If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:11

ვიდეოს აღწერა

მოცემულია რიცხვი 324, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად: ეს არის სამი ასეული, ანუ ასეულების ადგილას გვექნება რიცხვი სამიანი. შემდეგ, ორი ათეული, ანუ ამას ვუმატებთ ორ ათეულს. რატომ? იმიტომ რომ ათეულების ადგილას გვაქვს ორიანი. და შემდეგ ამას დამატებული ოთხი ერთეული. ერთეულების ადგილას არის რიცხვი ოთხი. შეგიძლიათ დაინახოთ კიდეც გამოსახულება უკეთ. გვაქვს სამი დიდი კუბი, უფრო სწორედ კვადრატი, რომელშიც არის პატარა კვადრატები. ასი ცალი თითოში. ანუ ეს არის სამი ასეული. შეესაბამება სამ ასეულს. გვაქვს ორი სვეტი, თითოში არის ათი კუბი, უფრო სწორედ კვარდატი. და ოთხი ერთეული, ოთხი ცალი კვადრატი. ესე იგი, ეს არის ასეულები, სამი ცალი ასეული. ორი ცალი ათეული და ოთხი ცალი ერთეული. პირველი რიცხვი, რასაც გამოვაკლებთ, ... მოდი გამოკლებაზე ვიმუშაოთ, იყოს ათი. გამოვაკლოთ ამ გამოსახულებას რიცხვი ათი. ათი რა არის? ათი არის ერთი ათეული, ამიტომ ათეულების ადგილას დავწეროთ. ვაკლებთ ათს და ნულ ერთეულს. მოდი, ერთეულები მაინც ლურჯი იყოს, რადგან ერთეულებს ლურჯად ვწერთ. ესე იგი, არც ერთ ასეულს არ ვაკლებ. ვაკლებ ერთ ათეულს, ამიტომ ათეულთან დავწეროთ ათეულების გამოკლება. ვაკლებთ ერთ ათეულს და არცერთ ერთეულს არ ვაკლებთ, ამიტომ ერთეულებსაც ნუ დავწერთ. ანუ, ნულ ერთეულს ვაკლებთ. რას მივიღებთ ამ შემთხვევაში? ვნახოთ რას მივიღებთ. ასეულების რიცხვი არ იცვლება, არაფერს არ ვაკლებთ. ესე იგი, ისევ სამი ასეული არის. გადმოვწეროთ, ისევ გვაქვს სამი ასეული. შემდეგ, გვქონდა ორი ათეული, ახლა ერთ ათეულს ვაკლებთ, მაშინ შედეგად რა იქნება? ორ მინუს ერთი, ხო? ორს მინუს ერთი რა არის? ერთი. ესე იგი, გვექნება ერთი ათეული. და ბოლოს, გადავდივართ ერთეულებზე. ათეულების შემთხვევაში ერთადერთი ათეულების შემთხვევაში მოხდა ცვლილება. ორს გამოვაკელით ერთი ათეული. ახლა ერთეულები დაგვრჩა. ერთეულებზე თუ გადავალთ, როგორც ვხედავთ, ნული ერთეული აკლდება. ოთხ ერთეულს გამოკლებული ნული ერთეული ისევ ოთხი ერთეული იქნება. ესე იგი, მივიღეთ პასუხი. ოთხი ერთეული დაგვრჩა. და საბოლოოდ გამოვიდა 314. ეს რიცხვი არის 314. სამი ასეული, ერთი ათეული და ოთხი ერთეული. ნახატზე თუ დავუკვირდებით, რა მოხდა? გვქონდა 324, შემდეგ გამოვაკელით ერთი ათეული. ანუ წავშალეთ ერთი ათეული, აღარ გვაქვს. და რაც დაგვრჩება, უბრალოდ გადავთვალოთ. გვაქვს სამი ასეული უცვლელად, ერთი ათეული და ოთხი ერთეული ასევე უცვლელად. ანუ 314. კარგი, საინტერესოდ ჩაიარა ამან. ახლა შევცვალოთ და გამოვაკლოთ ათეულის მაგივრად ასეული. 324-ს აკლდება რიცხვი ასი. რაც არის ერთი ცალი ასეული. როგორ გამოვაკლებთ? დავწერთ ასეულებთან ხო? იმიტომ რომ ასეულს ვაკლებთ. ვაკლებთ, ესე იგი, ერთ ასეულს. სამ ასეულს აკლდება ერთი ასეული და დანარჩენ თანრიგებთან დაიწერება ნულები. ნული ათეული გამოაკლდება და ნული ერთეული გამოაკლდება. რამდენი იქნება ეს? რას მივიღებთ? ვნახოთ რას მივიღებთ. გვქონდა სამი ასეული და ერთი მოვაკელით. დაგვრჩა ორი ასეული. სამს მინუს ერთი უდრის ორს. ათეულს არაფერი გამოაკლდა და ისევ გადმოვწერთ იგივეს, რაც დაგვრჩა. ხოლო ერთეულსაც არაფერი არ გამოაკლდა და ისევ დავწერთ რომ გვაქვს ოთხი ერთეული. ესე იგი, თუ შევხედავთ, რა გამოვა მაშინ? გადმოვწეროთ, ტოლობის ნიშანი დავწეროთ და სხვანაირი ჩანაწერიც გადმოვწეროთ მაინც. სამ ასეულს გამოაკლდა ერთი ასეული და დარჩა ორი ასეული. ამას ემატება უცვლელი რაოდენობა ათეულების, ანუ, ისევ ორი ათეული. რატომ? იმიტომ რომ ნული ათეული გამოვაკელით. და ბოლოს, ოთხი ერთეული, იმიტომ რომ ერთეულებიც არ გამოგვიკლია ფაქტობრივად. ნული ერთეული გამოვაკელით. სურათს თუ შევხედავთ, რა ვქენით? მოვაშორეთ ხო ერთი ასეული? თუ ერთი ასეული მოვაშორეთ, გადავთვალოთ ამ ასეულის გარეშე რა რიცხვი იქნებოდა, რა რიცხვს მივიღებთ უფრო სწორად. ორი ასეული დარჩა, იმიტომ რომ ერთი მოვაშორეთ. ათეულები იგივე რაოდენობა დარჩა, ამიტომ ორია. და ერთეულები ოთხი ცალი. ესე იგი, ორი, ორი, ოთხი. ორი ასეული, ორი ათეული და ოთხი ერთეული, რაც არის რა? არის 224. ორი ათეული და ოთხი ერთეული უცვლელად, და ასეულები შეიცვალა. 224.