ძირითადი მასალა
მერვე კლასი
კურსი: მერვე კლასი > თემა 7
გაკვეთილი 2: წერტილოვანი დიაგრამების განმარტება- მიმართულების მაგალითი გაბნევის დიაგრამებში
- გაბნევის დიაგრამა: საწვავი
- წერტილოვანი დიაგრამების მიხედვით დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულებები
- გაბნევის დიაგრამების ტენდენციების აღწერა
- ამოვარდნები გაბნევის დიაგრამებში
- კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ამოვარდნები გაბნევის დიაგრამებში
შეიტყვეთ რას ეწოდება ამოვარდნა და როგორ უნდა იპოვოთ იგი!
რა არის ამოვარდნები გაბნევის დიაგრამებში?
გაბნევის დიაგრამებში ხშირად გვხვდება კანონზომიერება. ამოვარდნა ეწოდება მონაცემთა ერთეულს, რომელიც არ ჯდება კანონზომიერებაში.
განვიხილოთ ზემოთ მოცემული გაბნევის დიაგრამა, რომელიც გვჩვენებს ინფორმაციას მოგზაურ სტუდენტებზე (თითოეული წერტილი აღნიშნავს სტუდენტს).
დააკვირდით. ეს ორი წერტილი არ ჯდება კანონზომიერებაში. მათ ჰქვიათ შერონი და ბრედი, იმ სტუდენტების სახელები, რომლებსაც წარმოადგენენ.
შერონი ჩაითვლება გამონაკლისად, რადგან იმაზე გაცილებით მძიმე ზურგჩანთას ატარებს, ვიდრე კანონზომიერება ითვალისწინებს.
ბრედი კი იმიტომაა გამონაკლისი, რომ კანონზომიერებით პროგნოზირებულზე გაცილებით მსუბუქ ზურგჩანთას ატარებს.
მთავარი მიგნება: არ არსებობს განსაკუთრებული წესი, რომელიც გვეტყვის, არის თუ არა მონაცემთა ერთეული გამონაკლისი გაბნევის დიაგრამაში. უფრო რთული სტატისტიკის შედგენისას შესაძლოა, ძალიან გამოგვადგეს „ამოვარდნის" ზუსტი განსაზღვრების შედგენა, თუმცა ჩვენ ეს ჯერ არ გვჭირდება.
სავარჯიშო ამოცანები
იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ, რატომ ეწოდება ზოგიერთ წერტილს ამოვარდნა, რამდენიმე ამოცანა გავაკეთოთ.
ამოცანა 1: კომპიუტერის ყიდვა
მიშელი კოლეჯისთვის კომპიუტერის ყიდვამდე სხვადასხვა მოდელის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. მან რამდენიმე კომპიუტერის ფასი და ხარისხის რეიტინგი მოძებნა. მის მიერ შეგროვებული მონაცემები ნაჩვენებია მარჯვნივ გაბნევის დიაგრამის სახით, სადაც თითოეული წერტილი კომპიუტერს შეესაბამება.
ამოცანა 2: ტესტის ქულები
ამერიკის შეერთებულ შტატებში დამამთავრებელი კლასის ზოგიერთი მოსწავლე კოლეჯში განაცხადის შეტანამდე SAT ტესტს აბარებს. მარჯვენა მხარეს მოცემულ გაბნევის დიაგრამაზე ჩანს, თუ თითოეულ შტატში იმ მოსწავლეებიდან, რომლებიც კოლეჯში სწავლის გაგრძელებას აპირებდნენ, რამდენმა პროცენტმა დაწერა SAT ტესტი წლებში. ჩანს, ასევე, ტესტის მათემატიკურ ნაწილში მიღებული საშუალო ქულა თითოეული შტატისთვის.
მონიშნული სამი წერტილი შეიძლება, ამოვარდნებად ჩავთვალოთ.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.