If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანა სტანდარტულ ჩანაწერზე: აშშ-ს სახელმწიფო ვალი

ოდესმე გიფიქრიათ, ეროვნული ვალის რა ნაწილია თქვენი? ამან შესაძლოა გაგაოცოთ. სამაგიეროდ, გასაოცარი არ არის, რომ პასუხის მისაღებად შეგიძლიათ სტანდარტული ჩანაწერის და გაყოფის გამოყენება. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

2010 წლის ორ თებერვალს აშშ-ს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ეროვნული ვალი იყო 1.2278-ჯერ ათი მე-13 ხარისხში. რათა გაიაზროთ, ერთხელ ათი მეექვსე ხარისხში მილიონიოა, ერთხელ ათი მეცხრე ხარისხში მილიარდია, ერთხელ ათი მე-12 ხარისხში ტრილიონია. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ სიდიდეების თანრიგზე ათი ტრილიონი დოლარის ფარგლებში. დაახლოებით 12 ტრილიონ დოლარზეა საუბარი. გვეუბნებიან რომ აშშ-ს სტატისტიკური აღწერის ბიუროს გამოთვლებით აშშ-ს მოსახლეობა იყო 3.086 გამრავლებული ათის მერვე ხარისხზე. ანუ ოდნავ მეტი, ვიდრე 300 მილიონი ადამიანი. საინტერესო რიცხვია, ეს არის მოსახლეობა. შემდეგ გვეუბნებიან, რომ ამ მონაცემების გამოყენებით გამოვიანგარიშოთ სახელმწიფო ვალი თითოეულ მოქალაქეზე. უნდა ავიღოთ ვალი და გავყოთ ხალხის რაოდენობაზე. ეს მოგვცემს სახელმწიფო ვალის რაოდენობას ერთ მოქალაქეზე. გამოიყენეთ სტანდარტული ჩანაწერი. დაწერეთ პასუხი ორივე: სტანდარტული და ათობითი ჩანაწერის სახით, რაც ჩვეულებრივი რიცხვია. ანგარიშისას დაამრგვალეთ მეოთხე თანრიგამდე. გვაინტერესებს ვალი თითო ადამიანზე. უნდა ავიღოთ მთლიანი ვალი და გავყოთ ადამიანების რაოდენობაზე. მთლიანი ვალი არის 1.2278 გამრავლებული ათზე მე-13 ხარისხში. და უნდა გავყოთ ეს ხალხის რაოდენობაზე, რაც 3.086-ჯერ ათი მერვე ხარისხის ტოლია. შეგვიძლია ორი შეფარდების გამოსახულებად დავყოთ. ვთქვათ, რომ ეს ტოლია ამ შეფარდების, 1.2278 გაყოფილი 3.086-ზე. შემდეგ გამრავლებული ათის მე-13 ხარისხზე შეფარდებული ათის მერვე ხარისხზე. რამდენია ათი მე-13 ხარისხში შეფარდებული ათზე მერვე ხარისხში? მოდით აქ გავაკეთებ. ეს იგივეა, რაც ათი მე-13 ხარისხში გამრავლებული ათზე მინუს მერვე ხარისხში. ეს არის რვა. თუ გაქვთ ათი მერვე ხარისხში მნიშვნელში, ეს იგივე, რაც გამრავლება ათზე ხარისხად მინუს ათი ანუ გაქვთ 13, იგივე ფუძით ათი, ათი მე-13 ხარისხში გამრავლებული ათზე მინუს მერვე ხარისხში იქნება ათი ხარისხად 13 მინუს რვა. რაც უდრის ათს მეხუთე ხარისხში. ან მეორე ხერხი ამის გასაკეთებლად. თუ ფუძე გაქვთ მნიშვნელში, აკლბეთ ხარისხის მაჩვენებლებს. ანუ 13-ს მინუს რვა. ათი მეხუთე ხარისხში. ანუ ეს ლურჯი გამოსახულება გამრავლებული ათზე მეხუთე ხარისხში. ავიღოთ კალკულატორი, რომ აქვე გამოვთვალოთ. გვეუბნებიან, დაამრგვალეთ ათწილადის მეოთხე ადგილამდეო, გავითვალისწინოთ ეს. ჩავრთავ კალკულატორს. 