If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-ის ხარისხებზე გამრავლება

გაიგეთ როგორ გაამრავლოთ (9 * 10^9) (-2 * 10^-3).

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მინდა გამოვთვალო ცხრა გამრავლებული ათი ხარისხად ცხრაზე, გამრავლებული მინუს ორი გამრავლებული 10 ხარისხად მინუს სამზე. მოგიწოდებთ, დააპაუზეთ ვიდეო. ნახეთ, თავად თუ შეძლებთ გაკეთებას. კარგი... პირველი რამ, რაც მინდა გავაკეთო, შევცვალოთ მამრავლების თანმიმდევრობა. ჯერ გავამრავლოთ ცხრა და მინუს ორი, და შემდეგ შეგვიძლია გავამრავლოთ 10 ხარისხად ცხრა და ათი ხარისხად მინუს სამი. ესე იგი, თუ თანმიმდევრობას შევცვლი, დავწერ: ცხრა გამრავლებული... ცხრა გამრავლებული... მინუს ორზე, ცხრა გამრავლებული მინუს ორზე, გამრავლებული ათი ხარისხად ცხრაზე, გამრავლებული... მოდით, იმავე ფერით დავწერ, გამრავლებული ათი ხარისხად მინუს სამზე. გამრავლებული ათი ხარისხად მინუს სამზე. კარგით, რამდენია ცხრა გამრავლებული მინუს ორზე? ცხრაჯერ ორი არის 18, ცხრაჯერ მინუს ორი იქნება მინუს 18. ესე იგი, მინუს 18. და რამდენია 10 ხარისხად ცხრა გამრავლებული 10 ხარისხად მინუს სამზე? თუ მაქვს რაღაც რიცხვი აყვანილი რაღაც ხარისხში და ვამრავლებ იმავე ფუძეზე... შეხედეთ, ორივეს ერთნაირი ფუძე აქვთ, ანუ გამრავლებული იმავე რიცხვზე სხვა ხარისხში, ეს იქნება იგივე, თუ დავწერთ ფუძე, ანუ ეს რიცხვი, ხარისხად ამ ორი ხარიხის ჯამი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს ხარისხების თვისებებიდან. ანუ, ეს იქნება ათი ხარისხად... ცხრას დამატებული მინუს სამი. ან, მოდით, იმავე ფერებს გამოვიყენებ, რომ დაინახოთ, საიდან მოვიტანეთ 9 და -3. ხარისხად ცხრას დამატებული მინუს სამი. ცხრას დამატებული... ფერების გადაცვლა მიჭირს ხოლმე, ცხრას დამატებული მინუს სამი, რა იქნება ეს? გვექნება მინუს 18 გამრავლებული ათი ხარისხად... ცხრას დამატებული მინუს სამი იგივეა, რაც ცხრას გამოკლებული სამი, ანუ ექვსი. მინუს 18 გამრავლებული 10 ხარისხად ექვსზე. თუ გაინტერესებთ, რა რიცხვია ეს, ათი ხარისხად ექვსი არის ერთი ექვსი ნულით, ანუ მილიონი. მინუს 18 გამრავლებული მილიონზე იქნება მინუს 18 მილიონი. ან შეგვიძლია ვთქვათ, მინუს 18 გამრავლებული ათი ხარისხად ექვსზე, როგორც გინდათ. სხვანაირად რომ დავწეროთ, მინუს 18... მინუს 18... ნულებს მწვანე ფერით დავწერ, მინუს 18 მილიონი. ორივე გზა სწორია ამ რიცხვის დასაწერად.