If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიგრძეების გამოთვლა

სალი პოულობს ერთი საგნის სიგრძეს მეორე საგნის მოცემული სიგრძის მიხედვით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ახლა ცოტა ვივარჯიშოთ სიგრძის დადგენაში. გვეუბნებიან, რომ ეს ხაზი არის 1 სმ — 1 სმ სიგრძის არის. და ახლა ასეთი კითხვაა — რა სიგრძისაა ეს მანქანა ნახაზზე? ვიცით, რომ ეს ხაზი არის 1 სმ და ვნახოთ, რამდენი ასეთი ხაზი გვინდა, რომ ამ მანქანის მთელი სიგრძის ტოლი ხაზი მივიღოთ. და მივუხატოთ გვერდზე მეორე ხაზი იგივე; შეიძლება ზუსტად იგივე არ იყოს, მაგრამ ნუ, დაახლოებით ისეთივე იქნება. ე.ი. ახლა გვაქვს 1 და 2 — 2 სმ. არ არის საკმარისი, კიდევ მივუხატოთ. ეს არის მესამე სანტიმეტრი. კიდევ მივუხატოთ — ესეც მეოთხე. ე.ი. მივუხატეთ 3 ცალი, ანუ სულ 4 ცალი ხაზი გვაქვს. ე.ი. 4 სმ ყოფილა მანქანის სიგრძე. მოდი, კიდევ ერთი ამოცანა გავაკეთოთ ასეთი. გვეუბნებიან ასეთ რაღაცას — მაქვს 2 მზესუმზირის ყვავილის სურათი. ამათგან პირველის სიგრძე არის 40 სმ და გვეკითხებიან, რამდენი სმ სიგრძისაა მეორე მზესუმზირა. მოდი, მოვიფიქროთ. თუ ეს მანძილი, ეს მთელი სიმაღლე არის 40 სმ, როგორც გვეუბნებიან, და აი, ამ პატარა მზესუმზირის სიმაღლე, წყვეტილი ხაზითაც გავუსვათ, თუ დავუკვირდებით დაახლოებით ნახევარი არის დიდი მზესუმზირის სიმაღლის, მაშინ 40 სმ-ის ნახევარი უნდა ვიპოვოთ. რა არის 40-ის ნახევარი? 40 არის 4 ათეული, მისი ნახევარი იქნება 2 ათეული, ანუ 20. ე.ი. როგორც ჩანს, ამ პატარა მზესუმზირის სიმაღლე ყოფილა 20 სმ. წესით, ეგრე უნდა იყოს იმიტომ, რომ დაახლოებით ნახევარია. ახლა მოდი, სხვა გზით ვცადოთ გაკეთება. თუ ეს მთლიანად არის 40 სმ და მისი ნახევარი იქნება 20 სმ, მაშინ ეს პატარა დაშორება იქნება 10 სმ, ეს იქნება 20 სმ, ეს კი 30 სმ. ესე მოვნიშნეთ, ასე ვთქვათ, მნიშვნელობები და სულ ზემოთ იქნება 40 სანტიმეტრი. როგორც ვხედავთ, ეს მზესუმზირა ჯამში არის 40 სმ. ეს მეორე მზესუმზირა კი 20-ს უტოლდება უფრო. ე.ი. პატარა მზესუმზირა არის 20 სანტიმეტრი სიმაღლის. (სუბტიტრები შექმნილია ანი მანგოშვილის დახმარებით)