If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები სიგრძეზე

სალი ამოხსნის ამოცანას სიგრძეზე შეკრებისა და გამოკლების გამოყენებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დომინიკმა დახატა 72 სანტიმეტრი სიგრძის ხაზი, დახატა ლურჯი ცარცით, ჩვენც ლურჯით გავუსვათ ხაზი. მის მიერ დახატული ხაზი ალბათ იქნება ასეთი, ესეც ცისფერი იყოს. მისი სიგრძე არის 72 სანტიმეტრი, როგორც გვეუბნებიან. ანუ აქედან აქამდე მანძილი არის 72 სანტიმეტრი. კიდევ მან დახატა მეორე ხაზი, ამჯერად ვარდისფრად. ახლა ვარდისფერი ცარცი, ან ფლომასტერი ავიღოთ ჩვენც. ეს არის 14 სანტიმეტრით უფრო გრძელი ვიდრე წინა ხაზი. ესე იგი, გვაქვს 14 სანტიმეტრით უფრო გრძელი ხაზი ვარდისფერი, ვიდრე წინა ცისფერი ხაზი, რომელიც დაახლოებით ასეთი იქნებოდა. არ არის აუცილებელი დიდი სიზუსტე ნახატებში. ესე იგი, თუ აქედან აქამდე გავზომავთ მანძილს, ეს იქნება დაახლოებით 72 სანტიმეტრი, რადგან ზედა ხაზის ტოლია, დარჩენილი უნდა იყოს 14 სანტიმეტრი. გვეკითხებიან, რა სიგრძის არის ვარდისფერი ხაზი? ამისთვის უბრალოდ უნდა ავდგეთ და დავუმატოთ 72-ს 14. 72-ს პლუს 14. ორს პლიუს ოთხი არის ექვსი, ესე იგი, ექვსი ერთეული გვაქვს და შვიდს პლიუს ერთი არის რვა ანუ რვა ათეული. ესე იგი, ეს ვარდისფერი ხაზი არის 86 სანტიმეტრის სიგრძის. აქედან აქამდე, ამ ორ ბოლოს შორის მანძილი არის 86 სანტიმეტრი. სხვა ამოცანა, გვაქვს ოქროს კარიბჭე. ოქროს კარიბჭის ხიდის ერთი ტროსის სიგრძე არის 33 მეტრი. სხვა ტროსი არის 13 მეტრით უფრო გრძელი ვიდრე პირველი. გვეკითხებიან, რა სიგრძის ტროსს მივიღებთ, თუ ამ ორს გავაერთიანებთ? იმას არ გვეკითხებიან, რა სიგრძისაა უფრო გრძელი ტროსი, როგორც ეს პირველ ამოცანაში იყო, გვეკითხებიან რა სიგრძისაა ორივე ერთად. ესე იგი, პირველი ტროსი დავხაზოთ, პირველი ტროსი არის 33 მეტრის სიგრძის. მოდით ეს გადავხატოთ, ტროსებს ჰგავდეს ჯობია და მივაწეროთ 33, ესე იგი, 33 მეტრი. ახლა მეორე ტროსი. მივუხატოთ გვერდზე, არის 13 მეტრით უფრო გრძელი ვიდრე პირველი. რა იქნება მისი სიგრძე? მისი სიგრძე იქნება, პირველის სიგრძეს დამატებული 13 მეტრი. იმიტომ, რომ ვიცით რომ 13 მეტრით გრძელია უფრო. გამოვთვალოთ, სამს პლიუს სამი არის ექვსი, სამს პლიუს ერთი არის ოთხი, ესე იგი — 46. მეორე ტროსი ყოფილა 46 მეტრის სიგრძის. მაგრამ ჩვენ მარტო მაგის სიგრძეს არ გვეკითხებოდნენ, რაც უკვე ვიპოვეთ, რომ 46-ია. ჩვენ გვკითხეს, რომ გავაერთიანოთ ეს ორი ტროსი, რა