If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

არეკვლის მიმოხილვა

მიმოიხილეთ არეკვლის საფუძვლები და შემდეგ შეასრულეთ რამდენიმე არეკვლა.

რა არის არეკვლა?

არეკვლა ისეთი გარდაქმნაა, რომლის დროსაც ფიგურის ყველა წერტილი ღერძის მიმართ ირეკლება.
აი, აქ ABC არეკვლისას გარდაიქმნება ლურჯ სამკუთხედად ოქროსფერი ღერძის მიმართ.
შედეგად ახალ ფიგურას ვიღებთ, რომელსაც ანასახს ვუწოდებთ. ანასახი თავდაპირველი ფიგურის ტოლია.
გინდათ, მეტი გაიგოთ სხვადასხვა ტიპის გარდაქმნაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

არეკვლის შესრულება

სიმეტრიის ღერძი ჩვეულებრივ y=mx+b ფორმითაა მოცემული.
საწყისი ფიგურის თითოეული წერტილი ისეთივე პერპენდიკულარული მანძილითაა დაშორებული სიმეტრიის ღერძისგან, როგორც მისი შესაბამისი წერტილი ანასახ ფიგურაზე.
მაგალითი:
PQ არეკლეთ y=x წრფის მიმართ.
ჯერ უნდა ვიპოვოთ y=x სიმეტრიის ღერძი. დახრის კოეფიციენტია 1, y ღერძთან გადაკვეთის წერტილი - 0.
როცა PQ-ის შემადგენელი წერტილები y=x-ის მიმართ აირეკლება, ისინი ამ ღერძის პერპენდიკულარულად გადაადგილდებიან. ისინი მეორე მხარესაც იმავე მანძილით იქნებიან დაშორებული ღერძისგან.
დააკვირდით, რომ როცა გვინდა, ავრეკლოთ y=x წრფის მიმართ, ყველა (a,b) წერტილი (b,a) წერტილად გადაიქცევა.
y=x ღერძის მიმართ არეკვლისას PQ ლურჯ წრფედ გადაიქცევა.
გინდათ, გაიგოთ მეტი არეკვლის შესრულებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
„არეკვლის" ხელსაწყოს გამოყენებით MN არეკლეთ y=x+1 ღერძის მიმართ.
Sorry, this part of the question is no longer available. 😅 Don't worry, you won't be graded on this part. Keep going!

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.