If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადის ათწილადის სახით ჩაწერა: 3/5

სალი 3/5-ს წერს ათწილადის სახით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვნახოთ, როგორ შეიძლება 3/5 დავწეროთ, როგორც ათწილადი მე გირჩევთ, შეაჩეროთ ეს ვიდეო და დაფიქრდეთ, შეგიძლიათ თუ არა ამის დამოუკიდებლად გაკეთება. მინიშნებას მოგცემთ. შეიძლება ამ წილადის გადაწერა ისე, რომ მეხუთედების მაგივრად იგი მეათედებში იყოს? ჩავთვლი, რომ ამაზე უკვე დაფიქრდით. ვცადოთ ამის გადაწერა, როგორც წილადის, რომლის მნიშვნელიც არის 10. თავიდან წარმოვიდგინოთ. ჩვენ გვაქვს მეხუთედები. ჩავთვალოთ, რომ ეს 1/5-ია. მოდით, დავაკოპირებ ამას. ეს არის 2/5. ეს არის 3/5, ხოლო ეს 4/5. ეს კი 5/5, ანუ, ერთი მთელი. ეს არის ჩვენი მთელი. ჩვენ ამ ხუთიდან გავაფერადებთ სამს. დავფიქრდეთ, რას ნიშნავს 3/5. ფერს შევცვლი ჟოლოსფერზე. ეს არის 1/5. შემიძლია, უფრო დიდადაც ვქნა -- 2/5 და 3/5. აი, ასე. გავაფერადოთ. ეს არის 3/5. როგორ შეიძლება ეს გადავწერო მეათედების მნიშვნელობით? -- 3/5-ის მაგივრად სხვა რიცხვი მეათედებში? მოდით, ეს მთელი მეათედებად დავყოთ. და ყველაზე მარტივი გზა ამისათვის ავიღოთ ეს მეხუთედები და გადავაქციოთ 2/10-ად გავაკეთოთ. ამის გაკეთებას რომ ვაპირებდეთ, გვექნება ორჯერ უფრო მეტი დანაყოფი. სხვა კუთხით რომ შევხედოთ, თითოეულ დანაყოფს ვამრავლებთ ორზე. ახლა გვაქვს 10 დანაყოფი. თითოეული მათგანი მეათედია. და აქედან სამი დანაყოფი გვექნება ორჯერ უფრო მეტი. რაც დავწერეთ, ამჯერად ორჯერ უფრო მეტი დანაყოფია ჟოლოსფრად. ამასაც ორზე გავამრავლებთ. მიაქციეთ ყურადღბა, ჩვენ გადავამრავლეთ მრიცხველი და მნიშვნელი ორზე. იმედია ამის აზრს ხვდებით. თითო მონაკვეთი, რომელიც მეხუთედებში გვქონდა გავაორმაგეთ თითოეული 1/5-ის მაგივრად ახლა 2/10 არის. ახლა გვაქვს 1/10 და კიდე 1/10. და შეგვიძლია განვაგრძოთ 1/10-ების წერა. თითოეული მათგანი მეათედია. ხოლო სამიანებიდან თითოეული ახლა ორჯერ გაზრდილია მეათედებში. შესაბამისად 3/5 ახლა არის 6/10. მოდით დავწეროთ. ეს უდრის 6/10-ს. რატომ არის ეს საინტერესო? თქვენ შეგიძლიათ, ამას შეხედოთ, როგორც 6/10 -- მოდით ასე დავწერ -- ექვსჯერ 1/10. ლურჯად ვიზამ ამას. ექვსჯერ 1/10. კიდევ რა გზა ვიცით 6/10-ის წარმოჩენისა, ან ექვსჯერ 1/10-ის? შეგვიძლია, წარმოვაჩინოთ, როგორც ათწილადები. სადაც მეათედებამდე დავდივართ. როდესაც ათწილადებს ვწერთ -- მოდით, ნულის ადგილი მოვნიშნოთ -- ეს ადგილი, ათწილადის მარჯვნივ ეს არის მეათედების ადგილი. აქ ერთეულებს ვწერთ. აი, აქ დავწერთ მეათედებს. ეს მეათედების ადგილია. რამდენი მეათედი გვაქვს? ჩვენ გვაქვს ექვსი მეათედი. შეგვიძლია, დავწეროთ, როგორც 0.6. როგორც ხედავთ, მოვრჩით. მოდით, დავწერ. ეს უდრის 0.6-ს. და მოვჩით. ჩვენ ეს გამოვსახეთ, როგორც ათწილადი. 0.6 არის იგივე რაც 6/10, რომელიც შეიძლება, ჩავწეროთ, როგორც 3/5