ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 6
გაკვეთილი 3: ოთხკუთხედები- ოთხკუთხედები: შესავალი
- ოთხკუთხედების თვისებები
- ამოიცანით ოთხკუთხედები
- ფრანი, როგორც გეომეტრიული ფიგურა
- ოთხკუთხედის სახეობები
- ოთხკუთხედის სახეობები
- ოთხკუთხედების დახარისხება
- ფიგურების თვისებები
- მრავალკუთხედების მიმოხილვა
- ოთხკუთხედების მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ოთხკუთხედების მიმოხილვა
მიმოიხილეთ შემდეგი ოთხკუთხედები: პარალელოგრამი, ტრაპეცია, რომბი, მართკუთხედი და კვადრატი. ამის შემდეგ სცადეთ სავარჯიშო ამოცანების ამოხსნა.
ოთხკუთხედები: შეჯამება
სახელი | განმარტება | მაგალითი |
---|---|---|
ოთხკუთხედი | 4-გვერდიანი ფიგურა | |
პარალელოგრამი | პარალელური გვერდების 2 წყვილი | |
ტრაპეცია | პარალელური გვერდების ზუსტად 1 წყვილი | |
მართკუთხედი | 4 მართი კუთხე | |
რომბი | 4 ტოლი გვერდი | |
კვადრატი | 4 ტოლი გვერდი და 4 მართი კუთხე |
თითოეული ფიგურის შესახებ მეტის გასაგებად და მათ ამოცნობაში სავარჯიშოდ, გააგრძელელთ კითხვა!
რა არის ოთხკუთხედი?
ოთხკუთხედი 4-გვერდიანი ჩაკეტილი ფიგურაა.
ეს ფიგურები ოთხკუთხედებია:
ეს ფიგურები არ არის ოთხკუთხედები:
start color #e84d39, start text, პ, ი, რ, ვ, ე, ლ, ი, end text, end color #e84d39 ფიგურა არ არის დახურული.
start color #e07d10, start text, მ, ე, ო, რ, ე, end text, end color #e07d10 ფიგურას აქვს 5 გვერდი
start color #e84d39, start text, პ, ი, რ, ვ, ე, ლ, ი, end text, end color #e84d39 ფიგურა არ არის დახურული.
start color #e07d10, start text, მ, ე, ო, რ, ე, end text, end color #e07d10 ფიგურას აქვს 5 გვერდი
სავარჯიშოები 1: ოთხკუთხედების ამოცნობა
გინდათ, მეტი გაიგოთ ოთხკუთხედებზე? ნახეთ ეს ვიდეოები:
ოთხკუთხედების ტიპები
ოთხკუთხედების თვისებები
ოთხკუთხედების კლასიფიკაცია
ოთხკუთხედების ტიპები
ოთხკუთხედების თვისებები
ოთხკუთხედების კლასიფიკაცია
რა არის პარალელოგრამი?
პარალელოგრამი ოთხკუთხედია, რომელსაც პარალელური გვერდების 2 წყვილი აქვს. ამ ფიგურებში მსგავსი ფერის მქონე გვერდები ერთმანეთის პარალელურია.
სავარჯიშოები 2: პარალელოგრამების ამოცნობა
რა არის ტრაპეცია?
ტრაპეცია ოთხკუთხედია, რომელსაც start color #1fab54, 1, start text, space, პ, ა, რ, ა, ლ, ე, ლ, უ, რ, ი, space, გ, ვ, ე, რ, დ, ე, ბ, ი, ს, space, ზ, უ, ს, ტ, ა, დ, space, ო, რ, ი, space, წ, ყ, ვ, ი, ლ, ი, end text, end color #1fab54 აქვს.
რა არის მართკუთხედი?
მართკუთხედი ოთხკუთხედია 4 მართი კუთხით.
რა არის რომბი?
რომბი არის ოთხკუთხედი 4 ტოლი გვერდით.
რა არის კვადრატი?
კვადრატი არის ოთხკუთხედი 4 ტოლი გვერდითა და 4 მართი კუთხით.
პრაქტიკა 7: ყველაფრის გამეორება
გინდათ, მეტი ასეთ ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშოები:
ამოიცანით ოთხკუთხედები
ოთხკუთხედის ტიპები
დაახარისხეთ ოთხკუთხედები
ამოიცანით ოთხკუთხედები
ოთხკუთხედის ტიპები
დაახარისხეთ ოთხკუთხედები
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- ჩამოთვლილთაგან რომელი ოთხკუთხედი არ არის პარალელოგრამი?
კვადრატი
მართკუთხედი
ტრაპეცია
არცერთი პასუხი არ არის სწორი
რომბი(1 მოწონება)