If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთების, ათების და ასების მიმატება

სალი კრებს სამნიშნა რიცხვებს ერთეულების, ათეულების და ასეულების შეკრებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს რიცხვი 163. ეს რა არის? ეს იგივეა რაც ერთ ასეულს დამატებული ექვსი ათეული. დავწეროთ ჯერ ერთი ასეული. ერთ ასეულს დამატებული ექვსი ათეული. იმიტომ რომ ექვსიანი გვაქვს ათეულების ადგილას. ესე იგი, ექვს ასეულს დამატებული ... უფრო სწორად, ერთ ასეულს დამატებული ექვსი ათეული. და ამას დამატებული სამი ერთეული. პლიუს სამი ერთეული. მოდი, ერთეულების ფერით გავაკეთოთ ეს. პლუს სამი ერთეული. კარგი. გვაქვს, ესე იგი, ზემოთ ეს რიცხვი. აქ დავხატეთ 163 კვადრატი. ეს არის ერთი ცალი ასეული. აი, ამ კვადრატში, დიდ კვადრატში, პატარა კვადრატების რაოდენობა არის ასი. შემდეგ, ეს სვეტები არის ათეულები. და ბოლოს, სამი ცალი ერთეული. ანუ, ეს არის 163. ეს რიცხვი ... ზოგადად, ეს ზემოთ გვაქვს რამდენიმე ჩანაწერი 163-ის. ერთი ასეული, ექვსი ათეული, სამი ერთეული. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ამ სამიდან ერთ-ერთი სახით. ეს არის 163 ნივთი, ან რიცხვი 163. ერთი ასეული, ექვსი ათეული და სამი ერთეული. კარგი, ახლა გვინდა, რომ 163-ს დავუმატოთ 324. ქვემოთ გვიწერია 324. შევხედოთ 324-ს. ეს რა არის? ეს არის სამი ასეული, იმიტომ რომ ასეულების ადგილას გვაქვს რიცხვი სამიანი. სამ ასეულს დამატებული ორი ათეული. ათეულების ადგილას, ანუ ათეულების თანრიგზე არის ორიანი. და ამას დამატებული ოთხი ერთეული, იმიტომ რომ ოთხიანია ერთეულების თანრიგზე. ესე იგი, სამ ასეულს პლიუს ორი ათეული, პლიუს ოთხი ერთეული. ეს გადმოხატულიც გვაქვს, სამი ცალი ასეულია. სამი დიდი კვადრატი, სადაც თითოში ასი კუბი შედის, თუ კვადრატი. შემდეგ გვაქვს ორი ათეული. აი, ეს ყვითელი სვეტები არის ათეულები. და ორი ცალია. და ბოლოს ოთხი ერთეული. ესე იგი, ეს არის რიცხვი 324. სამი ასეული, ორი ათეული, ოთხი ერთეული. სამი სხვადასხვა ჩაწერის გზა ამ რიცხვის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ესეც, როგორც რაღაც 324 ნივთი, მაგალითად. და ეს უჯრებიც დაჯგუფებული გვაქვს სამ ასეულად. ანუ, ჯამში სამასი არის აქ. შემდეგ, ორ ათეულად და ოთხ ერთეულად. კარგი, ახლა, ეს ორი რიცხვი შევკრიბოთ. ჯერ შევკრიბოთ ერთეულები, ანუ ერთეულების ადგილს შევხედოთ და ვნახოთ რა რიცხვებია. გვაქვს სამი და გვაქვს ოთხი. სამს რომ ოთხი დავუმატოთ, რამდენი არის? სამს რომ ოთხი დავუმატოთ, ერთეულების ფერში გავაკეთოთ ისევ, იქნება შვიდი. კარგი. სამ ერთეულს დავუმატეთ ოთხი ერთეული, მივიღეთ შვიდი ერთეული. ესეც ასე. ერთეულების ადგილას, ესე იგი, დავწერთ შვიდს. აი, კუბიკებსაც თუ დავაჯგუფებთ, გვექნება შვიდი ცალი კუბიკი რომ გადავთვალოთ. შემდეგ, გვაქვს ორი ათეული და ექვსი ათეული. ახლა უნდა შევკრიბოთ ათეულები. გვექნება რვა, ცხადია, იმიტომ რომ ორს პლიუს ექვსი არის რვა. ესე იგი, თუ გვაქვს ექვსი ათეული და ორი ათეული და მათ ვკრებთ, მივიღებთ რვა ათეულს. ამიტომ, მიღებულ პასუხში ათეულების ადგილას დავწერთ რვიანს. ესე იგი, ექვს ათეულს დამატებული ორი ათეული უდრის რვას, რვა ათეულს. აქაც იგივე გავაკეთოთ. დავაჯგუფოთ ესენი ერთად. დავაჯგუფოთ ათეულები. ეს სვეტები არის ათეულები. კარგი, და ბოლოს, გვაქვს ერთი ასეული და კიდევ ამას ვუმატებთ სამ ასეულს. ერთ ასეულს ვუმატებთ სამ ასეულს. გვექნება ოთხი ასეული. გვექნება ოთხი ასეული. ეს გავაკეთოთ რიცხვებშიც. აი ეს კუბიკებიც რომ ერთად ავიღოთ არის ოთხი ცალი კუბიკი, რომელშიც თითოში ასი კუბიკი შედის. ანუ, ოთხი ასეული. ანუ, ერთს პლიუს სამი არის აქაც ოთხი. ასეულების ადგილას დავწერთ ოთხს. ესე იგი, 163 რომ დავუმატეთ 324. რა მივიღეთ? მივიღეთ 487. ოთხი ასეული, რვა ათეული, შვიდი ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)