If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფრჩხილებიანი და უფრჩხილო გამოსახულებების ამოხსნა

სალი ამოხსნის ფრჩხილებიან და უფრჩხილო გამოსახულებებს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მინდა, ვიფიქრო ამ განტოლებაზე, გამოვითვლი თუ არა ერთნაირად მას ფრჩხილებით ან მათ გარეშე. ამის გასაგებად, მოდით, ჯერ ვიფიქროთ როგორ გამოვთვლით მას, თუ გვექნება ფრჩხილები. თუ გვაქვს ფრჩხილები, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პირველად ის, რაც ფრჩხილებშია მოცემული. და ჩვენ გვაქვს რვას გამოვაკლოთ სამი, რაც ტოლია ხუთის. ეს გამარტივდება, ხუთი გამრავლებული, რვას გამოკლებული სამი. და ახლა უნდა შევასრულოთ გამრავლება და შემდეგ გამოვაკლება. ეს მოქმედებების თანმიმდევრობის გამო. პირველი ასრულებთ გამრავლებას და გაყოფას. მოკლედ, პირველად ასრულებთ იმას, რაც ფრჩხილებშია. შემდეგ თუ გაქვთ გამრავლება, გაყოფა, მიმატება, გამოკლება, ყველაფერი სრულდება თანმიმდევრულად, უნდა შეარულოთ გამრავლება და გაყოფა პირველად. ახლა უნდა გავამრავლოთ ხუთი რვაზე, რომ მივიღოთ 40 და შემდეგ ვაკლებთ სამს და ვიღებთ 37-ს. ახლა დავფიქრდეთ, როგორ გამოვთვლით ამას რომ არ გვქონდეს ფრჩილები. ეს იქნებოდა 8, გამოკლებული 3, გამრავლებული რვას გამოკლებული სამზე. უნდა შევახსენოთ ჩვენს თავებს მოქმედებების თანმიმდევრობა. წესია, პირველი უნდა შეასრულოთ გამრავლება. ფაქტობრივად, ამრავლებთ სამს რვაზე, სანამ მას გამოაკლებთ ამ რვას და შემდეგ გამოაკლებთ ამ სამს. მოკლედ, მოვაშორეთ ფრჩილები, მაგრამ მოქმედებების თანმიმდევრობა გვეუბნება, "შეარსულეთ გამრავლება პირველად." შეგვიძლია, ფრჩხილებიც კი დავსვათ აქ ამის გამოსაკვეთად. ეს გახდება რვას გამოკლებული 24. მოდით, ასე ჩავწერ. რვას გამოკლებული 24, გამოკლებული 3. რვას გამოკლებული 24 არის უარყოფითი 16, გამოაკლებთ უარყოფითს, კიდევ სამს, მიიღებთ ისევ უარყოფით 19-ს, ანუ, აშკარაა, მიიღეთ სულ განსხვავებული სიდიდეები იმის მიხედვით, გქონდათ თუ არა ფრჩხილები.