If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:19

მოცულობა კუბურ ერთეულებში, ფიგურის დაშლით

ვიდეოს აღწერა

ეს არის ერთი და იგივე ფიგურის ორი სურათი. ეს არის ფიგურის წინა ხედი. ეს კიდევ ფიგურის უკანა ხედი. კუბური ერთეული კი ასე გამოიყურება. მე მინდა გავიგო ამ ფიგურის მოცულობა, კუბურ ერთეულებში, ან კუბებში. გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენით იფიქროთ ამაზე, სანამ ერთად გავაკეთებთ. კარგით, ძალიან ბევრი ხერხია, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მოცულობის გამოთვლა. ყოველი ხერხი ამ ფიგურას სხვადასხვანაირ ნაწილებად შლის. იმ ხერხით, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ, ფიგურას ამ ორ ნაწილად ვშლით. ასეთ ფიგურებს მართკუთხა პრიზმები ჰქვიათ. თუ ხედავთ ეს ნაწილი ამ ნაწილის მსგავსია. ეს ნაწილი და ეს ნაწილი აი აქ. გადმოვხატავ, რომ წარმოდგენა შეძლოთ. აი ასე გამოიყურება. რა არიან მისი განზომილებები? ოთხი ერთეული სიგანე, ორი ერთეული სიმაღლე და ოთხი ერთეული სიგრძე ან სიღრმე. რა არის ამ ყვითელი ნაწილის მოცულობა? მოცულობა არის ამ განზომილებების ნამრავლი. სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და გამრავლებული სიმაღლეზე. ანუ, მოცულობა იქნება სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და გამრავლებული სიმაღლეზე. ოთხი გამრავლებული ოთხზე არის 16, 16-ჯერ ორი კი 32. გავეკეთეთ, ეს არის ყვითელი ნაწილის მოცულობა. ჩვენ ასევე გასათვალისწინებელი გვაქვს იმ ნაწილის მოცულობა, რომლის მოცულობაც ჯერ არ გამოგვითვლია. ამ ნაწილის, აი აქ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დათვალოთ კუბური ერთეულები. მაგრამ მე გადმოვხატავ და განახებთ. გამოიყურება ასე. რა არის მისი განზომილებები? ორი სიგანეში, ორი სიმაღლეში და ერთი სიგრძეში ან სიღრმეში. მისი მოცულობა იქნება სიგრძე ან... სიგრძე გამრავლებული სიგანეზე და გამრავლებული სიმაღლეზე. რაც უდრის ოთხს. თქვენ ხედავთ ამას. 1,2,3,4 კუბური ერთეული ამ ფიგურაში. ჯამური მოცულობა იქნება 32-ს მიმატებული ოთხი, რაც უდრის 36-ს. რა თქმა უნდა, სხვა ხერხებითაც შეგვიძლია გამოთვლა. მაგალითად, შეგვეძლო გამოგვეთვალა ლურჯი ფენის მოცულობა და გაგვემრავლებინა ორზე. იმიტომ რომ, წითელი ფენის მოცულობა იგივეა, რაც ლურჯის ფენის მოცულობა. ლურჯი ფენის სიმაღლე მხოლოდ ერთია. უბრალოდ უნდა დავთვალოთ კუბები ზევით და გვეცოდინება რამდენი კუბური ერთეულია სულ. შეგიძლიათ დათვალოთ. 1,2... მოდი, მოვნიშნავ, რომ დაინახოთ. 1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11, 12,13,14,15,16,17,18. როგორც ხედავთ, 18 კუბია ლურჯ ფენაში და კიდევ 18 იქნება წითელ ფენაში. 18-ს მიმატებული 18 ასევე უდრის 36 კუბს, ან 36 კუბური ერთეულის მოცულობას.