If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

100-ის გამოტოვებით თვლა

სალი ითვლის 100-ებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თუ დავიწყებთ 43-დან ასებით დათვლას და ავალთ 1043-ზე, რომელი რიცხვები შეგვხვდება? უნდა ავირჩიოთ ყველა სწორი პასუხი ამ ჩამონათვალიდან. კარგით, მოდით დავიწყოთ, დავიწყოთ 43-ით და დავუმატოთ 100. 43-ს დავუმატოთ 100 რა იქნება? 43-ს ნული ასეული გვაქვს და 1 ასეულს თუ დავუმატებთ 1 ასეული გვექნება და 43, ხომ? ამიტომ, იქნება 143. კარგით, ამას კიდევ 1 ასეული დავუმატოთ, რას მივიღებთ? გვექნება ორიანი ერთიანის ადგილას და 43. ანუ 243. ახლა ამას დავუმატოთ კიდევ 1 ასეული, რას მივიღებთ? მივიღეთ სამიანი ასეულების ადგილას და 43, ანუ 343. მგონი ძალიან მარტივი კანონზომიერება არის. შემდეგი ასეულის დამატებისას გვექნება 4 ასეული და ისევ 43, ანუ 434. და ასე შემდეგ. ასეულები ამიტომ გამოვყავი, რომ ასეულები უბრალოდ 1-ით იზრდება და მეტი არაფერი, სხვა არაფერი არ იცვლება. შემდეგი ასის დამატებისას იქნება 543. მერე კიდევ დავუმატებთ ასს და მივიღებთ 643-ს. და ასე შემდეგ, ასეულების ადგილას შეიცვლება 1-დან, უფრო სწორედ 0-დან, არაფრიდან 10-მდე რიცხვები. შემდეგი ასის დამატებისას 743-ს მივიღებთ. და ასე გავაგრძელებთ. ცოტა მოსაწყენიც კი ხდება, მაგრამ ბარემ ბოლომდე გავიყვანოთ, 1043-მდე მივიდეთ, არც ისე ბევრია. შემდეგი არის 843. შემდეგი ასის დამატებისას ვიღებთ 943-ს. 9 ასეულს და 43-ს ანუ, 9 ასეულს, 4 ათეულს და 3 ერთეულს. და 1 ასიც დაგვრჩა. კიდევ 1 ასეულს თუ დავუმატებთ, რა გამოგვივა? გამოგვივა 10 ასეული. 10 ცალი ასეული და 43. 10 ასეული თვითონ სიტყვა გეუბნება რა არის, არის ათასი იგივე. 10 ასეული, 10 ასი, 1000. ანუ გვაქვს 1043. ესე იგი, ამ რიცხვამდეც მივედით რაც გვთხოვეს. დავიწყეთ ასეულებით, 43-დან ავედით 1043-ზე. ახლა მოდით, ვნახოთ ეს სავარაუდო პასუხები და მოვნიშნოთ ისინი რომლებიც შეგვხვდება. დავიწყეთ 43-ით, მივედით 1043-ზე. 44 არ შეგვხვედრია. არც 123 შეგვხვედრია. მაგრამ შეგვხვდა რა? შეგვხვდა 143. კიდევ რა შეგვხვდა? 543 შეგვხვდა, აი შეგვხვდა. ესეც მოვნიშნოთ. და ბოლოს 843. ესეც შეგვხვდა. ესე იგი, შეგვხვედრია ეს სამი რიცხვი. ისე ამის გაკეთება ზეპირადაც შეიძლებოდა, უბრალოდ შეგვეძლო დაგვეთვალა პირდაპირ, მიყოლებით 43, 143, 243 და ა.შ. ანუ, 43-ს ვიტყოდით სულ, უბრალოდ ასეულების ადგილას ვიტყოდით ყოველ ჯერზე 1-ით მეტ რიცხვს. და მარტივია, პასუხებში რაც იქნებოდა 43-ით უნდა ყოფილიყო დაბოლოებული და რამე ასეულით რაც შეგვხვდა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის რიცხვები რაც ნამდვილად შეგვხვდა. 43-დან დაწყებული 1043-ით დამთავრებული. ეს არის ის 3 რიცხვი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)