If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სურათიანი და წერტილოვანი დიაგრამების შედგენა

წერტილოვანი დიაგრამის ასაგებად ჯერ ავაგოთ რიცხვითი ღერძი, რომელიც შეიცავს მონაცემების თითოეულ მნიშვნელობას. შემდეგ ღერძის თითოეული მნიშვნელობის თავზე დავსვათ წერტილები ან X ნიშნები. თუ რომელიმე მნიშვნელობა მონაცემებში ერთზე მეტჯერ ჩნდება, ამ მნიშვნელობის თავზე X იმდენჯერ დასვით, რამდენჯერაც ის მნიშვნელობა გვხვდება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ნიკლასმა იპოვა ოთხი მუხლუხო. მათი სიგრძე იყო 61, 64, 64 და ისევ 64 მილიმეტრი. აი ესეც მუხლუხოები. ააგეთ ამ სიგრძეების წერტილოვანი დიაგრამა. როგორ ვაგებთ წერტილოვან დიაგრამას? თითოეულ სიგრძეს შეუსაბამებთ თითო მუხლუხოს. ოღონდ როგორ? ვთქვათ, თუ ვიპოვეთ მუხლუხო რომლის სიგრძე არის 60 სანტიმეტრი მოვათავსებთ ერთ წერტილს. თუ კიდევ ერთი ვიპოვეთ მეორე წერტილს, და ასე შემდეგ. ახლა ვნახოთ. გვეუბნებიან, რომ 61 სანტიმეტრიანი მუხლუხო იპოვა. ესე იგი, ერთი წერტილი 61-თან, და შემდეგ მოდის სამი ცალი 64 სანტიმეტრიანი მუხლუხო. ამიტომ დანარჩენი სამი წერტილი იქნება 64-თან. სწორია. შემდეგი, ხუთმა მეგობარმა ახალი ყელსაბამები გააკეთა. მათი სიგრძე იყო 52, 51, 52, 54 და 52 სანტიმეტრი. და აი როგორც ხედავთ ესაა ყელსაბამები. შეადგინეთ წრფის გრაფიკი ამ სიგრძეებისთვის. ეს კიდევ სხვანაირი სახელწოდება არის წერტილოვანი გრაფიკისთვის. ზოგჯერ ასეც თარგმნიან. ასე რომ მოდი შევადგინოთ. 52 სანტიმეტრიანი ყელსაბამი ამიტომ, ერთი წერტილი 52-თან. შემდეგ, 51 ამიტომ 51-საც ერთი წერტილი. შემდეგ, ისევ 52-ია და კიდევ ერთი 52 ამიტომ, ბარემ წინასწარ ორი წერტილი დავუმატოთ. და ერთიც 54-ია. ამიტომ, ერთიც აი აქ. ვნახოთ. ესეც ასე. შემდეგი. საიმ ოთხი კამფეტი გაზომა. მათი სიგრძე იყო რვა, ცხრა, შვიდი და ცხრა სანტიმეტრი. ააგეთ წერტილოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს ამ სიგრძეებს. ავაგოთ. ესე იგი, რვა, ცხრა, შვიდი და ცხრა. ესე იგი, რვა მერე ორი ცხრიანი, ამიტომ ორი წერტილი ცხრასთან და შვიდი. ერთი წერტილი ოღონდ შვიდთან. იმიტომ რომ, მხოლოდ ერთი ცალი ასეთი კანფეტია. ესეც ასე, შემდეგ. ზოოპარკის თანამშრომელმა გაზომა ოთხი პინგვინი. მათი სიმაღლე იყო 40, 44, 48 და 48 სანტიმეტრი. ამ სიმაღლეებისთვის ააგეთ, წერტილოვანი დიაგრამა. მოდი, ავაგოთ. ესე იგი, ერთი პინგვინი მყავს რომლის სიმაღლეა 40 სანტიმეტრი. ამიტომ, ერთი წერტილი 40-თან. ერთის არის 44 ამიტომ, 44-საც ერთი წერტილი. და ორი პინგვინი გვყავს რომელთა სიმაღლეა 48 სანტიმეტრი. 48-48 სანტიმეტრი ამიტომ, ორი წერტილი აქ. ესეც მართალია. ქალბატონი დოლანის მეორე კლასელმა მოსწავლეებმა თავიანთი მტკაველების სიგრძეები გაზომეს. მოსწავლეები აპირებენ ამ მონაცემებისთვის, წერტილოვანი დიაგრამა ააგონ. და როგორც ხედავთ მარცხნივ არის სახელები ჩამოწერილი მოსწავლეების, ხოლო მარჯვნივ არის სანტიმეტრებში მათი მტკაველების სიგრძეები. წერტილოვანი დიაგრამის, რამდენი წერტილი გამოსახავს 15 სანტიმეტრიან მტკაველს? უბრალოდ უნდა დავთვალოთ რამდენი ცალი 15 წერია აქ. ანუ რამდენი მოსწავლეს აქვს 15 სანტიმეტრიანი მტკაველი. და პასუხიც ეგ იქნება. იმდენი წერტილი იქნებოდა ეგეთ გრაფიკთან. ესე იგი, ეს არის ერთი 15, შემდეგ 15-ები არ არის და კიდევ ერთი 15. ესეიგი სულ გვაქვს ორი 15 ამ მონაცემებში. ამიტომ, პასუხი იქნება ორი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)