1.2278 გაყოფილი 3.086-ზე უდრის 0.3979-ს. რადგან აქამდე გვინდა დამრგვალება. 3979. დავიმახსოვროთ. ან გვერდზე გავწევ, რომ მაინც ვხედავდე. მაშ ამ პატარა ათწიალდების შეფარდება შედეგად გვაძლევს 0.3979-ს. რა თქმა უნდა, გამრავლებული ათზე მეხუთე ხარისხში დოლარი თითო ადამიანზე. ალბათ იტყვით, რომ ეს სტანდარტული ჩანაწერია, მაქვს რიცხვი გამრავლებული ათის ხარისხზე. მაგრამ დააკვირით, ეს რიცხვი არ არის მეტი ან ტოლი ერთის. გახსოვდეთ, სწორი სტანდარტული ჩანაწერისას, ეს რიცხვი უნდა იყოს მეტი ან ტოლი ერთზე და ათზე ნაკლებია. აქვე გავაკეთოთ, შეგვიძლია გავამრავლოთ. თუ არ გვინდა რიცხვის შეცვლა, შეგვიძლია ის გავამრავლოთ. ეს რიცხვი ათზე და გავყოთ და ეს რიცხვი ათზე გავამრავლოთ. ან მეორენაირადაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს მთლიანად შეიძლება ჩაიწეროს, როგორც 0.3979 გამრავლებული ათზე გამრავლებული ათზე მეოთხე ხარისხში. მე უბრალოდ დავშალე ათი მეხუთე ხარისხში ათსა და ათის მეოთხე ხარისხზე. ეს გავაკეთე, რადგან მინდოდა ამის ათზე გამრავლება. ანუ შემიძლია 0.3-ის მაგივრად სამი წინ გამოვიტანო. მოდით გავაკეთოთ. ვიღებ ათს ათის მეხუთე ხარისხიდან. ვყოფ მას ათზე და ვამრავლებ ამ მეორეს ათზე, ისე რომ არ ვცვლი მთლიან ოდენობას. ამის შემდეგ ეს გახდება 3.979 გამრავლებული ათზე მეოთხე ხარისხში. ამდენია ვალი თითო მოქალაქეზე სტანდარტული ჩანაწერით. ამოცანაში ასევე უნდათ, რომ ეს ათობითი ჩანაწერით გამოვსახოთ, რაც თითქოს რიცხვის სტანდარტული ჩანაწერია სტანდარტული ციფრული ათობითი სისტემით. ანუ რა არის 3.979-ჯერ ათი მეოთხე ხარისხში? მოდით ვიფიქროთ ამაზე. ამ გზით გავაკეთებ. გადავწიოთ ათწილადის წერტილის ადგილი. თუ გავამრავლებთ ათზე, მივიღებთ 39.79-ს. თუ გავამრავლებთ ათის კვადრატზე მივიღებთ 397.9-ს. გავამრავლოთ ათზე მესამე ხარისხში და მივიღებთ 3979-ს. თუ გავამრავლებთ ათის მეოთხე ხარისხზე, მივიღებთ ერთი ნულით მეტს მარჯვნივ. ათწილადის წერტილს ოთხით მარჯვნივ გადავწევთ და ჩავწერთ ასე. ეს უდრის 39790 დოლარს, თუ ფიქრობთ სახელმწიფო ვალზე თითო ადამიანზე. ყოველ კაცს, ქალს და ბავშვს ამერიკის შეერთებულ შტატებში მართებს 39970 დოლარი.