ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 4: ათწილადების შედარება- ათწილადების შედარება: 9.97 და 9.798
- ათწილადების შედარება: 156.378 და 156.348
- შეადარეთ ათწილადები მეათასედებით
- გამოწვევა ათწილადების შედარებაზე
- ათწილადების დალაგება 1
- ათწილადების დალაგება 2
- ათწილადების დალაგება
- ამოცანები ათწილადების შედარებაზე
- ამოცანები ათწილადების შედარებაზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადების შედარება: 9.97 და 9.798
სალი ადარებს 9.97-სა და 9.798-ს თანრიგების გამოყენებით. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით, შევადაროთ 9,97 9,798-ს. რომ გავარკვიოთ, რომელია უფრო მეტი, მინდა დავიწყო უდიდესი ციფრის მნიშვნელობით და გავაგრძელო უფრო პატარა ერთეულებისკენ სანამ განსხვავებას არ დავინახავთ. ორივეს აქვს 9 ერთეული. მხოლოდ ერთეულების ადგილით მაინც ჩანან ისინი ტოლი. გადავიდეთ მეათედების ადგილზე. მარცხენა რიცხვს აქვს 9 მეათედების ადგილზე, მარჯვენა რიცხვს აქვს 7 მეათედების ადგილზე. ახლა, შეგვიძლია, შევხედოთ-- მოდით, უბრალოდ დავწეროთ მთლიანად ციფრები. ეს არის ცხრას დამატებული 9/10. ჯერ არ მივსულვართ მეასედების ადგილთან. ორნიშნა რიცხვიდან, ორი სიდიდე, რაც ვნახეთ, ეს მარჯვენა არის 9-ს დამატებული 7/10. ეს მაშინვე მიმანიშნებს, რომ მარცხენა რიცხვი მეტია. იკითხავთ, როგორ გავიგებ ასე უცებ რომ ეს რიცხვი მეტია? მაქვს ყველა ეს რაღაც მარჯვნივ. მაქვს 98 მარჯვნივ. მაქვს 7 მარჯვნივ. არ აქვს მნიშვნელობა, რა გაქვთ, თუ თქვენ გაზრდით ამ ხელ-მარჯვნივ მხარეს იმდენით, რამდენითაც შესაძლებელია, მაინც
ნაკლები გექნებათ 9,8-ზე. სინამდვილეში, თუ გააგრძელებთ
მეათასედების გაზრდას აქ, 9,798-დან გადახვალთ 9,799-ზე და 9,8-ზე. შენ დაგჭირდება გაზრდა რომ მიხვიდე 9,8-მდე. ეს არის 9,9-სთან. შეგიძლიათ, უბრალოდ შეხედოთ განსხვავებას უდიდესი მნიშვნელობის ადგილზე რომ მიხვდეთ რომელი რიცხვია მეტი. ამას აქვს 9/10. ამას აქვს 7/10. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება მეასედების და მეათასედების ადგილებზე. ეს ნათელი რომ გავხადოთ, მოდით,
შევკრიბოთ ეს რიცხვები და შევადაროთ ერთმანეთს როგორც წილადები. გაქვთ 7/100. აქ გაქვთ 9/100. ბოლოს, გაქვთ 0/1000. და აქ, გაქვთ 8/1000. დამატებული 8/1000. გადავიყვანოთ ყველაფერი მეათასედებში რომ შეგვეძლოს ყველა მათგანის შეკრება და გვაქვს ორი წილადი მეათასედი, ან რაღაცები მეათასედებში. 9 არის იგივე, რაც 9000/1000. 9/10-- მოდით, ვნახოთ. თუ გაამრავლეთ ის 10-ზე, მიიღებთ 90/100. გაამრავლეთ 10-ზე ისევ, მიიღებთ 900/1000. 7/100 გამრავლებული 10-ზე არის 70/1000. 9 არის 9000/1000, დამატებული 700/1000 დამატებული 90/1000-- უბრალოდ
გაამრავლეთ მრიცხველი და მნიშვნელი 10-ზე-- დამატებული 8/1000. რა არის ეს რიცხვი მარცხნივ? ეს რიცხვი მარცხნივ არის-- რამდენი
მეათასედი არის ეს? ეს არის 9970. ეს არის 9970/1000, როცა ეს რიცხვი მარჯვნივ არის 9798/1000. კიდევ ერთხელ, ერთმანეთს ადარებთ ორ რიცხვს. მათ აქვთ ერთნაირი რაოდენობის მეათასედები. ამას აქვს 900. ამას მხოლოდ 700. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის
თითქმის 800, 800 მაინც ნაკლებია 900-ზე. მნიშვნელობა არ აქვს როგორ იფიქრებთ მასზე,
რიცხვი მარცხენა მხარეს მეტია ვიდრე რიცხვი მარჯვენა მხარეს.