ძირითადი მასალა
მერვე კლასი
კურსი: მერვე კლასი > თემა 7
გაკვეთილი 2: წერტილოვანი დიაგრამების განმარტება- მიმართულების მაგალითი გაბნევის დიაგრამებში
- გაბნევის დიაგრამა: საწვავი
- წერტილოვანი დიაგრამების მიხედვით დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულებები
- გაბნევის დიაგრამების ტენდენციების აღწერა
- ამოვარდნები გაბნევის დიაგრამებში
- კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე
გაიგეთ რას ნიშნავს კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე!
რას ნიშნავს კლასტერები გაბნევის დიაგრამაზე?
ზოგჯერ მონაცემთა წერტილები გაბნევის დიაგრამაზე ცალკეულ ჯგუფებს ქმნიან. ასეთ ჯგუფებს კლასტერები ეწოდებათ
განიხილეთ ზემოთ მოცემული დიაგრამა, რომელზეც ასახულია ინფორმაცია წელს ბრენდის ჰოთ დოგების კვებითი ღირებულების შესახებ (თითოეული წერტილი აღნიშნავს ერთ ბრენდს). წერტილები ქმნიან ორ კლასტერს, ერთს მარჯვნივ, ერთს კი - მარცხნივ.
მარცხენა კლასტერი ასახავს ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევა.
მარჯვენა კლასტერი ასახავს ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევა.
სავარჯიშო ამოცანები
კლასტერის ცნება რომ უკეთ გავიგოთ, მოდით, რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთოთ.
ამოცანა 1: კაცი და ქალი თევზები
ზრდასრული მამრი Lamprologus callipterus (თევზის სახეობა) გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე იგივე სახეობის მდედრი. ისინი დაახლოებით -ჯერ მეტს იწონიან. ამასთანავე, მდედრების სიგრძე სანტიმეტრს აღწევს, მამრების კი - -ს.
ამოცანა 2: SAT-ის ქულები
ამერიკის შეერთებულ შტატებში დამამთავრებელი კლასის ზოგიერთი მოსწავლე, კოლეჯში განაცხადის შეტანამდე, SAT ტესტს აბარებს. ქვემოთ მოცემულ გაბნევის დიაგრამაზე ჩანს თითოეულ შტატში იმ მოსწავლეებიდან, რომლებიც კოლეჯში სწავლის გაგრძელებას აპირებდნენ, რამდენმა პროცენტმა დაწერა SAT ტესტი წლებში და ასევე ტესტის მათემატიკურ ნაწილში მიღებული საშუალო ქულა თითოეული შტატისთვის.
გვაქვს ორი კლასტერი: შტატების, სადაც გამოცდაზე იყო და შტატების, სადაც გამოცდაზე იყო.
რატომ არსებობენ კლასტერები მონაცემთა ერთობლიობაში?
კონკრეტულ მონაცემთა ჯგუფში კლასტერების გაჩენის მიზეზი საკმაოდ რთული ასახსნელია. ამ ქვეთავში წარმოდგენილია სამი მონაცემთა ჯგუფი, სადაც რეალური სამყაროდან არის ინფორმაცია თავმოყრილი. კლასეტერების არსებობის აშკარა მიზეზი მხოლოდ იმ მონაცემთა ჯგუფში ჩანს, რომელიც თევზებს შეეხებოდა.
თუ გაქვთ თეორია, რომელიც დანარჩენ მონაცემთა ჯგუფებში კლასტერების არსებობას ახსნის, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ კომენტარების სექციაში.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.