი, აქ: 67-ჯერ 1/1000 არის 67/1000. შეგვიძლია ეს წარმოვადგინოთ, როგორც 67 მეათასედი. ან წარმოვადგინოთ, როგორც 60/1000-ს დამატებული 7/1000. რამდენია 60/1000? 60/1000 არის 6/100. -- ჩავსვამ განსხვავებული ფერით -- 6/100, 7/1000. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ, შეხედოთ ამას, როგორც 67/1000, ან შეხედოთ ამას, როგორც 6/100 და 7/1000. ნებისმიერი გზით, შევკრიბოთ ესენი. მოკლედ, გვაქვს 4 მილიონი. 4 მილიონის ადგილას, სინამდვილეში, წარმოადგენს ოთხ მილიონს. ჩვენ არ გვაქვს ასი ათასეული, არ გვაქვს ათი ათასეული, მაგამ გვაქვს სამი ათასეული. მოკლედ, სამი არის ათასეულების ადგილას. დავსვათ მძიმე აქ, რომ შევძლოთ თვალი ვადევნოთ ამათ. ჩვენ არ გვაქვს ასულები, არ გვაქვს ათეულები, არ გვაქვს ერთეულები, არ გვაქვს არცერთი მეათედი, მაგრამ გვაქვს რაღაც მეასედი, ჩვენ გვაქვს ექვსი მეასედი. გვაქვს რაღაც მეათასედი. გვაქვს შვიდი მეათასედი. ასე რომ, ჩავსვამ შვიდს მეათასედში, მეათასედის ადგილას. ეს შეგვიძლია, წავიკითხოთ ასე: 4 მილიონი, 3 ათასი, 6 მეასედი და 7 მეათასედი. ან შეგვიძლია, წავიკითხოთ ასე: ოთხი მილიონ სამასი ათასი მთელი და 67 მეათასედი. 67/1000.