ძირითადი მასალა
მეორე კლასი
კურსი: მეორე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 3: ერთების და ათების გამოკლება1-ების გამოკლება თანრიგის მიხედვით
სალი 46-სს გამოაკლებს 4-ს თანრიგის გათვალისწინებით.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
აქ გვაქვს რიცხვი 46. ანუ გვაქვს 4 ათეული. ეს ოთხიანი წარმოადგენს
4 ათეულს როგორც აქ ხედავთ. 1, 2, 3 და 4. 4 ათეული გვაქვს. თითოეული არის 10 კვადრატი. თითოეულ გაერთიანებაში გვაქვს 10 კვადრატი. ანუ ჯამში 4 ათეული ანუ
40 იასამნისფერი კვადრატი. ოთხიანი წარმოადგენს 40-ს. და გვაქვს 6 ერთეული. 6 ერთეული. ექვსიანი ზის ერთეულების ადგილას და
გვეუბნება, რომ 6 ცალი ერთეული გვაქვს. და თუ გადავთვლით
მართლაც 1, 2, 3, 4, 5 და 6. 6 კვადრატი გვაქვს ანუ 6 ერთეული. ესე იგი, შეგვიძლია დავწეროთ,
რომ 46 ეს იგივეა რაც, 46 იგივეა რაც, 4 ათეულს
დამატებული 6 ერთეული. ეს არის 4 ათეულის და 6 ერთეულის ჯამი. 4 ათეულს პლუს 6 ერთეული. ეს არის 46. კარგით, ახლა გავაკეთოთ რაღაც საინტერესო. და გამოვაკლოთ, 46-ს გამოვაკლოთ 4 ერთეული. ავიღოთ 4 ერთეული და გამოვაკლოთ 46-ს. ესე იგი, გვაქვს 46, აქ გვიწერია 46. და გვინდა, რომ ამას 4 ერთეული გამოვაკლოთ
ანუ უნდა მოვაშოროთ 4 ერთეული ხო? ვაკლებთ 4 ერთეულს. ესე იგი, ვწერთ 46-ს მინუს 4. რას მივიღებთ თუ 46-ს გამოვაკლებთ 4-ს? კარგით, რამდენი ათეული
დაგვრჩება და რამდენი ერთეული? ვნახოთ რა გამოვა როცა
გამოვაკლებთ 46-ს 4-ს. მივიღებთ რაღაც რაოდენობა
ათეულებს და ერთეულებს. ცარიელი ადგილებიც დავტოვეთ. კარგით, რამდენი ათეული გვექნება
პირველ რიგში ეგ ვნახოთ. რომ გამოვაკლებთ 46-ს 4-ს, მოდით
მოვაშოროთ 4 ერთეული, 1, 2, 3 და ესეც 4. მოვაშორებთ 4 ერთეული. რამდენი ათეული დაგვრჩა შედეგად? ნუ, ისევ იგივე რაოდენობა დაგვრჩა ათეულების 1, 2, 3 და 4. 4 ათეული, ამიტომ ისევ
დავწეროთ ოთხიანი ათეულებთან. მაგრამ ერთეულების რაოდენობა შეიცვალა,
რამდენი ერთეული გვაქვს ახლა? ახლა გვაქვს მხოლოდ 2 ერთეული. დაგვრჩა მხოლოდ 2 ერთეული. ესე იგი, გვქონდა 4 ათეული და 6 ერთეული, ამას გამოვაკელით 4 და ესე იგი, 6 ერთეულს, რადგან 4 ერთეული, რომ
გამოვაკლოთ მივიღებ 2-ს, აქედან გამომდინარე რას მივიღებთ? 4-ს, 4 ათეულს უფრო სწორად,
მივიღებთ 40-ს ანუ 4 ათეული 40 არის. დაგვრჩება ისევ იგივე 40 რაც გვქონდა. 40-ს, აქ 46 დავწეროთ, გამოვაკლოთ 4. ესე იგი, დაგვრჩება 40 ანუ 4 ათეული,
ხოლო ერთეულების ადგილი შეცვლილი იქნება. როგორ იქნება შეცვლილი ახლა ვნახავთ. დაგვრჩება 2 ერთეული. ესე იგი, რა გამოვიდა, 46-ს
გამოკლებული 4 უდრის 42-ს. ანუ ერთეულების ადგილას მივიღეთ 2. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ შონიას დახმარებით)