If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანა სტანდარტულ ჩანაწერზე: სინათლის სიჩქარე

შეგვიძლია, გავიგოთ, რა მანძილია დედამიწასა და მზეს შორის, თუ ექსპონენტური სახით ჩაწერილი რიცხვების გადამრავლება შეგვიძლია. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

სინათლის სიჩქარე არის სამჯერ ათი მერვე ხარისხში მეტრი წამში. როგორც მიხვდით, სინათლე ძალიან სწრაფია. სამჯერ ათი მერვე ხარისხში, ამდენი მეტრი ყოველ წამში. საჭიროა ხუთჯერ ათი კვადრატში წამი, რათა სინათლემ მზიდან დედამიწამდე მოაღწიოს. დავფიქრდეთ ამაზე. ხუთ ჯერ ათი წამი არის 500. 500 წამი, წუთში 60 წამია. რვა წუთი იქნება 480 წამი. 500 წამი იქნება რვა წუთი და 20 წამი. სინათლეს ჭირდება რვა წუთი და 20 წამი, რომ მზიდან დედამიწამდე მიაღწიოს. რა მანძილია მეტრებში მზიდან დედამიწამდე? მოცემულია სიჩქარე და დრო. უნდა გავიგოთ მანძილი. გადავდივართ სტანდარტულ მოცემულობაზე. მანძილი უდრის სიჩქარე გამრავლებული დროზე. მოცემული გვაქვს სიჩქარე. სიჩქარე არის სამჯერ ათი მერვე ხარისხში მეტრი წამში. ეს არის სიჩარე. მოცემული გვაქვს დრო. დრო არის ხუთჯერ ათი კვადრატში წამი. ხუთჯერ ათი კვადრატში წამი. წამებს s-ით აღვნიშნავ. რამდენი მეტრი გვექნება? რას უდრის მანძილი? შეგვიძლია გადავაადგილოთ ესენი. გამოვიყენოთ გამრავლების გადანაცვლებადობის თვისებები. ეს იგივეა. შეგიძლიათ ერთეულები გადაამრავლოთ. ამას სივრცითი ანალიზი ეწოდება. როდესაც ერთეულებს ამრავლებთ, მოეპყარით მათ, როგორც ცვლადებს, რათა მიიღოთ სწორი განზომილება მანძილისთვის. გადავაადგილოთ ეს რიცხვები. ეს უდრის სამჯერ ხუთს, სამჯერ ხუთი. მე უბრალოდ გადავალაგებ ამ რიცხვებს. ამ ნამრავლში ჩვენ ყველაფერს ვამრავლებთ. სამჯერ ხუთი გამრავლებული ათზე მერვე ხარისხში, გამრავლებული ათზე კვადრატში. მივიღებთ მეტრებს წამებში. შეგვიძლია დავწეროთ, მეტრ წამები გამრავლებული წამებზე. თუ ამას ისე მოეპყრობით, როგორც ცვლადებს, ეს წამები გაბათილდება, წაიშლება აი ამ წამებთან. დაგვრჩება მეტრები, რაც ძალიან კარგია, რადგან მანძილი უბრალოდ მეტრებში გვჭირდება. როგორ გავამარტივოთ ეს? სამჯერ ხუთი არის 15, 15-ჯერ ათი მერვე ხარისხში გამრავლებული ათზე კვადრატში. საერთო ფუძე გვაქვს, ნამრავლია შეგვიძლია დავაჯამოთ ხარისხები. ეს იქნება ათს მერვე ხარისხში მიმატებული ორი ანუ ათი მეათე ხარისხში. შეიძლება გეგონოთ, რომ მოვჩით. ჩვენ მივიღეთ ეს სტანდარტული ჩანაწერი. დაიმახსოვრეთ, სტანდარტულ ჩანაწერში, ეს რიცხვი ერთზე დიდი ან ტოლი უნდა იყოს, და ათზე ნაკლები. ეს აშკარად არ არის ათზე ნაკლები, როგორ გადავწეროთ? 15 შეგვიძლია დავწეროთ როგორც 1.5 ეს აშკარად ერთზე მეტი და ათზე ნაკლებია. იმისათვის, რომ 1.5-იდან მივიდეთ 15-მდე უნდა გავამრავლოთ ათზე ასე შევხედოთ: 15 არის 15.0, ამიტომ აქ ათწილადი გვაქვს, თუ ათწილას გადავაადგილბთ მარცხნივ, რომ 1.5 მივიღოთ, მას ვყოფთ ათზე. ეს ათზე გაყოფაა. ათწილადის მარცხნივ გადატანა ნიშნავს ათზე გაყოფას. თუ არ გვინდა მისი მნიშვნელობის შეცვლა, ვყოფთ მას ათზე და მერე ვამრავლებთ ათზე. ეს და ეს ტოლი რიცხვებია. 15 არის 1.5 ათჯერ, და შემდგომ ამას ვამრავლებთ ათზე მეათე ხარისხში. არა x-ს მეათე ხარისხში, ათჯერ მეათე ხარისხში. ათი უდრის ათს პირველ ხარისხში, შეგვიძლია დავაჯამოთ ხარისხები, ისინი საერთო ფუძეებით არიან, ეს უდრის 1.5 გამრავლებული ათზე ხარისხად ერთს პლუს ათი, ანუ ათი ხარისხად 11. ეს არის ძალიან ძალიან დიდი მანძილი, მისი წარმოდგენა ძალიან რთულია. იმედია გესიამოვნათ.