If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადის ათწილადის სახით ჩაწერა: 3/5

სალი 21/60-ს წერს ათწილადის სახით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვნახოთ, თუ შეგვიძლია 21/60-ის ათწილადად ჩაწერა. პატარა მინიშნებას მოგცემთ. ცადეთ, თუ შეძლებთ, ჩაწეროთ ეს წილადი 100-ით მნიშვნელში. ანუ, წარმოადგინოთ რიცხვის მეასედად. და შემდეგ შეგეძლებათ წილადის ათწილადად ჩაწერა. ეს მანამდეც გაგვიკეთებია. შეგვიძლია, გადავწეროთ წილადი. შეგვიძლია ექვივალენტური წილადის დაწერა მრიცხველისა და მნიშვნელის ერთსა და იმავე რიცხვზე გამრავლებით ან გაყოფით. ამ წილადის მრიცხველსა და მნიშვნელზეც ყველაფერი გასაგებია. 21 იყოფა სამზე, შვიდზე, ერთსა და 21-ზე. 60-იც იყოფა სამზე. მაგრამ არ იყოფა შვიდზე ან 21-ზე. და რა თქმა უნდა, ის იყოფა ერთზე, მაგრამ ეს არაფერში დაგევხმარება. ვცადოთ წილადის მცირე რიცხვებით დაწერა. მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ მათ საერთო გამყოფზე, სამზე. მაშასადამე ვყოფთ სამზე. ვწერ ექვივალენტურ წილადს, რომელიც გაგვიმარტივებს საქმეს. 21 გაყოფილი სამზე არის შვიდი. 60 გოყიფილი სამზე არის 20. ამიტომ 21/60-ს ვწერთ, როგორც 7/20. თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას? წილადი ხომ 100-ის მნიშვნელით უნდა დაგვეწერა? ეს უბრალოდ საქმეს გაგვიადვილებს. წილადის 7/20-ად ჩაწერაში კარგი ის არის, რომ 20-დან 100-ს უფრო მარტივად მივიღებთ. 20-დან 100-ის მისაღებად საჭიროა 20-ის ხუთზე გამრავლება. ესე იგი, მრიცხველიც და მნიშვნელიც ხუთჯერ უნდა გავზარდოთ. მაშ, მრიცხველსაც და მნიშვნელსაც ერთსა და იმავე რიცხვზე ვამრავლებთ. მივიღეთ 35 შეფარდებული 100-ზე, ან 35/100. 35-- მოიცადეთ დავწერო-- 35/100. ეს არის ის, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა. წილადის რიცხვის მეასედში გადაყვანა. და რა არის 35/100 ? მოდით, გავიხსენოთ. როდესაც ვწერთ ათწილადს, ეს არის ერთეულების ადგილი. აი, ეს შემდეგი არის მეათედის ადგილი. და ეს - მეასედის. მაშ 35/100-ც ასევე ჩავწეროთ. შეგვიძლია, დავწეროთ 35 მეასედად. ანუ, 0.35 თქვენ ალბათ იტყვით, 3 ხომ მეათედების ადგილზეა, მაშინ რატომ არის 35 მეასედი? ხუთი მეასედების ადგილზეა, მაგრამ რატომ 35 მეასედი? 3/10 არის 30/100. ესე იგი, ეს არის 35/100. ან შეგვიძლია ასე ჩავწეროთ, აი, აქ. ჩავწეროთ, როგორც 30/100-ს დამატებული 5/100. და როგორ დავწერდით 30 მეასედს მეათედებში? გავყოთ მრიცხველი და მნიშვნელი 10-ზე და მივიღებთ 3/10-ს დამატებული 5/100. აი, აქ ვხედავთ 3/10-ს, აქ, მეათედების ადგილზე დამატებული 5/100, აქ, მეასედების ადგილზე. და ეს მოიხსენიება როგორც 35/100.