If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ლარების დათვლა

გიორგი კრებს და პოულობს ქართული ფულის   ჯამურ ღირებულებას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ზენგ ტაოს აქვს ორი ერთლარიანი კუპიურა. შემდეგ ასევე აქვს ერთი ხუთლარიანი კუპიურა. მოდი ჯერ დავწეროთ, ორი ცალი ერთლარიანი კუპიურა აქვს. ერთს პლუს ერთი. ორი ცალი ერთლარიანი კუპიურა ამას ნიშნავს — ერთს დამატებული ერთი, ანუ ორი. ორი ცალი ერთლარიანი. შემდეგ ასევე აქვს ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, ანუ პლუს ამას ხუთი და კიდევ სამი ცალი ათლარიანი კუპიურაც. ესე იგი სამი ცალი 10 ლარიც აქვს, ანუ სამი ცალი ათლარიანი. პლუს 10, პლუს 10 და პლუს კიდევ 10. გვეკითხებიან სულ რა თანხა აქვს მაშინ ზენგ ტაოს? მოდი დავთვალოთ, ერთს პლუს ერთი არის ორი, შემდეგ ორს პლუს ხუთი არის შვიდი. ესე იგი გვაქვს ეს შვიდი. ეს არის შვიდი. 10 პლუს, 10 პლუს, 10 არის სამი ათეული ანუ 30. ესე იგი რას უდრის ახლა შვიდს პლუს 30? ანუ ესღა დაგვრჩა. ეს არის იგივე რაც რა? 37. ეს უდრის 37-ს. გამოდის, რომ ზენგ ტაოს ჯამში ჰქონია 37 ლარი. მოდი კიდევ ერთი ამოცანა გავაკეთოთ. კიდევ ერთი მსგავსი ამოცანა. დიას აქვს ექვსი ერთლარიანი კუპიურია — 1, 2, 3, 4, 5, 6. დავითვალოთ, ეს იყოს ერთი, ეს იყოს ორი, ეს იყოს სამი, ეს ოთხი, ეს ხუთი და ესეც ექვსი. ექვსი ერთლარიანი კუპიურა. ნუ დავაწერ კიდეც რომ ერთიანებია. ესე იგი, ეს არის დიას ერთლარიანები და როგორც ხედავთ, მართლაც ექვს ცალია. და შემდეგ, ასევე მას აქვს სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა. მოდი ესეც დავხატოთ, ოღონდ სხვა ფერით იყოს. ესე იგი, ეს ერთი ხუთიანი, შემდეგ ეს მეორე და ერთიც, ესეც მესამე. სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა. ნუ ეს წრეები შუაში, სხვადასხვა ისტორიული პირების გამოსახულებები არის ალბათ ხვდებით. ფულის უმეტესობას აქვს ხოლმე, ჩვენ სმაილიკები დავუწეროთ სმაილები. და კიდევ ერთი რაღაცა დაგვრჩა, ერთი ინფორმაცია, ინფორმაციის ნაგლეჯი. ერთი ათლარიანი კუპიურაც აქვს დიას. ერთი ათლარიანი. მოდი ესეც დავხატოთ. ეს არის ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა. ნუ ისევ კიდევ ერთი ცნობილი სახე. კარგი, გვეკითხებიან  ჯამში რა ფული, რა თანხა აქვს დიას? ნუ, ექვსი ცალი ერთლარიანი ჯამში იქნება ექვსი ლარი. სამი ცალი ხუთიანი იქნება რამდენი? ხუთი, 10 და 15. ესე იგი, ეს არის 15. ანუ ექვსს პლუს 15 და ბოლოს ერთი ათლარიანი. ნუ ერთი ათლარიანი არის უბრალოდ 10 ლარი. ესე იგი, უნდა შევკრიბოთ 6, 15 და 10. ექვს პლუს 15 არის 21 და 21-ს დამატებული 10 უდრის 31-ს. ესე იგი, გამოვთვალეთ და მივიღეთ, რომ 31 ლარი ქონია სულ დიას. შეგეძლოთ ესეც შეგეკრიბათ:  15-ს პლუს 10 და შემდეგ პლუს ექვსი. თანამიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. ნუ რა გამოვიდოდა ხუთს პლუს ექვსი არის 11. ერთს ვწერთ ერთეულებში და ერთს ვინახავთ  ათეულებისათვის. და სამი ერთიანი გვაქვს. შევკრებთ და მივიღებთ სამს.  ესე იგი, პასუხი არის 31 ლარი. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)