If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მთელი რიცხვების შედარება

სალი შეადარებს ერთმანეთს 394-სა და 397-ს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დაადგინეთ 394 მეტია თუ ნაკლები 397-ზე, შემდეგ კი დაწერეთ გამოსახულება, მეტობის ან ნაკლებობის, უფრო სწორედ, ნაკლებობის ან მეტობის სიმბოლოს გამოყენებით რომელიც ამას გვიჩვენებს. ანუ იმას, რომ 394 მეტია ან ნაკლებია. მოდით, ჯერ ჩამოვწეროთ ეს რიცხვები. ესე იგი, გვაქვს 394 და გვაქვს 397. შევადაროთ. პირველ რიგში მოდით შევადაროთ ასეულები. ასეულებში ორივეგან გვაქვს სამიანი, ამიტომ ნუ ორივეგან სამიანი რადგან არის, ერთმანეთის ტოლია ესენი და ამით არ განსხვავდება. შემდეგ, ეს ასეულში. ათეულებში ორივეგან გვაქვს 9-იანი ანუ 90 გვაქვს ორივეგან. ესე იგი, ესენიც ერთმანეთის ტოლია. ხოლო ერთეულებში, ზემოთ გვაქვს 4 ერთეული და ქვემოთ გვაქვს 7 ერთეული. ვიცით, რომ 4 ნაკლებია 7-ზე. ესე იგი, გამოდის, რომ რადგან 394 არის 300-ს პლუს 90 და პლუს 4, ხოლო 397 არის 300-ს პლუს 90 და პლუს 7, 397 მეტია 394-ზე, ან პირიქით 394 (და მოდით დავწეროთ ეს ბარემ) 394 ნაკლებია 397-ზე. ახლა რატომ ნიშნავს ეს ,,ნაკლებია''? ლოგიკა ასე ვთქვათ ის არის, რომ (მოდით ცოტა დიდადაც დავწერ) 394 (ჯობდა თავიდანვე დიდად დამეწერა) ნაკლებია 397-ზე. ასე შეგვიძლია დავიმახსოვროთ თუ რატომ მივიღეთ ეს ნაკლებობის ნიშნად. უფრო პატარა მხარე, ანუ მხარე, რომელიც მცირე არის, არის ნაკლებისკენ. მხარე, რომელიც უფრო დიდია, აი გაშლა საითაც ხდება, არის დიდისკენ. ანუ პატარადან დიდისკენ მივდივართ, ასე რომ იზრდება თითქოს, ხომ? და ესე იგი, მარცხნივ არის ნაკლები, მარჯვნივ არის მეტი. ზოგი იმით იმახსოვრებს, რომ ნაკლებისკენ არის 1 წვერო და მეტისკენ არის 2 ბოლო. მაგრამ, რავიცი თქვენი ნებაა. აი პირიქით, რომ ყოფილიყო, ჯერ რომ დაგვეწერა 397, მაშინ დავწერდით, რომ 397 მეტია 394-ზე ანუ დიდისკენ არის გაშლილი მხარე, (გაფართოებული მხარე) ხოლო პატარისკენ არის შევიწროებული მხარე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)