ძირითადი მასალა
მეხუთე კლასი
კურსი: მეხუთე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 16: წილადების ათწილადებად გადაქცევაწილადის ათწილადის სახით ჩაწერა: 6/12
სალი 6/12-ს ჩაწერს ათწილადის სახით. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით ჩავწეროთ ექვსი
მეთორმემტედი ათწილადად. გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო
და დამოუკიდებლად გააკეთოთ ეს. მინიშნებას მოგცემთ. დაფიქრდით,
შეგიძლიათ თუ არა ამ წილადის არა მეთორმეტედების არამედ
მეათედებს სახით ჩაწერა. მოდით უბრალოდ გამოვსახოთ ვიზუალურად. ვთქვათ, ეს არის მეთორმეტედი. ეს არის ერთი მეთორმეტედი. გამოვსახოთ თორმეტი ცალი მეთორმეტედი. გავაკეთოთ მისი ასლი და დავხატოთ აქ.
ეს არის ორი მეთორმეტედი ეს კი არის სამი მეთორმეტედი. სამი მეთორმეტედის ასლს გავაკეთებ. ჩავსვათ ის აქ. ახლა ჩვენ გვაქვს ექვსი მეთორმეტედი,
რომელსაც ახლავე გავაფერადებ, ახლა ჩვენ გვაქვს ცხრა მეთორმეტედი,
ახლა კი - 12 მეთორმეტედი. ჩვენ გვაინტერესებს ამ თორმეტი
მეთორმეტედიდან მხოლოდ ექვსი. ეს ექვსიანი წარმოადგენს
მეთორმეტედების ამ ნაწილს. მოდი ახლა ვცდი
გავაფერადო ეს ექვსი ნაწილი. ვცადოთ ამ ნაწილების გამოყოფა. ეს იქნება ერთი მოდი ავიღებ უფრო დიდ ფუნჯს ასე, 1, 2, 3, 4, 5, 6.
ეს სწორეა, ეს არის ეს ექვსი მეთორმეტედია. უბრალოდ გავაფერადებ
ამ ყველაფერს. და აი შედეგიც. ჩვენ წარმოვადგინეთ მოცემული ნაწილი. როგორ გამოვსახოთ ეს მეათედებად? მინდა, კარგად დააკვირდეთ ექვსსა
და თორმეტს - ორივე ექვსის ჯერადია. რა მოხდება თუ გავყოფთ მას,
და არ გადავწერთ მეთომეტედებად. ამის მაგივრად დავწერთ
მას ნახევრების სახით? როგორ გავაკეთოთ ეს? შეგვიძლია ვთქვათ,რომ ეს ყველაფერი ერთი
ნახევარია, ეს კი - მეორე ნახევარი. ან მეორენაირად რომ ვთქვათ, ყველა მეთორმეტიდან ვიღბთ ექვსს
და ვათავსებთ ერთად. გამოგვდის მთლიანის ერთი ნახევარი. რიცხვებზე რომ ვიმსჯელოთ,
სექციების რაოდენობას ვყოფთ ექვსზე. მოდი გავაკეთოთ ეს. გავყოთ სექციების რაოდენობა ექვსზე. ახლა გვაქვს ორი სექცია. ჩვენ გვინდა გვქონდეს სექციის ორი ნახევარი. აი აქ არის ერთი ნახევარი,
და აქ არის მეორე ნახევარი. გვქონდა 12 მეთორმეტედი. ახლა ვიღებთ ამ ექვსს ნაწილს
და ვათავსებთ ერთად და გვრჩება მხოლოდ ორი
სექცია თორმეტის ნაცვლად. რამდენი იქნება 6/12 მეორედებში? ავიღოთ აქედან ექვსი და მოვათავსოთ ერთად, რაც ნიშნავს ამის ექვსზე გაყოფას. ეს იქნება იგივე, რაც ერთი მეორედი. თქვენ ხედავთ, რომ ეს მართლაც ერთი მეორედია მოდით დავაკვირდეთ, თუ რა გავაკეთეთ. რათა შესაბამისი წილადი მიგვეღო, მრიცხველი და მნიშვნელი
ერთსა და იმავე რიცხვზე გავამრავლეთ. ახლა, ჩვენ ვყოფთ მრიცხველს და მნიშვნელს ერთსა და იმავე რიცხვზე,
რათა მივიღოთ იგივე ნაწილი. საბედნიეროდ ეს ასეცაა. ერთი მეორედი
ექვსი მეთორმეტედის ექვივალენტურია. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ ხომ ამ წილადის ათწილადად
გარდაქმნა გვინდოდა. ერთი მეორედის ათწილადებად
გარდაქმნა საკმაოდ მარტივია. დავვუბრუნდეთ ერთ მეორედს. მოდით კიდევ ერთხელ დავწერ ერთ მეორედს. თავიდან გამოვსახავ მას. მოდით ვთქვათ, რომ ეს არის ერთი მეორედი. ამას თავიდან დავხატავ. ვიღებ მთლიანს და ვყოფ ორად,
რის შემდეგაც ერთ ნახევარს ვაფერადებ. ერთი მეორედი იქნება აი ეს. იგი ექვსი მეთორმეტედის ექვივალენტურია. ახლა ამის დაწერა ათეულებში გვინდა. რა მოხდება, თუ ავიღებ ორივე ნახევარს და თითოეულს დავყოფ ხუთად? მოდი გავაკეთოთ ეს. ეს იქნება 1, 2, 3, 4 და 5. რა გავაკეთე? უბრალოდ გავამრავლე. ახლა მაქვს ხუთჯერ მეტი ნაწილი. ერთი მეორედი კი იქნება ხუთი მეათედი. ერთი მეორედი იქნება
ხუთი მეათედის ტოლი. ეს მწვანედ დავწეროთ.
გვექნება ხუთი მეათედი. დააკვირდით ექვსი მეთორმეტედი
უდრის ერთ მეორედს, და მაშასადამე უდრის ხუთ მეათედსაც. მე მხოლოდ გადავამრავლე მრიცხველი და
მნიშვნელი ერთსა და იმავე რიცხვზე, ისე, რომ ათი მნიშვნელად მიმეღო. ხოლო ხუთი მეათედი კი იგივეა, რაც
ხუთჯერ ერთი მეათედი. ეს ზუტად ხუთი მეათედია და შეგვიძლია ის
ათწილადად გამოვსახოთ. ან შეიძლება ითქვას ათწილადების სისტემით. მოდი ვთქათ რომ ეს არის ერთეულების ადგილი, თუ ჩვენ ერთით გადავალთ მარჯვნივ,
მოვხვდებით მეათედების ადგილას. ეს არის მეათედების ადგილი. გვაქვს ხუთი მეათედი,
აქ დავწეროთ ხუთი. ათწილადის სახით ეს დაიწერება ასე - 0.5 ამაზე ფიქრის სხვა ხერებიც არსებობს. შეგვეძლო გვეთქვა, რომ ექვსი თორმეტის
ნახევარია და რა იქნება ათის ნახევარი? ხუთი არის ათის ნახევარი,
ამიტომაც ხუთი მეათედი იგივეა რაც, ხუთჯერ ერთი მეათედი
და ეს იგივეა, რაც ნოლი მთელი ხუთი. ათწილადის სახით ჩაწერილი ხუთი მეათედი.