ძირითადი მასალა
მერვე კლასი
კურსი: მერვე კლასი > თემა 1
გაკვეთილი 2: კვადრატული და კუბური ფესვები- კვადრატული ფესვები: შესავალი
- ფესვის ამოღება სრული კვადრატებიდან
- კვადრატული ფესვები
- კუბური ფესვები: შესავალი
- კუბური ფესვი
- დამუშავებული მაგალითი: უარყოფითი რიცხვის კუბური ფესვი
- განტოლებები კვადრატული და კუბური ფესვებით
- კვადრატული ფესვი ათწილადიდან
- ფესვები ათწილადებიდან და წილადებიდან
- კვადრატულფესვიანი განტოლებები: ათწილადები და წილადები
- კუბის ზომები მისი მოცულობიდან
- კვადრატული და კუბური გამოწვევა
- კვადრატული ფესვების გახსენება
- კუბური ფესვების გახსენება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
კუბის ზომები მისი მოცულობიდან
გაიგეთ, თუ როგორ იპოვოთ კუბის გვერდის სიგრძე, რომლის მოცულობაც 512 კუბური სანტიმეტრია.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვთქვათ, გვაქვს კუბი... კუბს დავხატავ... ესე იგი, გვაქვს კუბი და ვიცით, რომ ამ
კუბის მოცულობაა 512 კუბური სანტიმეტრი. ჩემი შეკითხვა ასეთია: რა
არის ამ კუბის განზომილებები? რა იქნება სიგრძე? რა იქნება სიგანე? და რა იქნება სიმაღლე? ვიცით, რომ ეს ფიგურა კუბია, ამიტომ
ყველა ეს განზომილება ტოლი იქნება. როგორც ყოველთვის, მოგიწოდებთ, დააპაუზოთ
ვიდეო და დამოუკიდებლად გარკვევა სცადოთ. მოდით, სიგრძეს ვუწოდოთ "x" თუ ეს x-ია, მაშინ ესეც x იქნება და ესეც იქნება x. ესე იგი, თუ მოცულობა არის 512
კუბური სანტიმეტრი, ეს ნიშნავს, რომ x გამრავლებული x-ზე და
გამრავლებული x-ზე იქნება 512. ...არის 512 ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ
x ხარისხად სამი არის 512. ან კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
x ტოლია კუბური ფესვის 512-დან! და რამდენია კუბური ფესვი 512-დან? ყველაზე მერტივი გზა, რაც მაფიქრდება
ამის კალკულატორის გარეშე გასაგებად, არის მამრავლებად დაშლა.
ახლა ამის გაკეთებას შევეცდებით. ვნახოთ... 512 გაიყოფა ორზე?
რა თქმა უნდა, 512 ლუწია. გვექნება ორჯერ... ვნახოთ... 256, დიახ, ორჯერ 256. 256-იც იყოფა ორზე, ეს არის ორჯერ 128 რაც აგრეთვე იყოფა ორზე და არის ორჯერ 64 რომელიც ასევე იყოფა
ორზე და ეს არის ორჯერ 32 ვნახოთ... შემიძლია
გავაგრძელო: ეს არის ორჯერ 16, რაც არის ორჯერ რვა, ეს არის ორჯერ
ოთხი, რაც არის იგივე, რაც ორჯერ ორი. ესე იგი, 512 არის იგივე, რაც ორი
ხარისხად... ვნახოთ: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ეს არის ორი ხარისხად ცხრა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, რა რიცხვი
გამრავლებული თავის თავზე და ისევ თავის თავზე... თუ მაქვს სამი ერთნაირი რიცხვი და
გადავამრავლებ, რა რიცხვი მომცემს 512-ს? ამ რიცხვის საპოვნელად შეგვიძლია, ასე
ვიფიქროთ: შეხედეთ, აქ ცხრა რიცხვი მაქვს, მოდით, დავყოთ ისინი სამ ჯგუფად. ეს არის ერთი კგუფი, ეს მეორე ჯგუფი და ეს არის მესამე ჯგუფი, აი, აქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 512 არის
იგივე, რაც ორჯერ ორჯერ ორი, ანუ რვა, გამრავლებული ორჯერ ორჯერ ორზე, ანუ რვაზე, გამრავლებული ორჯერ ორჯერ ორზე. ესე იგი, 512 არის იგივე,
რაც რვა ხარისხად სამი. ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ x... აქ დავწერ რომ x ტოლია კუბური ფესვის...
512-ის დაწერის მაგივრად... 512-ის მაგივრად დავწერ რვა ხარისხად სამს. ახლა, რა იქნება კუბური ფესვი
მესამე ხარისხში აყვანილი რიცხვიდან? უბრალოდ ეს რიცხვი! ესე იგი, x ტოლია რვის. ესე იგი, თუ მოცულობა
არის 512 კუბური სანტიმეტრი თითოეული განზომილება იქნება რვა სანტიმეტრი ესე იგი, x ტოლია რვა სანტიმეტრის, ეს ტოლია რვა სანტიმეტრის,
ახლა ერთეულებს ვწერ. ეს ტოლია რვა სანტიმეტრის. დავასრულეთ. თუ პირდაპირ არ იცით,
რომ რვა ხარისხად სამი არის 512, ამ გზით შეგიძლიათ მიხვიდეთ პასუხამდე. იმედია, ეს ვიდეო რამეში დაგეხმარათ.