If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მერვე კლასი > თემა 1

გაკვეთილი 4: ირაციონალური რიცხვების მიახლოებით დადგენა

მნიშვნელობების კალკულატორით შემოწმება

გაიგეთ, როგორ უნდა შეადაროთ 22.9% √0.45-ს კალკულატორით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩემი შეკითხვა ასეთია: ამ რიცხვებიდან რომელია უფრო დიდი 22.9 პროცენტი თუ კვადრატული ფესვი 0.45-დან. გირჩევთ, ჯერ სცადოთ, მოიფიქროთ კალკულატორის გარეშე და შემდეგ გამოიყენებთ კალკულატორი და გაიგეთ, რომელია უფრო დიდი. კარგით, ჯერ ვცადოთ კალკულატორის გარეშე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22.9 პროცენტი იქნება... შემთხვევით რიცხვს ავიღებ... 22.9 პროცენტი ნაკლებია, ვთქვათ, 30 პროცენტზე. 30 პროცენტი იმიტომ ავირჩიე, რომ 30 პროცენტის ან 30 პროცენტის კვადრატის გამოთვლა უფრო მარტივია. ანუ ნაკლებია 30 პროცენტზე... ან, სხვაგვარად რომ დავწეროთ, ნაკლებია 0.3-ზე და შემდეგ შეგვიძლია შევადაროთ 0.3 ამ რიცხვს. თუ 0.3 ნაკლებია ამაზე, მაშინ 22.9 პროცენტიც ნაკლები იქნება, რადგან 22.9 პროცენტი ნაკლებია 0.3-ზე. რატომ შევცვალე ამოცანა ასე? მოდით, შევადაროთ 0.3 და კვადრატული ფესვი... მოდით, იმავე ფერით დავწერ... კვადრატული ფესვი 0.45-დან. ახლა გამოვიყენებ კვადრატში აყვანის ხერხს. რა მოხდება თუ ორივე რიცსვს კვადრატში ავიყვან? თუ ამას ავიყვან კვადრატში, ნულ მთელ სამჯერ ნული მთელი სამი არის... სამჯერ სამი არის ცხრა, მაგრამ ორივე რიცხვს ერთი ფიცრით მარჯვნივ აქვს ათწილადის წერტილი, აქ ორი ციფრით მარჯვნივ უნდა გადავიდეთ, ნული მთელი ცხრა მეასედი. თუ ამას ავიყვან კვადრატში, ისევ თეთრს გამოვიყენებ, თუ ამას კვადრატში ავიყვანთ, რას მივიღებთ? ეს იქნება უბრალოდ 0.45. 0.9 აშკარად ნაკლებია 0.45-ზე ან, 0.3 კვადრატში ნაკლებია ამის კვადრატზე 0.3 კვადრატში ნაკლებია ვიდრე კვადრატული ფესვი 0.45-დან, ესე იგი, ვიცით, რომ 0.3 ნაკლები იქნება კვადრატულ ფესვზე 0.45-დან ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ 22.9 პროცენტი... თუ ეს ნაკლებია ამაზე და ეს ნაკლებია ამაზე, მაშინ 22.9 პროცენტი ამაზე ნაკლები უნდა იყოს. კიდევ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგიძლიათ, აიღოთ კალკულატორი, კალკულატორს ავიღებ... 22.9 პროცენტი იგივეა, რაც 0.229 იგივეა, რაც... 0.229 გვინდა შევადაროთ ეს რიცხვი კვადრატულ ფესვს 0.45-დან. ორი გზით შეგვიძლია გავაკეთოთ: პირველი, როგორც ადრე, შეგიძლიათ, ეს აიყვანოთ კვადრატში და ნახოთ, თუ იქნება მეტი 0.45-ზე. მოდით, ასე გავაკეთოთ. ავიყვანოთ კვადრატში და ვნახოთ: არა, ეს არის 0.05 რაც აშკარად ნაკლებია, ვიდრე 0.45, ანუ, დავადასტურეთ ჩვენი პასუხი. ან სხვაგავარადც შეგვიძლია, გავაკეთოთ: შეგიძლიათ, კალკულატორის დახმარებით გამოთვალოთ ამის კვადრატული ფესვი. ანუ, 0.45 და ამოიღოთ კვადრატული ფესვი. ამ რიცხვის კვადრატული ფესვი არის, დაახლოებით, 0.67. ანუ, ეს დაახლოებით არის 0.67, რაც არის დაახლოებით 67 პროცენტი და ეს აშკარად მეტია 22.9 პროცენტზე. ესე იგი, უამრავი გზით შეგიძლიათ, ამოხსნათ. კარგია, თუ რაღაცების მიახლოება შეგიძლიათ. იფიქრეთ. რადგან, თუ კალკულატორთან წვდომა არ გაქვთ, შეგეძლებათ, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ შეიძლება, რაღაცაზე 22.9 პროცენტიანი ფასდაკლებაა ან რაღაც ახალი ტიპის მაღაზიაში გეუბნებიან: ფესვი 0.45-დან აკლდება ყველა პროდუქტს! ეს საინტერესო იქნებოდა, მყიდველებს დააბნევდა. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, იმედია, დაგეხმარათ.