ძირითადი მასალა
მეორე კლასი
კურსი: მეორე კლასი > თემა 4
გაკვეთილი 8: ფულიქართული თეთრების დათვლა
გიორგი კრებს და პოულობს ქართული მონეტების მოცემული რაოდენობის ჯამურ ღირებულებას.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ალბათ ყველა ისედაც იცნობთ
ქართულ ფულს, ქართული ფულის ერთეულებს. მაგრამ, მოდი მაინც ამ ვიდეოში
გავარჩიოთ ფულის დათვლა. ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერს,
მაგრამ მაინც მე მგონი საინტერესო იქნება. ნუ ცხადია, ყველამ ვიცით რა არის ეს.
ეს არის 50 თეთრიანი. აწერია კიდეც, რომ ეს არის 50 თეთრიანი. ესე იგი, გამოდის, რომ მისი
ღირებულება აქ არის 50 თეთრი. შემდეგ. როგორც ხედავთ აქ არის 20 თეთრიანი. ჯამური ღირებულება
გვაინტერესებს ამ ყველა ხურდის ხო? აქ გვაქვს 20 თეთრიანი, მოდი დავწეროთ ესეც
20 თეთრი, მივუმატოთ ერთმანეთს. შემდეგ მოდის 10 თეთრიანი. ისე საინტერესო იქნებოდა ალბათ მეორე
მხარეებიც მეჩვენებინა, მაგრამ არაუშავს. ესე იგი,
შემდეგი არის 10 თეთრიანი. პლუს 10. შემდეგ მოდის ხუთ თეთრიანი. ესეც
ხუთ თეთრიანია. შემდეგი არის ორ თეთრიანი. სხვათა შორის ამის ზომები ზუსტი არ არის. სინამდვილეში ცალ-ცალკე მოვძებნე ეს
სურათები და შემდეგ ერთმანეთს გადავაწებე. და შეძლებისდაგვარად ზომები შევცვალე.
რავიცი, ზუსტი ზომები არ არის მოკლედ. შემდეგი გვაქს ორ თეთრიანი
და ბოლოს ერთ თეთრიანი. ესენი უფრო საქართველოში შედარებით
იშვიათად ხმარებადი ფულის ერთეულია. კარგი.
რა იქნება ამათი ჯამი? ნუ ერთი ვარიანტი არის, რომ
დავწეროთ ჩვეულებრივ და ესე მივუმატოთ. მეორე ვარიანტია, ქვეშმიწერით გავაკეთოთ.
და მოდი ქვეშმიწერით იყოს. ესე იგი, 50-ს ვუმატებთ 20-ს,
ვუმატებთ 10-ს, შემდეგ ვუმატებთ ხუთს, ვუმატებთ ორს და ერთს. რა იქნება ეს? ნუ, ერთი პლუსი დავწეროთ აქ. ნულს პლუს
ნული პლუს ნული უბრალოდ ნულია. შემდეგ, ხუთს პლუს ორი არის შვიდი
და პლუს ერთი არის რვა. და ახლა აქ. ხუთს პლუს ორი არის შვიდი
და პლუს ერთი არის რვა. ძალიან მარტივი გამოვიდა.
ესე იგი, სულ აქ გვქონია 88 თეთრი. ნახეთ, ყურადღება მიაქციეთ,
რომ ერთი ლარიც კი არაა ეს ჯამში. ანუ 88 თეთრი არის, აი ამდენი ხურდა.
აი ეს, კონკრეტულად ეს ხურდები. მოდი ვნახოთ კიდევ ერთი შემთხვევა,
რაღაც ხურდების კომბინაციის. კიდევ ერთი შემთხვევა ვნახოთ.
როგორც ხედავთ აქ არის მეტი ხურდა, მაგრამ ვნახოთ ღირებულება
რა გამოვა ამ ხურდების ჯამურად. აქ გვაქვს ერთი 20 თეთრიანი, 20 თეთრი.
შემდეგ ეს მეორე, ესეც მესამე. ესე იგი, სამი ოცთეთრიანი გვაქვს.
ცხადია ვკრებთ. შემდეგ მოდის ათიანი. შემდეგი არის ერთი ხუთ თეთრიანი. და მერე ოთხი ერთ თეთრიანი. ესე იგი ერთი, ისევ ერთი,
აქაც ერთი და ესეც ერთი. მოდი ისევ დავწეროთ ქვეშმიწერით. და ვნახოთ მეტი გამოვა თუ არა ეს,
აი ნახეთ უფრო მეტი ხურდაა. მეტი გამოვა თუ არა წინა ღირებულებაზე. ესე იგი, 20-ს ვუმატებთ 20-ს ვუმატებთ 20-ს,
შემდეგ მოდის 10 შემდეგ მოდის ხუთი. ახლა შეგვიძლია ოთხი ცალი
ერთიანი დავწეროთ, მაგრამ ამათი ჯამი ხო ჩანს,
რომ ნამდვილად ოთხია? ერთს პლუს ერთი, პლუს ერთი, პლუს ერთი;
ოთხი ცალი ერთიანია. ანუ ოთხი.
და დავწერ აქ ოთხს. და რისი ტოლი იქნება ეს?
მოდი გვერდზე დავწერ პასუხს. ნულების ჯამი უბრალოდ ნულია. პლუს ხუთი
არის ხუთი და პლუს ოთხი არის ცხრა. ესე იგი, ეს არის ცხრა ერთეულებში. და ათეულებში. ორს პლუს ორი და პლუს ორი,
ეს არის ექვსი. და პლუს ერთი ეს არის შვიდი. ესე იგი, აი, ამდენი და კონკრეტულად, ამ
ხურდების კომბინაცია გვაძლევს, 79 თეთრს. ესე იგი, თითქოს ერთი შეხედვით,
ზოგიერთისთვის ალბათ მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აი ეს შემთხვევა,
როცა ნაკლები ხურდა გვქონდა. მაგრამ ნახეთ, აქ უფრო მეტი
ღირებულებების ხურდა არის. კერძოდ აი, ეს 50-იანი ძალიან წონის
ყველაფერს. ამიტომ აქ გამოგვივიდა 88 თეთრი. ხოლო ქვედა შემთხვევაში,
სადაც გვქონდა მეტი ხურდა, მაგრამ ნაკლები ღირებულების ხურდები,
გამოგვივიდა 79 თეთრი. (სუბტიტრები შექმნილია
ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)