ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 12: წილადები, როგორც გაყოფაშერეული რიცხვები რიცხვით ღერძზე
სალი 3/2-ს ნიშნავს რიცხვით ღერძზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
წინა ვიდეოში, ჩემ მეუღლესთან
სამსაპნიანი შეკვრის განაწილებისას, მან შუაზე გაჭრა სამივე საპონი. შესაბამისად, თითოეულს შეგვხვდა
თითოეული საპნის ნახევარი, ან ჯამში 3/2. ანუ, თითოეულს შეგვხვდა საპნის 3/2. ახლა, დავრწმუნდეთ, რომ ყველას გვესმის რას ნიშნავს 3/2. თან გახსოვდეთ, რომ
3/2 არის იგივე სამი გაყოფილი ორზე. თუ ვინმე იტყვის სამი გაყოფილი ორზე, შეგიძლია თქვა,
რომ წარმოადგენ ამ რიცხვს როგორც 3/2-ს. ან თუ ვინმე იტყვის 3/2-ს, შენ შეგიძლია თქვა, ეს ხომ იგივეა, რაც სამი გაყოფილი ორზე. მაგრამ იმისათვის,
რომ კარგად გავიგოთ ეს რიცხვი, მოდით, დავფიქრდეთ თუ სად მოვათავსებდით მას რიცხვით ღერძზე. მოდით აქ დავხაზავ რიცხვით ღერძს. მე მას დავიწყებ ნულით. მოდით დავხატავ წრფეს, იმდენად სწორ წრფეს, რამდენადაც შემიძლია ამის დახატვა. და მოდით, დავუშვათ, რომ ეს არის ერთი. ჩვენი მაგალითიდან
გამომდინარე ეს ერთი საპონია. მოდით ასევე დავუშვათ,
რომ აი აქ იქნება საპნის 1/2. ეს არის საპნის 1/2. ასევე, მოდით დავუშვათ,
რომ ეს არის 1 და 1/2 საპონი. აქ კი ორი საპონია. ჩვენ კი გვაქვს 3/2. მოდით დავფიქრდეთ ამაზე. გახსოვდეთ, რომ 3/2 არის სამჯერ 1/2. ვინაიდან ჩვენ უკვე
დავყავით ნახევრებად, ჩვენ უბრალოდ
გადავთვლით სამ ნახევარ დანაყოფს. მოდით, ასეც მოვიქცეთ. ეს არის 1/2. ახლა კი გვექნება 2/2. ასე მივედით ერთთან. ეს კი იქიდან ვიცით რომ 2/2 ერთის ტოლია. ახლა კი მოდით ვნახოთ მესამე ნახევარი, ჩვენი მესამე ნახევარი სწორედ აქ არის. სწორედ აქ არის 3/2. და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ
ჩვენი 3/2 ზუსტად იგივეა რაც 1 მთელი და 1/2 მოდით, ბოლომდე გავიაზროთ, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ
3/2 იგივეა, რაც სამი გაყოფილი ორზე. სამი რომ გვქონდეს ორზე გასაყოფი,
თქვენ მიიღებდით შემდეგს, ორი სამში ეტევა ერთხელ. ამის შემდეგ კი რა დაგრჩებოდათ? თქვენ დაგრჩებოდათ 1/2. შესაბამისად 3/2 იგივეა რაც 1 მთელი და 1/2, რაც უკვე, აი, აქ ვნახეთ. შეგიძლიათ იფიქროთ,
რომ გვაქვს 1 მთელი და 1/2 საპონი. ანუ, 3/2 რიცხვით ღერძზე განთავსდება აქ: ერთსა და ორს შორის ზუსტად შუაში.