If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოწვევა: მთელი რიცხვების ჯამი

სალი ხსნის შემდეგ ამოცანას: სამი ერთმანეთის მომდევნო კენტი რიცხვის ჯამი 231-ია. რომელია მათ შორის უდიდესი რიცხვი? შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვეუბნებიან, რომ სამი თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვის ჯამი არის 231. რა არის უდიდესი მთელი რიცხვი? მოდით, ცოტათი დავფიქრდეთ ამაზე. ვთქვათ, რომ x არის ყველაზე ნაკლები მთელი რიცხვი. x ამ სამი კენტიდან ყველაზე ნაკლების ტოლია. ეს არ არის ყველა მთელ კენტ რიცხვზე ნაკლები მთელი რიცხვი, ეს არის ამ სამი კენტი რიცხვიდან ყველაზე ნაკლები, ყველაზე მცირე კენტი მთელი რიცხვი. რა იქნება შემდეგი? თუ მაქვს კენტი მთელი რიცხვი, რა იქნება მისი მომდევნო კენტი მთელი რიცხვი? ვიფიქროთ. თუ x არის 3, რა იქნება მომდევრო კენტი მთელი რიცხვი? ეს არის 5. და შემდეგ რა იქნება ამის მომდევნო? ეს არის 7. და შემდეგი? ეს არის 9. ანუ, ყოველ ჯერზე ვუმატებთ 2-ს. ანუ, თუ ყველაზე მცირე არის x, შემდეგი მცირე კენტი მთელი რიცხვი არის x-ს დამატებული 2, ტოლია მომდევნო მცირე კენტი მთელი რიცხვის-- აქ დავწერ მთელ რიცხვს-- კენტი მთელი რიცხვი. და რა იქნება მომდევნო? დავუმატებთ ამას 2-ს, სწორია? ეს იქნება x-ს დამატებული 4. დაფიქრდით. თუ ყველაზე მცირე არის 3, მაშინ გექნებათ x-ს დამატებული 2, რაც არის 5. და შემდეგ გაქვთ x-ს დამატებული 4, რაც არის 7. ეს იქნება უდიდესი ამ თანმიმდევრული კენტი რიცხვების ჯგუფიდან. და შემდეგ გვეუბნებიან, რომ ამ თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვების ჯამი არის 231. რა არის უდიდესი მთელი რიცხვი? თუ ავიღებ x-ს, x-ს დამატებულ 2-ს და x-ს დამატებულ 4-ს, და მათ შევკრებ, ისინი უნდა იყვნენ ტოლი 231-ის. გავაკეთოთ. გვაქვს x-ს დამატებული x-ს დამატებული 2, დამატებული x-ს დამატებული 4, ეს უნდა იყოს ტოლი 231-ის. და როცა გვკითხავენ რა არის უდიდესი, ჩვენ ვეტყვით მათ, რისი ტოლიც x-ს დამატებული 4 იქნება. ამოვხსნათ ეს განტოლება. შევკრიბოთ x წევრები. გვაქვს ერთი x, ორი x, სამი x, ანუ, გვაქვს 3x-ს დამატებული-- და რა არის ჩვენი მუდმივი წევრები? გვაქვს 2 და გვაქვს 4. ანუ, 3x-ს დამატებული 6 ტოლია 231. ახლა მოვიშოროთ 6 განტოლების ხელ-მარცხნივ მხრიდან. ამისათვის საუკეთესო გზაა, გამოვაკლოთ 6 ორივე მხარეს. მოდით, გამოვაკლოთ 6 ორივე მხარეს. ხელ-მარცხნივ მხარეს, დაგვრჩება მხოლოდ 3x. 6 იკვეცება. ხელ-მარჯვნივ მხარეს, 231-ს გამოკლებული 6 არის 225. გვაქვს 3x ტოლია 225-ის. რომ გამოვყოთ x, გავყოთ ორივე მხარე 3-ზე. ხელ-მარცხნივ მხარეს, 3-ები იკვეცება-- ეს იყო მთავარი მიზანი სამზე გაყოფისას-- მივიღებთ უბალოდ x-ს რომელიც ტოლია-- 225 გაყოფილი 3-ზე. აქ გავაკეთებ. 3 მოთავსდება 225-ში. 22-ში მოთავსდება 7-ჯერ. 7-ჯერ 3 არის 21. 22-ს გამოკლებული 21 არის 1. ჩამოიტანეთ 5. 3 მოთავსდება 15-ში ხუთჯერ. 5-ჯერ 3 არის 15. გამოვაკლებთ, ნაშთი არ არის. მოკლედ, 225 გაყოფილი 3-ზე არის 75. გამოდის, რომ ყველაზე მცირე კენტი მთელი რიცხვი არის 75. ანუ, აი, ეს არის 75. რისი ტოლი იქნება x-ს დამატებული 2? ეს იქნება ორით მეტი, 77. რისი ტოლი იქნება x-ს დამატებული 4? ეს არის მათგან უდიდესი. x არის 75, დამატებული 4 იქნება 79. და ყურადღება მიაქციეთ, გვაქვს სამი კენტი მთელი რიცხვი. ისინი არიან თანმიმდევრული. ისინი არიან კენტი მთელი რიცხვები, რომლებიც მოდიან ზუსტად ერთმანეთის მიყოლებით. გადავამოწმოთ, რომ როცა მათ შევკრებთ, მივიღებთ 231-ს. მოკლედ, თუ გვაქვს 75-ს დამატებული-- მოდით, ასე დავწერ-- 75 დამატებული 77, დამატებული 70, გვინდა მათი შეკრება. 5-ს დამატებული 7 არის 12. 12-ს დამატებული 9 არის 21. დაიმახსოვრეთ 2. 2-ს დამატებული 7 არის 9. 9-ს დამატებული 7 არის 16. 16-ს დამატებული 7 არის 23. აი, ისიც. სამი თანმიმდევრული კენტი მთელი რიცხვი, როცა მათ შეკრებთ, მიიღებთ 231-ს. ისინი არიან თანმიმდევრული და კენტი. გვეკითხებიან, რა არის უდიდესი? უდიდესი არის 79.