If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოწვევა სტანდარტული ჩანაწერის გამარტივებაზე

სალი ამარტივებს ძალიან ჩახლართულ სტანდარტული ჩანაწერით აღწერილ გამოსახულებას.  შემქმნელია სალ ხანი.

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შევძლებთ გავამარტივოთ ეს გამოსახულება და ჩავწეროთ სტანტარტული ჩანაწერის სახით. პირველად რისი გაკეთებაც მინდა, მაქვს გამოსახულების ნაწილები, რომლებიც ჩაწერილია სტანდარტული სახით. გამრავლების გასამარტივებლად, უკეთესია სტანდარტული ჩანაწერის გამოყენება, შემდეგ იმის გაკეთება, რაც საჭიროა ნამრავლი სტანდარტული ჩანაწერის სახით მიღებისთვის. აი ეს ნაწილი აქ, 0.2, არ არის სტანდარტული ჩანაწერი. იმისათვის რომ ეს იყოს სტანდარტული ჩანაწერი, ის უნდა იყოს ერთსა და ათს შორის და არა ათის ჩათვლით, ანუ მეტი ან ტოლი ერთზე, და ნაკლები ათზე, გამრავლებული ათზე რაიმე ხარისხში. ეს აშკარად ნაკლებია ერთზე. მაგრამ შეგვიძლია ამას შემდეგნაირად შევხედოთ: ეს არის ათეულების ადგილზე. ეს არის ორჯერ 1/10. 1/10 არის ათი უარყოფით პირველ ხარისხში. ეს არის იგივე, რაც ორჯერ ათი უარყოფით პირველ ხარისხში, იგივე, რაც ორჯერ 1/10. ახლა თუ შევხედავთ მნიშვნელს, ამ ცისფერ ნაწილს, ვნახავთ, რომ ის ჩაწერილია სტანდარტული სახით. მაგრამ ეს მწვანე ნაწილი არ არის. მარტივად შეგვიძლია ეს ჩავწეროთ, როგორც ხუთი 10 000, 10 000 არის ათი მეოთხე ხარისხში იგივეა, რაც ხუთჯერ ათი მეოთხე ხარისხში. ხედავთ რომ ამას აქვს 1, 2, 3 და 4 ნული. ახლა ავიღოთ ნამრავლი მრიცხველსა და მნიშვნელში. მრიცხველში, ვაპირებ გადავცვალო გადამრავლების თანრიგი. ბევრ რამეს ვამრავლებ. 4,6-ჯერ ათი მეექვსე ხარისხში, გამრავლებული ორჯერ ათზე უარყოფით პირველ ხარისხში. არ აქვს მნიშვნელობა რა თანმიმდევრობით გავამრავლებ მათ. შემიძლია გადმოვწერო ეს, როგორც 4,6-ჯერ ორი გამრავლებული ორზე, გამრავლებული ათზე მეექვსე ხარისხში გამრავლებული ათზე უარყოფით პირველ ხარისხში. მნიშვნელში, მოდით, დავწერ ხუთჯერ 2,3 გამრავლებული ათზე მეოთხე ხარისხში, გამრავლებული ათზე უარყოფით მეორე ხარისხში. ახლა ვცადოთ ამის გამარტივება. აქ, გვაქვს 4,6 გამრავლებული ორზე. შემოვხაზავ ამას. 4,6-ჯერ ორი არის 9,2. შემდეგ ათი მეექვსე ხარისხში გამრავლებული 10-ზე უარყოფით პირველ ხარისხში. აქ ერთნაირი ფუძეები გვაქვს. ვიღებთ ნამრავლს. შეგვიძლია შევკრიბოთ ხარისხის მაჩვენებლები, ეს იქნება ათი ხარისხად ექვსს გამოკლებული ერთი ანუ ათი მეხუთე ხარისხში. გავამარტივეთ ჩვენი მრიცხველი. ახლა მნიშვნელში, მოდით, ვნახოთ. ხუთჯერ 2,3. ხუთჯერ ორი არის ათი. ხუთჯერ 0,3 არის 1,5 ანუ ეს იქნება 11,5. შემდეგ თუ ვამრავლებ ათზს მეოთხე ხარისხში ათზე უარყოფით მეორე ხარისხში, ეს იქნება ათი ხარისხში ოთხს გამოკლებული ორი ანუ ათი კვადრატში. ახლა შემიძლია გავყო ესენი. უნდა დავფიქრდეთ: რა არის 9,2 შეფარდებული 11,5-ზე. მოდით ამას ახლა გავაკეთებ, ცოტათი ვივარჯიშოთ ათწილადების გაყოფაში. მოდით, ცოტა ადგილს ავიღებ და ამას იმავე ფერით დავწერ. გვაქვს 9,2 გაყოფილი 11,5-ზე. თუ აქედან ორივეს ათზე გავამრავლებთ, იგივე იქნება, რაც 92 გაყოფილი 115-ზე. ჩვენ გადავიტანეთ ათწილადის წერტილი მარჯვნივ ორივე შემთხვევაში. მოდით, აქ დავამატებ რამდენიმე ნულს, რადგან ვეჭვობ რომ ათწილად მივიღებ. დავფიქრედ რა შეიძლება იყოს ეს. 115 არ მოთავსდება ცხრაში. ის არ მოთავსდება 92-ში. ის მოთავსდება 920-ში. დავფიქრდეთ, 115რვაჯერ მოთავსდება 920-ში. ვნახოთ თუ გამოვა. აქ მაქვს ათწილადი. ეს არის ნული. რვაჯერ ხუთი არის 40. რვაჯერ 11 არის 88. და შემდეგ 88-ს დამატებული ოთხი არის 92. ზუსტად მოთავსდა, ძალიან კარგი. ნაშთი არ დაგვრჩენია. 9,2 გაყოფილი 11,5-ზე გამარტივებულად იქნება 0,80. და შემდეგ ათი მეხუთე ხარისხში გაყოფილი ათზე მეორე ხარისხში, გვაქვს ერთნაირი ფუძე, და ვყოფთ, ანუ ვაკლებთ ხარისხის მაჩვენებლებს. ეს იქება ათი ხარისხად, ხუთს გამოკლებული ორი. ეს იქნება ათი მესამე ხარისხში, ანუ გამრავლებული ათზე მესამე ხარისხში. დავასრულეთ? იმისათვის, რომ დავასრულოთ, ეს რიცხვი უნდა იყოს მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლები ათზე. ეს აშკარად არაა მეტი ან ტოლი ერთზე. როგორ შეგვიძლია ამის ისეთ ნამრავლად გადაწერა, რომელიც იქნება მეტი ან ტოლი ერთზე და ნაკლებია ათზე და 10 რაღაც ხარისხშია? ეს არის რვა, ის ათეულების ადგილზეა. ეს არის 8/10 გამრავლებული 1/10-ზე. ეს იქნება იგივე, რაც რვაჯერ ათი უარყოფით პირველ ხარისხში. შემდეგ გვაქვს ეს ათი მესამე ხარისხში, ანუ გამრავლებული 10-ზე მესამე ხარისხში. ასეთი ფერით გავაკეთებთ ამას. აქ გვაქვს ერთნაირი ფუძეები. შევკრებთ ხარისხის მაჩვენებლებს. ეს ტოლი იქნება რვაჯერ ათი ხარისხად სამს გამოკლებული ერთი, ანუ რვაჯერ ათი კვადრატში. დავასრულეთ. ჩვენ გავამარტივეთ თავდაპირველი გამოსახულება.