ძირითადი მასალა
მერვე კლასი
კურსი: მერვე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 5: სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: 2y=x+7 & x=y-4
- განტოლებათა სისტემები შეკრების მეთოდით
- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: y=4x-17.5 & y+2x=6.5
- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: -3x-4y=-2 & y=2x-5
- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: 9x+3y=15 & y-x=5
- განტოლებათა სისტემები შეკრების მეთოდით
- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: y=-5x+8 & 10x+2y=-2
- განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: y=-1/4x+100 & y=-1/4x+120
- ჩასმის მეთოდის მიმოხილვა (განტოლებათა სისტემები)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
განტოლებათა სისტემების ამოხსნა შეკრების მეთოდით: 2y=x+7 & x=y-4
ისწავლეთ ჩასმის ხერხის გამოყენებით განტოლებათა შემდეგი სისტემის ამოხსნა: 2y = x + 7 და x = y - 4. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გამოიყენე ჩანაცვლება x-ს და y-ის გასაგებად პირველი განტოლებაა ორი y უდრის x-ს პლიუს
შვიდს მეორე კი: x უდრის y-ს მინუს ოთხს ჩანაცვლება ნიშნავს რომელიმე ცვლადის
გამოსახვას სხვა წევრებით, რომ საბოლოოდ მივიღოთ განტოლება მხოლოდ ერთი ცვლადით ახლა განახებთ რაზე ვსაუბრობ
გადავწეროთ პირველი განტოლება ასევე გვაქვს მეორე განტოლება, x უდრის y-ს
მინუს ოთხს ჩვენ ვეძებთ x-ს და y-ს, რომლებიც ორივე
მოცემულობას აკმაყოფილებენ ანუ ეს ორივე მოცემულობა ჭეშმარიტი უნდა
იყოს ამიტომ, x უნდა იყოს y-ს მინუს ოთხის ტოლი ამიტომ, ზემოთა განტოლებაში x-ის მაგივრად
შეგვიძლია ჩავწეროთ y-ს მინუს ოთხი სადაც არ უნდა დავინახოთ x, მისი
ჩანაცვლება შეიძლება y-ს მინუს ოთხით თუ ზემოთ x-ს მაგივრად y-ს მინუს ოთხს
ჩავსვამთ, მაშინ ზემოთ მივიღებთ: ორი y უდრის y-ს მინუს ოთხს პლიუს შვიდს x-ის მაგივრად ჩავსვი y-ს მინუს ოთხი მეორე მოცემულობის მიხედვით, ეს სწორია
x უნდა იყოს y-ს მინუს ოთხის ტოლი ახლა გვაქვს განტოლება მხოლოდ ერთ ცვლადით
y-ით მინუს ოთხს პლიუს შვიდი უდრის სამს
ამიტომ 2 y უდრის y-ს პლიუს სამს ორივე მხარეს გამოვაკლოთ y დაგვრჩება, რომ y უდრის სამს შემდეგ შეგვიძლია y-ის ამ მნიშვნელობის
განტოლებებში ჩასმა x-ის გასაგებად აქ ჩავსვათ, x უდრის y-ის მინუს ოთხს ჩავსვათ, მივიღებთ, რომ x უდრის
სამს მინუს ოთხს რაც უდრის მინუს ერთს საერთო ჯამში მივიღეთ, რომ x უდრის მინუს
ერთს, ხოლო y კი სამს შევამოწმოთ ზემო განტოლებაში:
ორჯერ სამი მართლაც უდრის მინუს ერთს პლიუს შვიდს აქ x-ის ჩანაცვლება მარტივი იყო, რადგან
განტოლება პირდაპირ ამბობდა, თუ რას უდრის x ამიტომ x ჩავანაცვლეთ, თუმცა შეიძლებოდა
პირიქითაც გვექნა შეიძლებოდა y ჩაგვენაცვლებინა მოდი ახლა ასე მივუდგეთ მეორე განტოლების ორივე მხარეს ოთხი
მივუმატოთ, მივიღებთ, რომ x-ს პლიუს ოთხი უდრის y-ს ეს და ეს ზუსტად ერთიდაიგივე მოცემულობებია მეორის მისაღებად პირველის ორივე მხარეს
ოთხი მივუმატე ახლა კი შეგვიძლია ყველგან y-ის მაგივრად
ჩავწეროთ x-ს პლიუს ოთხი ორი y-ის მაგივრად ჩავწეროთ
ორჯერ x-ს პლიუს ოთხი ეს უდრის x-ს პლიუს ოთხს ფრჩხილები გავხსნათ, მივიღებთ:
ორ x-ს პლიუს რვა უდრის x-ს პლიუს შვიდს ორივე მხარეს გამოვაკლოთ x
შემდეგ ორივე მხარეს გამოვაკლოთ რვა მარცხნივ ესენი შეიკვეცება, დარჩება
მხოლოდ x მარჯვნივ კი ესენი შეიკვეცება და დარჩება
მინუს ერთი ახლა შეგვიძლია მნიშვნელობა აქ ჩავსვათ
y უდრის მინუს ერთს პლიუს ოთხს რაც უდრის სამს იმისდაიმუხედავად, რომ x-ის ნაცვლად y
ჩავანაცვლეთ, მაინც იგივე პასუხი მივიღეთ