სიგრძეს მივიღებთ? დავხატოთ ისევ 33 მეტრიანი ტროსი და გვერდით მივუხატოთ 46 მეტრიანი ტროსი. ანუ ეს ორი ტროსი თითქოს გადავაბით ერთმანეთს. ვიცით, რომ ეს ნაწილი არის 33 მეტრი, მოცემული გვაქვს, ეს კი მეორე ტროსია, რომელიც გამოვთვალეთ, რომ არის 46. უნდა შევკრიბოთ ეს სიგრძეები და გავიგებთ ჯამში, რა არის მათი სიგრძე. შევკრიბოთ, 33-ს უნდა დავუმატოთ 46. ამას ალბათ უკვე ზეპირადაც გააკეთებთ, მაგრამ მაინც დავწეროთ. 33-ს დავუმატოთ 46 რა იქნება? სამს პლიუს ექვსი არის ცხრა, სამს პლიუს ოთხი არის შვიდი. მივიღეთ შვიდი ათეული და ცხრა ერთეული. რა რიცხვია? ეს არის 79. ესე იგი, პასუხი მივიღეთ, რომ თუ ამ ორ ტროსს შევაერთებთ, მათი საერთო სიგრძე იქნება 79 მეტრი. კიდევ ერთი გავაკეთოთ. რენალდოს კაშნეს სიგრძე არის 36 სანტიმეტრი. მან გადაწყვიტა, რომ მოეჭრა კაშნეს ნაწილი ისე, რომ მისი კაშნეს სიგრძე გამხდარიყო 19 სანტიმეტრი. გვეკითხებიან, თუ რამდენი მოაჭრა? დავხატოთ რენალდოს კაშნე, რომლის სიგრძე 36 სანტიმეტრია. ფიცარს ჰგავს, მაგრამ არაუშავს, ვიცით, რომ 36 სანტიმეტრი. ახლა, გვითხრეს, რომ მოაჭრა ამ კაშნეს მან რაღაცა სიგრძის ნაწილი და დატოვა 19 სანტიმეტრი, რაც დარჩა კაშნესგან არის 19 სანტიმეტრი. მოდი, ისევ მწვანით დავხატოთ, ჯობს. ესე იგი, ჩამოჭრის შემდეგ მისი კაშნეს სიგრძე გახდა 19 სანტიმეტრი, ეს არის ჩამოჭრის შედეგად მიღებული კაშნე. და გვეკითხებიან, რამდენი სანტიმეტრი მოაჭრაო? თავიდან ჰქონდა 36, შემდეგ მიიღო 19. მაშინ 36-ის და 19-ის სხვაობა იქნება ის რიცხვი, რა სიგრძის ნაწილიც მოაჭრა. ეს იქნება ის სიგრძე, ზუსტად რაც ახლა მოვნიშნე. ამ ნაწილის სიგრძეა 36-ს მინუს 19, ანუ უნდა გამოვთვალოთ მათი სხვაობა. გამოვთვალოთ, 36-ს მინუს 19. გვაქვს ექვსი ერთეული და ვაკლებთ ცხრა ერთეულს, რომ შევძლოთ ეს, ამისთვის ვისესხოთ ერთი ათეული, დაგვრჩება აქ სამის მაგივრად ორი ათეული, და დავუმატოთ ეს ათი ცალი ერთიანი ანუ ერთი ათეული ექვს. გვექნება 16, ანუ 16-ს ვაკლებთ ცხრას, რაც უდრის შვიდს. ესე იგი, ერთეულებში შვიდი გვაქვს. ორ ათეულს მინუს ერთი ათეული არის ერთი ათეული. გამოვიდა, რომ რენალდომ 17 სანტიმეტრი მოაჭრა თავის კაშნეს და დარჩა 19 სანტიმეტრი. თავიდან ჰქონდა 36, შემდეგ მოაჭრა 17 და დარჩა 19 სანტიმეტრი სიგრძის კაშნე. თუ გნებავთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ კიდეც. 36-ს გამოვაკლოთ 17 და ნახავთ, რომ მართლაც 19-ს მიიღებთ. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)