If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მობრუნების მიმოხილვა

მიმოიხილეთ მობრუნების საფუძვლები და შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე მობრუნება.

რა არის კუთხით მობრუნება?

კუთხით მობრუნება გარდაქმნაა, რომლის დროსაც ფიგურის ყველა წერტილი გარკვეული წერტილის მიმართ გარკვეული კუთხით ბრუნდება.
აქ ვაბრუნებთ triangle, M, N, O სამკუთხედს და ვიღებთ ლურჯ სამკუთხედს.
შედეგად ახალ ფიგურას ვიღებთ, რომელსაც ანასახს ვუწოდებთ. ანასახი თავდაპირველი ფიგურის ტოლია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სხვადასხვა ტიპის გარდაქმნაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

მობრუნების შესრულება

ფიგურის მობრუნება ნებისმიერი ზომის კუთხით შეგვიძლია, მაგრამ როგორც წესი, ფიგურებს სტანდარტული კუთხეებით ვაბრუნებთ, როგორიცაა 45, degrees ან 180, degrees.
თუ გრადუსების რიცხვი დადებითია, ფიგურა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნდება.
თუ კუთხის გრადუსები უარყოფითია, ფიგურა საათის ისრის მიმართულებით მობრუნდება.
ფიგურას ნებისმიერი წერტილის მიმართ შეუძლია მობრუნება.
მაგალითი:
triangle, O, A, R მოაბრუნეთ 60, degrees-ით left parenthesis, minus, 2, comma, minus, 3, right parenthesis წერტილის მიმართ.
მობრუნების ცენტრია left parenthesis, minus, 2, comma, minus, 3, right parenthesis.
60, degrees-ით მობრუნებისას left parenthesis, minus, 2, comma, minus, 3, right parenthesis-ის მიმართ ყველა წერტილი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნდება. triangle, O, A, R-სგან მივიღებთ შემდეგ სამკუთხედს.
გინდათ, გაიგოთ მეტი კუთხით მობრუნებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
„მობრუნების" ხელსაწყოთი start overline, E, Z, end overline მოაბრუნეთ 270, degrees-ით სათავის მიმართ.
დადებითი კუთხით მობრუნების მიმართულება საათის ისრის საწინააღმდეგოა.

გინდათ, სცადოთ მეტი ასეთი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.