If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის წრფივი გრაფიკი?

წერტილოვანი დიაგრამა გრაფიკია, რომელიც მონაცემებს რიცხვითი ღერძის მეშვეობით წარმოგვიდგენს. წერტილოვანი დიაგრამის ასაგებად ჯერ ავაგოთ რიცხვითი ღერძი, რომელიც შეიცავს მონაცემების თითოეულ მნიშვნელობას. შემდეგ ღერძის თითოეული მნიშვნელობს თავზე დავსვათ წერტილები ან იქსიკები. თუ რომელიმე მნიშვნელობა მონაცემებში ერთზე მეტჯერ ჩნდება, ამ მნიშვნელობის თავზე იქსიკები იმდენჯერ დასვით, რამდენჯერაც ის მნიშვნელობა გვხვდება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დაბადების დღის წვეულებაა ყველას გვიხარია; ბავშვები არიან დაპატიჟებული. და ცხადია ყველა ბავშვს რაღაც ასაკი აქვს. ყველა არის რამდენიმე წლის. ჩვენ გვაინტერესებს ასეთი რაღაც — თითოეული ასაკის რამდენი ბავშვი გვყავს? ამისი წარმოჩენის ძალიან ლამაზი და მოხერხებული გზა, არის ხაზოვანი დიაგრამა. ცოტა ტექნიკურად და დამაბნევლად შეიძლება ჟღერდეს ხაზოვანი დიაგრამა, მაგრამ სინამდვილეში გამოჩნდება რომ მარტივია და წერტილებს უფრო ვიყენებთ ვიდრე ხაზებს. აი, გამოჩნდება. დავხაზოთ ჯერ წრფე, ამისთვის საჭირო არის წრფე, რომელზეც მონაცემებს ავღნიშნავთ, და შევქმნათ თითოეული კატეგორია თითოეული წლოვანებისთვის. კატეგორიაში იგულისხმება ძალიან მარტივი რაღაც. ვნახოთ რამდენი წლის ბავშვები გვყავს ასე ვთქვათ. გვყავს სამიდან შვიდ წლამდე. ამიტომ მოვნიშნოთ, 3, 4, შემდეგ 5, 6 და ბოლოს 7. მეტი არ დაგვჭრდება, შეგვეძლო ორი და რვა დაგვეწერა მაგრამ არ არის საჭირო უბრალოდ. იმიტომ, რომ არ გვყავს ასეთი ასაკის ბავშვი, არც ერთი. კარგი, ახლა ვეძებთ თითოეული წლის შესაბამის ასაკს ბავშვებში. ანუ ვთქვათ პირველი რომ განვიხილოთ, დია. დია რამდენი წლის არის? დია არის სამი წლის და ამიტომ სამიანთან მოვნიშნავ რაღაც სიმბოლოს. შეიძლება უფრო სიმარტივისთვის წერტილიც იყოს. მოვნიშნავთ წერტილს, რაც მიჩვენებს შემდეგ რამეს, რომ ერთი ბავშვი ამ სტუმრებიდან არის სამი წლის. შემდეგ გავაგრძელოთ სხვა სტუმრებზეც. შემდეგი არის ირმანი, რომელიც არის ხუთი წლის. ამიტომ რას ვაკეთებთ? ხუთიანთან მოვნიშნავთ წერტილს, ძალიან მარტივად, ე. ი. ეს წერტილი იმრანს გამოსახავს. შემდეგი არის სურია, სურია ასევე ხუთი წლისაა ამიტომ ესეც მოვნიშნოთ ხუთიანთან. ეს წერტილი ზემოთ მოვნიშნოთ. ეს გვეუბნება რომ უკვე მეორე ადამიანი არის წვეულებაზე რომელიც ხუთი წლისაა. გავაგრძელოთ. შემდეგი სტუმარი არის ჯასპერი, რომელიც არის ექვსი წლის. ამიტომ ახლა ექვსიანთან მოვნიშნავ წერტილს. მეორე ექვსი წლის ადამიანიც გვყავს აქ, ვიკრამი. ამიტომ მეორე წერტილიც მოვნიშნოთ ექვსიანთან ოღონდ სხვა ფერით, შესაბამისი ფერი ავიღოთ. ე. ი. უკვე ორი ადამიანი გვყავს ექვსი წლის ასე რომ, ეს ექვსი წლის კატეგორიაში უნდა იყვნენ. შემდეგი არის სიაში ლუკი რომელიც ყველაზე უფროსია და არის შვიდი წლის, ამიტომ მოვნიშნოთ შვიდიანთან წერტილი. ნუ რაც გვეუბნება ცხადია იმას, რომ ერთი ბავშვი არის შვიდი წლის. და ბოლოს არის ანა, რომელიც არის ასევე ექვსი წლის და მოვნიშნოთ ერთი წერტილი კიდევ ექვსიანთან. ახლა ძალიან მარტივი რაღაც გავაკეთეთ. უბრალოდ ავიღეთ ეს მონაცემები და მოვათავსეთ ხაზოვან დიაგრამაზე. დადებითი მხარე ასე ვთქვათ სარგებელი ის აქვს ხაზოვან დიაგრამებს, რომ მარტივად გვიჩვენებს რა ასაკის მოსწავლეები გვყავს და რამდენი. რაც თავიდან არ ჩანს ეს რიცხვებში. აი მაგალითად თუ დააკვირდებით ჩანს ეგრევე რომ ოთხი წლის ბავშვი საერთოდ არ გვყავს, ჩანს რომ ექვსი წლის ყველაზე მეტი ადამიანი არის. და ამ მონაცემების გარეშეც შეგვიძლია ეს დავადგინოთ, ყველაზე მაგარი ეგაა. აი უბრალოდ ხაზოვანი დიაგრამა რომ გვქონდეს და რიცხვები არ გვეწეროს, რიცხვები რა ის მონაცემები რაც მანამდე გვქონდა. მაინც თუ გვეცოდინება, რომ წერტილები ბავშვებია და ქვემოთ მონაცემები არის ასაკი, მაშინ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვექნება. გვეცოდინება თითოეული ადამიანი რამდენი წლისაა, მაგალითად ვინმეს რომ ეკითხა, რამდენი ადამიანი არის ხუთ წელზე მეტისო. ამ კითხვას მარტივად გავცემდით ძალიან პასუხს და როგორ? უბრალოდ შევხედავთ ამ ხაზოვან დიაგრამას და დავიწყებთ ექვსი წლის ასაკის ბავშვებიდან და გადავთვლით ზემოთ რამდენიც არიან. ექვსი და შვიდი გვაქვს აქ ესე იგი მოგვიწევს ხუთს შემდეგ რა ასაკობრივი ჯგუფებიც არის იმ ჯგუფებში მყოფი ბავშვების დათვლა. აქ არის ოთხი ბავშვი, სამი არის ექვსი წლის და ერთი არის შვიდის. 1, 2, 3 და 4 რა არის? არის ოთხი. ე. ი. ოთხი ბავშვია ხუთ წელზე მეტის. შეგვეძლო სხვანაირი კითხვაც დაგვესვა, მაგალითად, ვთქვათ რამდენი ადამიანი არის ნაკლები ხუთ წელზე? მაშინ პირიქით, ხუთ წელს აქეთ მოვნიშნავდით ყველას და ჩანს რომ მარტო ერთი ადამიანია ამ წვეულებაზე რომელიც ნაკლებია ხუთ წელზე და არის სამი წლის. იმედია დაგაინტერესათ ამ თემამ. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)