If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:49

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამ ფიგურის მოცულობის გამოთვლა რამდენიმე ზომა მოცემული გვაქვს: როგორც ვხედავთ, ეს მხარე არის 2 სანტიმეტრი ეს – 7 სმ, ეს 12 სმ, ეს 5 სმ და ეს 3 სმ. როგორც ყოველთვის, ჯერ მინდა, რომ დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ გამოთვლა. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ მე ვაპირებ ამის ორ მართკუთხა პრიზმად გაყოფას. ამის ორ მართკუთხა პრიზმად გაყოფა ყველაზე გონივრული იქნება. მე ეს წარმომიდგენია ერთ ასეთ პრიზმად: სიგანი 3 სმ, სიმაღლე 5 და სიგრძე7 სმ. ეს გამჭვირვალე რომ იყოს, დაინახავდით, რომ მთლიანად ფიგურა ასე გამოიყურება. ჩავწეროთ: განი სამი სმ, სიგრძე შვიდი სმ (ანუ, ეს ორი სირგძე ტოლია) განი გამრავლებული სიგრძეზე და გამრავლებული სიმაღლეზე, რომელიც ხუთი სმ არის ჯამში გვაქვს: სამჯერ შვიდი არის 21, გამრავლებული კიდევ ხუთზე არის .. 20–ჯერ ხუთი არის 100, ერთხელ ხუთი არის ხუთი, ანუ 105; 105 კუბური სანტიმეტრი კუბური იმიტომ, რომ სანტიმეტრს სამჯერ ვამრავლებთ. გამოვიდა, რომ ამ ლურჯი მართკუთხა პრიზმის მოცულობა 105 კუბური სანტიმეტრია. ახლა შეგვიძლია ცალკე გამოვთვალოთ ფიგურის ფართობი, რომელსაც ჟოლოსფრად მოვნიშნავ. კვლავ, გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, აი ამ ნაწილსაც დაინახავდით. ახლა, რა ზომები აქვს ამ ფიგურას? ვიცით, რომ მისი სიმაღლეა ორი სანტიმეტრი ვიცით, რომ ეს ზომა, მისი სიგრძე, არის შვიდი სანტიმეტრი მაგრამ, რისი ტოლია ეს ნაწილი? ეს ნაწილი, ანუ ფიგურის განი. ვნახოთ: მთლიანად ამ გვერდის სიგრძე არის 12 სანტიმეტრი და ვიცით, რომ აქედან აქამდე არის სამი სმ ანუ ეს ნაწილი უნდა იყოს ცხრა სანტიმეტრი ანუ, ამ ჟოლოსფერი ფიგურის მოცულობა უნდა იყოს ცხრა სანტიმეტრი გამრავლებული შვიდ სმ–ზე გამრავლებული სიმაღლეზე, ანუ ორ სანტიმეტრზე რაც უდრის: ცხრაჯერ შვიდი არის 63, 63–ჯერ ორი კი არის... 60–ჯერ ორი არის 120 პლუს სამჯერ ორი არის ექვსი ანუ, 126 კუბური სანტიმეტრი. მთლიანი ფიგურის მოცულობა კი იქნება ჟოლოსფერი ფიგურის მოცულობას ანუ, 126 კუბურ სანტიმეტრს დამატებული ლურჯი ფიგურის მოცულობა, ანუ 105 კუბური სანტიმეტრი. შევკრიბოთ: ექვსს პლუს ხუთი არის 11, ერთს პლუს ორი სამია, ანუ ერთ ათეულს პლუს ორი ათეული არის სამი ათეული. ერთ ასეულს დამატებული ერთი ასეული არის ორი ასეული. ანუ, ჩვენი პასუხია: მთლიანი ფიგურის მოცულობა არის 231 კუბური სანტიმეტრი.